დემეტრე გურიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „დემეტრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დემეტრე.
დემეტრე
გურიის სამთავროს გამგებელი
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1658
მმართ. დასასრული: 1664
წინამორბედი: სიმონ II გურიელი
მემკვიდრე: გიორგი III გურიელი
დაბ. თარიღი:
დინასტია: გურიელები

დემეტრე გურიელი, გურიის სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი 1658-1664, იმერეთის მეფე 1660.

დემეტრე გურიელი ახალგაზრდობაში ბერად იყო შემდგარი. 1658 იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ და ვამეყ III დადიანმა ბანძის ბრძოლაში დაამარცხეს ლიპარიტ III დადიანი და ქაიხოსრო I გურიელი და გურიის სამთავრო ტახტზე ბრმა სიმონ II გურიელი აიყვანეს, მას მონასტრიდან გამოყვანილი დემეტრე გურიელი აშვილეს, რომელიც ფაქტობრივად განაგებდა გურიის სამთავროს.

1658 წელს ქაიხისრო I ოსმალეთის დახმარებით გურიაში დაბრუნდა. დემეტრე გურიელი იმერეთში გაიხიზნა. ქაიხოსროს მოკვლის შემდეგ, დემეტრე გურიელი კვლავ გურიელად დაჯდა. 1660 იმერეთის ფეოდალებმა მოკლეს თურქთა მიერ მეფედ დასმული ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი და დემეტრე გურიელი იმერეთში გაამეფეს. იმავე წელს დემეტრე გურიელი ფეოდალებმა ტახტიდან ჩამოაგდეს დააბრმავეს და გააძევეს. მისი შემდომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

წინამორბედი:
ქაიხოსრო I
გურიის მთავრები
1658 - 1664
შემდეგი:
გიორგი III
წინამორბედი:
არჩილ II
იმერეთის მეფე
1663 - 1664
შემდეგი:
ბაგრატ V