ალექსანდრე IV
| ალექსანდრე IV | |
| იმერეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1683 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1695 |
| წინამორბედი: | გიორგი IV |
| მემკვიდრე: | არჩილ II |
| დაბ. თარიღი: | |
| გარდ. თარიღი: | 1695 |
| მეუღლე: | თამარი, გიორგი აბაშიძის ასული |
| შვილები: | სიმონი გიორგი V |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ბაგრატ IV (იმერეთის მეფე) |
ალექსანდრე IV (გ. 1695), იმერეთის მეფე 1683-1690, 1691-1695. ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი.
1681, როცა ბაგრატ IV გარდაიცვალა, ალექსანდრე IV ქართლის მეფე გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა. ამით ისარგებლა გიორგი გურიელმა და იმერეთის ტახტი მიიტაცა. იმერეთის დიდებულთა და გიორგი XI-ის შუამდგომლობით ოსმალეთის სულთანმა იმერეთის ტახტი ალექსანდრე IV-ს უბოძა და იგი ახალციხის ფაშის დახმარებით ტახტზე ავიდა. პოლიტიკური მიზნით მან თავისი და დარეჯანი მიათხოვა პაატა აბაშიძეს, რომლის გავლენას მთელი ზემო იმერეთი ემორჩილებოდა. 1684 როკითის ბრძოლაში ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიელი და მისი მომხრეები - გიორგი ლიპარტიანი, შოშიტა II რაჭის ერისთავი, ბეჟან ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძენი. 1689, როცა გიორგი XI ირანს აუჯანყდა, ალექსანდრე IV-მ შაჰთან დაამყარა ურთიერთობა, რაც ოსმალეთის ვასალობაზე უარს ნიშნავდა. ამის გამო სულთანმა მას მეფობა ჩამოართვა (1690 აგვისტო). ალექსანდრე IV ქართლში გადავიდა და გორს დადგა. ქართლში ახლად გამეფებული ერეკლე I-ის მეცადინეობით ირანის შაჰმა ოსმალეთის სულთანტან იშუამდგომლა და 1691 ალექსანდრე IV იმერეთის ტახტზე აღადგინეს.
ალექსანდრე IV-ის მეფობის დროს გაძლიერდა ფეოდალური ანარქია, გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა, მორალურად დაქვეითდა არისტოკრატია. 1695 ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო მისივე სიმამრის გიორგი აბაშიძის თაოსნობით. შეთქმულებმა ალექსანდრე IV შეიპყრეს და გიორგი XI-ს გადასცეს, რომლის ბრძანებით იგი რუისში მოკლეს და იქვე ეკლესიაში დამარხეს.
[რედაქტირება] წყარო
- გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2;
- ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, [ნაწ.] 2, ზ ჭიჭინაძის გამოც., ტფ., 1913
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), [წგნ.] 2, თბ., 1965
- ჯამბურია გ., ქსე, ტ. 1, გვ. 293, თბ., 1975
| წინამორბედი: გიორგი IV |
იმერეთის მეფე 1683 - 1695 |
შემდეგი: არჩილ II |
| წინამორბედი: არჩილ II |
იმერეთის მეფე 1691 - 1695 |
შემდეგი: არჩილ II |
|
|||||||||||
სტატიის