ბაგრატ III (იმერეთის მეფე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ III.
ბაგრატ III
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1510
მმართ. დასასრული: 1565
წინამორბედი: ალექსანდრე II
მემკვიდრე: გიორგი II
დაბ. თარიღი: 1495
გარდ. თარიღი: 1565
მეუღლე: ელენე
შვილები: გიორგი II
თეიმურაზი
ვახტანგი
კონსტანტინე
თამარი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე II
დედა: თამარი

ბაგრატ III (დ. 1495 — გ. 1565), იმერეთის მეფე 1510-1565, ალექსანდრე II-ის ძე.

ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. ბაგრატ III-ის თანხმობით 1533 მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ. 1535 მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა ყვარყვარე III ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1545 ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრო II ჯაყელმა მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარაღაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამავე წელს სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, მაგრამ ვერ შეძლო მათი დამორჩილება. მთავრები სულთნის ვასალები გახდნენ. 1555 ბაგრატ III-ც იძულებული გახდა სულთნისათვის ხარკის მიცემა ეკისრა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ხანთაძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 128, თბ., 1977
წინამორბედი:
ალექსანდრე II
იმერეთის მეფე
1510 - 1565
შემდეგი:
გიორგი II
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე