გიორგი II (იმერეთის მეფე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი II.
გიორგი II
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1565
მმართ. დასასრული: 1583
წინამორბედი: ბაგრატ III
მემკვიდრე: ლევანი
დაბ. თარიღი: 1514
გარდ. თარიღი: 1583
მეუღლე: 1.რუსუდანი, ჩერქეზების მთავრის ასული
2.თამარ დიასამიძე
შვილები: ლევანი
ბაგრატი
ალექსანდრე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ III
დედა: ელენე

გიორგი II, იმერეთის მეფე 1565-1583, ბაგრატ III-ის ძე. მეფობის პირველ წლებში, ოდიშისა და გურიის მთავართა გათიშვის მიზნით, გურიელს დაუმოყვრდა. ლევან I დადიანმა გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა. მეფის წინააღმდეგ დადიანს შეუკავშირდა. ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძეც. 1565 იანეთთან მომხდარ ბრძოლაში გიორგი II-მ დაამარცხა დადიანი, მისი მომხრეები და საჯავახო დაიპყრო. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. ამ შინაფეოდალური ომის გარდა გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგაც. 1578 მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალაფაშას მიერ იმერეთის დასალაშქრად გამოგზავნილი რაზმი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სოსელია ო., ქსე, ტ. 3, გვ. 159, თბ., 1978
წინამორბედი:
ბაგრატ III
იმერეთის მეფე
1565 - 1583
შემდეგი:
ლევანი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე