1520
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| საუკუნე: | XV · XVI · XVII |
| წლები: | 1517 · 1518 · 1519 1520 1521 · 1522 · 1523 |
1520 წელი (MDXX) იყო კვირას დაწყებული ნაკიანი წელიწადი იულიუსის კალენდრით.
სექციების სია |
მოვლენები [რედაქტირება]
იანვარი–ივნისი [რედაქტირება]
- 18 იანვარი – დანიის და ნორვეგიის მეფე კრისტიან II ამარცხებს შვედებს, ტბა ოსუნდენთან მომხდარ ბრძოლაში.
- 18 მარტი – პოლონურმა შეიარაღებულმა ძალებმა აიღო მარიენვერდერის ციხესიმაგრე. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა ომი პოლონელებსა და ტევტონთა ორდენის წარმომადგენლებს შორის
- 16 აპრილი – კასტილიისა და ლეონის სამეფოში დაიწყო სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება რომელსაც სათავეში ხუან ლოპეზ დე პადილა ედგა. აჯანყება ერთი წელი და ექვსი თვე გაგრძელდა, საბოლოოდ გამარჯვება სამეფო ხელისუფლებამ მოიპოვა.
- ივნისი – აცტეკთა იმპერიის მმარველი მონტესუმა II, კონკისტადორმა ერნან კორტესმა დაატყვევა. აცტეკთა იმპერიას სათავეში ჩაუდგა მონტესუმას უმცროსი ძმა კუიტლაუაკი.
- 15 ივნისი – რომის პაპმა ლეო X გამოსცა «Exurge Domine», სადაც დაგმობილი იყო მარტინ ლუთერის მოძღვრება და ის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს.
ივლისი–დეკემბერი [რედაქტირება]
- 7 ივლისი – ესპანელებმა დაამარცხეს აცტეკები ოტუმბეს ბრძოლაში, რომელიც მოხდა ტესკოკოს ტბის სიახლოვეს.
- 22 სექტემბერი – ოსმალეთის იმპერიის სულთანი გახდა სელიმ I-ის ვაჟი სულეიმან I.
- ოქტომბერი – აცტეკების სახელმიწფოს მმართველი კუიტლაუაკი გარდაიცვალა ყვავილის დაავადებით. აცტეკთა ქვეყნის უკანასკნელი მმართველი გახდა მონტესუმას ძმისშვილი კუაუტემოკი.
- 21 ოქტომბერი – პორტუგალიელი აღმომჩენი ჟუან ალვარერს ფაგუნდესი მივიდა სენ-პიერი და მიკელონის კუნძულებამდე.
- 8 ნოემბერი – ქრისტიან დანიელის ბრძანებით სტოკჰოლმში სიკვდილით დასაჯეს აჯანყებული შვედების მოთავეები.
- 28 ნოემბერი – სამხრეთ ამერიკის სამხრეთით არსებული სრუტეების გავლის შედეგად სამი გემი პორტუგალიელი მკვლევარის ფერდინანდ მაგელანის მეთაურობით წყნარ ოკეანეში შედის, რითაც ისინი პირველი ევროპელები ხდებიან, რომლებმაც ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში შეცურეს.
დაუთარიღებელი [რედაქტირება]
- დუარტე ბარბოსა დაბრუნდა კანურში.
- კახეთის მეფე ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი
- საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში დასრულდა ტალსის ციხესიმაგრის მშენებლობის პროცესი.
- ოსმალების წინააღმდეგ აჯანყება მოხდა სირიაში (1520-1521).
- პორტუგალიელებმა განხორციელდა პირველი დიპლომატიური მისია ეთიოპიაში. ამ პერიოდში ეთიოპიის იმპერიის მმართველი იყო დავიდ II.
დაიბადნენ [რედაქტირება]
- 3 მარტი – მათიას ფლაციუსი, ხორვატიელი პროტესტანტი რეფორმატორი (გ. 1575)
- 1 ივლისი ან 1 აგვისტო – მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტი (გ. 1572)
- 10 აგვისტო – მადლენ ვალუა, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-ის მეუღლე (გ. 1537)
- 13 სექტემბერი – უეილიამ სესილი, ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე (გ. 1598)
- 5 ოქტომბერი – ალექსანდრო ფარნეზი, იტალიელი კარდინალი (გ. 1589)
- 6 დეკემბერი – ბარბარა რაძივილი, პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტის მეუღლე (გ. 1551)
- თარიღი უცნობია
- ჟან რიბაულტი, ფრანგი ნავიგატორი (გ. 1565)
- ვინჩენცო გალილეი, იტალიელი მუსიკის თეორეტიკოსი და კომპოზიტორი (გ. 1591)
- იჯუინ ტადააკი, იაპონელი სახელმწიფო მოღვაწე (გ. 1561)
- დიეგო დე ალმაგრო, ესპანელი კონკისტადორი (გ. 1542)
- მადლენ დე-როში, ფრანგი მწერალი (გ.1587)
- ჯოვანი პიეტრო-კაპრიანო, ესპანელი მწერალი (გ. 1580)
- ნახეთ ასევე კატეგორია:დაბადებული 1520.
გარდაიცვალნენ [რედაქტირება]
- 5 თებერვალი – სტენ სტური, შვედეთის რეგენტი (დ. 1493)
- 6 აპრილი – რაფაელ სანტი, იტალიელი მხატვარი და არქიტექტორი (დ. 1483)
- 3 სექტემბერი – იპოლიტო I დ’ესტე, ფერარის ჰერცოგის ერკოლე I დ’ესტეს უმცროსი ვაჟი (დ. 1479)
- 22 სექტემბერი – სელიმ I, ოსმალეთის სულთანი (დ. 1465)
- ოქტომბერი – კუიტლაუაკი, აცტეკთა იმპერიის მმართველი
- 9 ნოემბერი – ბერნარდო დოვიცი, იტალიელი კარდინალი (დ.1470)
- თარიღი უცნობია
- იან ლუბრანსკი, პოლონელი ეპისკოპოსი (დ. 1456)
- მონტესუმა II, აცტეკთა იმპერიის მმართველი (დ. დაახ. 1466)
- პედრუ ალვარეშ კაბრალი, პორტუგალიელი ნავიგატორი და აღმომჩენი (დ. 1467 ან 1468)
- ვისუნარატი, ლანსანგის 15-ე მეფე, ქვეყნის მმართველი იყო 1500 წლიდან (დ. 1465)
- ნახეთ ასევე კატეგორია:გარდაცვლილი 1520.
სტატიის