ერეკლე I
| ერეკლე I | |
| ნაზარალი-ხანი | |
![]() |
|
| ქართლის და კახეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1675 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1709 |
| წინამორბედი: | გიორგი XI |
| მემკვიდრე: | ვახტანგ VI |
| დაბ. თარიღი: | |
| გარდ. თარიღი: | 1709 წლის 21 აპრილი |
| გარდ. ადგილი: | ირანი |
| მეუღლე: | ანა ჩოლოყაშვილი |
| შვილები: | ვაჟები: დავით II, კონსტანტინე II, ისმაილი, როსტომი , ვახტანგი , დიმიტრი, გიორგი, თეიმურაზ II, რეზე ყული ხანი, მუსტაფა მირზა ქალიშვილები: ელენე, მარინა , ქეთევანი |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | დათუნა ბატონიშვილი |
ერეკლე I, ნაზარალი-ხანი (გ. 1709) — ქართლის მეფე 1688-1703. თეიმურაზ I-ის ძის დავითის შვილი. ერეკლე I სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იყო და ცნობილია ნიკოლოზის სახელწოდებით. 1662 საქართველოში ჩამოვიდა და კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ კახეთის მეფედ 1664 თავისი ძე არჩილი დასვა. ერეკლე I რუსეთში დაბრუნდა. 1674 ისევ ჩავიდა კახეთში და ირანის შაჰის მოთხოვნით ირანში გაემგზავრა. კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა მას გაჰმადიანება მოსთხოვა. ერეკლე I ერთხანს უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მაჰმადიანობა მიიღო და ნაზარალი-ხანის სახელით შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. 1688 ერეკლე I ქართლში მოვიდა. გადაყენებული მეფე გიორგი XI იძულებული გახდა იმერეთს გადახვეწილიყო. 1691 გიორგი XI ქართლში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის თავადების ერთი ნაწილი ერეკლე I-ს უჭერდა მხარს, მეორე - გიორგი XI-ს. ბოლოს გიორგი XI იძულებული გახდა ირანს წასულიყო, სადაც შაჰის ნდობა მოიპოვა და 1703 შაჰმა მას ქართლის სამეფო დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამასთან, შაჰმა იგი ირანს მიიწვია, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი ვაჟი დავითი გამოგზავნა. ერეკლე I ირანში დარჩა და იქვე გარდაიცვალა. ერეკლე I-მა სცადა ზოგიერთი ცვლილება შეეტანა სახელმწიფოებრივ წყობილებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქალაქო ცხოვრების მოწესრიგებას. მან მტკიცედ განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება და სხვა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- აკოფაშვილი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 180, თბ., 1979
| წინამორბედი: არჩილ II |
კახეთის მეფე 1675 - 1676 |
შემდეგი: განაგებენ ირანელი მოხელეები |
| წინამორბედი: გიორგი XI |
ქართლის მეფე 1688 - 1703 |
შემდეგი: ვახტანგ VI |
| წინამორბედი: განაგებენ ირანელი მოხელეები |
კახეთის მეფე 1703 - 1709 |
შემდეგი: დავით II |
|
|||||||||||
