გიორგი VII (იმერეთის მეფე)
გიორგი VII, იმერეთის მეფე 1741, გიორგი VI-ისა და მამია III გურიელის ასულის თამარის ვაჟი. გაამეფეს ოსმალებმა, მაგრამ იმავე წლის შემოდგომაზე გადააყენეს და ტახტი მის ძმას ალექსანდრე V-ს დაუბრუნეს. გიორგი VII ოდიშს წავიდა. შემდეგ, როგორც ჩანს, სოლომონ I-ის დროს იმერეთში დაბრუნდა. ცოცხალი ჩანს 1772 წელს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჩხატარაიშვილი ქ., ქსე, ტ. 3, გვ. 161, თბ., 1978
|
|||||||||||
სტატიის