დავით I (კახეთის მეფე)
| დავით I | |
| კახეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1601 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1602 |
| წინამორბედი: | ალექსანდრე II |
| მემკვიდრე: | ალექსანდრე II |
| დაბ. თარიღი: | 1569 |
| გარდ. თარიღი: | 1602 |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ალექსანდრე II |
| დედა: | თინათინ ამილახვარი |
დავით I (გ. 21 ოქტომბერი, 1602), კახეთის მეფე 1601-1602, ალექსანდრე II-ის ძე. გამეფდა სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ. მამამისი აიძულა ბერად შემდგარიყო; თავისი ძმა გიორგი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრა, შეთქმულების 17 მონაწილე კი სიკვდილით დასაჯა. ამ არეულობით ისარგებლა ნუგზარ არაგვის ერისთავმა და მეფეს განუდგა. დავით I-მა გამდგარი ერისთავი ისე დაიმორჩილა და მძევლად შვილი ჩამოართვა. დავით I-ის მეფობის დროს კახეთში ჩამოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ელჩები, რომლებმაც დავით I-ს რუსეთის მეფის ერთგულების ფიცის წიგნი მიაღებიეს. ელჩების კახეთში ყოფნის დროსდავით I მოულოდნელად გარდაიცვალა.
დავით I-მა სპარსულიდან თარგმნა „ქილილა და დამანას“ ქაშეფისეული ვერსიის დასაწყისი, ვახტანგ VI-ის ცნობით, „კუ და მორიელის“ არაკამდე. ცალკეული ხარვეზების მიუხედავად დედანი კარგი ქართულით არის გადმოცემული.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ასათიანი ნ., გვახარია ა., ქსე, ტ. 3 , გვ. 333, თბ.1978
| წინამორბედი: ალექსანდრე II |
კახეთის მეფე 1601 - 1602 |
შემდეგი: ალექსანდრე II |
|
|||||||||||
სტატიის