გიორგი III (იმერეთის მეფე)
| გიორგი III | |
| იმერეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1604 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1639 |
| წინამორბედი: | როსტომი |
| მემკვიდრე: | ალექსანდრე III |
| დაბ. თარიღი: | ? |
| გარდ. თარიღი: | 1639 |
| მეუღლე: | თამარი |
| შვილები: | ალექსანდრე III როსტომი ბერი მამუკა ხვარამზე |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | კონსტანტინე (ბაგრატ III-ის ძე) |
| დედა: | ელენე |
გიორგი III (გ. 1639), იმერეთის მეფე 1604-1639, კონსტანტინე მეფის ძე. მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე. 1623 გოჭოურის ბრძოლაში (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III. დადიანის წინააღმდეგ დაუახლოვდა გიორგი სააკაძეს, რომელსაც 1626 ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს. 1629 მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი (ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი). მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ (ტყვის სყიდვა). შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619-1621 გიორგი III-მ სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა. მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- სოსელია ო., ქსე, ტ. 3, გვ. 160, თბ., 1978
| წინამორბედი: როსტომი |
იმერეთის მეფე 1604 - 1639 |
შემდეგი: ალექსანდრე III |
|
|||||||||||
სტატიის