კონსტანტინე I (კახეთის მეფე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე I.
კონსტანტინე I
კონსტანტინე ხანი
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1605
მმართ. დასასრული: 1605
წინამორბედი: ალექსანდრე II
მემკვიდრე: თეიმურაზ I
დაბ. თარიღი: 1566
გარდ. თარიღი: 1605
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე II
დედა: თინათინ ამილახვარი

კონსტანტინე I (დ. დაახლოებით 1566 — გ. ოქტომბერი, 1605), კახეთის მეფე 1605, ალექსანდრე II-ის ძე. ბავშვობიდან ირანში, შაჰის კარზე იზრდებოდა, სადაც გამაჰმადიანდა კიდეც. შაჰმა აბას I-მა საგამგებლოდ შირვანი უბოძა და ჯარით კახეთში დააბრუნა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაიჭრა. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. ამით უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა — ალექსანდრე II, ძმა — გიორგი, რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი მეფედ გამოაცხადა. ხალხმა იგი მეფედ არ მიიღო, აჯანყდნენ და მოკლეს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნარსია გ., ქსე, ტ. 5, გვ. 642, თბ., 1980
წინამორბედი:
ალექსანდრე II
კახეთის მეფე
1605 - 1605
შემდეგი:
თეიმურაზ I
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე