გიორგი II (კახეთის მეფე)
| გიორგი II | |
| კახეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1511 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1513 |
| წინამორბედი: | ალექსანდრე I |
| მემკვიდრე: | ლევანი |
| დაბ. თარიღი: | 1469 |
| გარდ. თარიღი: | 1513 |
| შვილები: | ლევანი |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ალექსანდრე I |
გიორგი II, ავგიორგი — კახეთის მეფე 1511-1513 წლებში, ალექსანდრე I-ის ძე. სამეფო ტახტის მისაკუთრების მიზნით 1511 წელს მოკლა მამა, შეიპყრო უმცროსი ძმა დიმიტრი, დასთხარა თვალები და კახეთიდან გააძევა, რის გამო მას ავგიორგი შეარქვეს. გიორგი II გამუდმებით არბევდა და აოხრებდა ქართლს. ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს ბაგრატ მუხრანბატონმა შეიპყრო და მუხრანის ციხეში გამოკეტა, სადაც მალე გარდაიცვალა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- აკოფაშვილი გ., ქსე, ტ. 3, გვ. 159, თ., 1978
| წინამორბედი: ალექსანდრე I |
კახეთის მეფე 1511 - 1513 |
შემდეგი: ლევანი |
|
|||||||||||