ბაგრატ VII (ქართლის მეფე)
| ბაგრატ VII | |
| ქართლის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1616 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1619 |
| წინამორბედი: | ლუარსაბ II |
| მემკვიდრე: | სიმონ II |
| დაბ. თარიღი: | 1569 |
| გარდ. თარიღი: | 1619 |
| გარდ. ადგილი: | ბოლნისი |
| შვილები: | 1.სიმონ II |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | დავით XI |
| დედა: | ელენე |
ბაგრატ VII, ბაგრატ-ხანი (გ. 1619) — ქართლის ხანი 1616-1619 (ქართული წყაროებით მეფე), დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე, მაჰმადიანი, აღიზარდა ირანში. 1616 ირანის შაჰმა აბას I-მა უბოძა ხანის ტიტული და ქართლის მმართველად დაინიშნა. სუსტი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ფაქტობრივად მხოლოდ ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. ძირითადად ცხოვრობდა ბოლნისში და იქვე გარდაიცვალა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჯამბურია გ., ქსე, ტ. 2, გვ. 130, თბ., 1977
| წინამორბედი: ლუარსაბ II |
ქართლის მეფეები 1616 – 1619 |
შემდეგი: სიმონ II |
|
|||||||||||
სტატიის