გიორგი VI (იმერეთის მეფე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი VI.
გიორგი VI
George VII of Imereti.JPG
გურიის მთავარი
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1702
მმართ. დასასრული: 1707
წინამორბედი: მამია III
მემკვიდრე: გიორგი VII
დაბ. თარიღი:
გარდ. თარიღი: 1720
მეუღლე: თამარ გურიელი

გიორგი VI (გ. მარტი, 1720), იმერეთის მეფე 1703-1711, 1713, 1714–1716, 1719–1720, ალექსანდრე IV-ის ძე. 1703 ოსმალთა დახმარებით გამეფდა, მაგრამ იმერეთს ფაქტობრივად გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ტრადიციით გიორგი V-დ ითვლება. გიორგი VI-ს მხარს უჭერდა ქართლის სამეფო სახლი და იმერელ ფეოდალთა დიდი ნაწილი. 1707 გიორგი VI-მ დაამარცხა აბაშიძე და მეფობა დროებით განიმტკიცა. 1711 ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა გიორგი VI გადააყენა და მამია III გურიელი გაამეფა. გიორგი VI ჯერ ქართლში გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილთან (ვახტანგ VI), ხოლო მერე ახალციხეში ფაშისთვის დახმარების სათხოვნელად. 1712 ჩხარის ბრძოლაში გიორგი VI-მ დაამარცხა მამია III გურიელი და კვლავ დაიკავა ტახტი, მაგრამ ურჩმა ფეოდალებმა 1713 ისევ მამია გურიელი გაამეფეს. გურიელი მალე გარდაიცვალა (1714) და იგი მისმა შვილმა გიორგი გურიელმა შეცვალა. 1714 ოსმალთა დახმარებით გიორგი VI-მ ისევ დაიბრუნა ტახტი, მაგრამ 1716 ბეჟან დადიანმა და სხვა თავადებმა ახალციხის ფაშის დახმარებით სვიმონეთის ბრძოლაში დაამარცხეს გიორგი VI და იძულებული გახდა ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი სტამბოლში წასულიყო. 1719 ოსმალთა დახმარებით გიორგი VI კვლავ გამეფდა. ბეჟან დადიანის, შოშიტა III რაჭის ერისთავისა და ზურაბ აბაშიძის წაქეზებით სიმონ აბაშიძემ გიორგი VI ვერაგულად მოაკვლევინა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჩხატარაიშვილი ქ., ქსე, ტ. 3, გვ. 161, თბ., 1978
წინამორბედი:
მამია III
იმერეთის მეფე
1702 - 1707
შემდეგი:
გიორგი VII