ბაგრატ IV (იმერეთის მეფე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატ IV.
ბაგრატ IV
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1660
მმართ. დასასრული: 1681
წინამორბედი: ალექსანდრე III
მემკვიდრე: ვამეყ III დადიანი
დაბ. თარიღი: 1565
გარდ. თარიღი: 1681
მეუღლე: ქეთევანი, თეიმურაზის ასული
შვილები: ალექსანდრე IV
გიორგი
დარეჯანი
თინათინი
მარიამი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე III

ბაგრატ IV (გ. 1681), იმერეთის მეფე (1660-1661, 1663-1668, 1669-1678, 1679-1681), ალექსანდრე III-ის ძე.

ალექსანდრე III-ს გადაცვალების შემდეგ (1660, 4 მარტი), ბაგრატის დედინაცვალმა დარეჯანმა, რომელიც ქვეყნის ფაქტიური გამგებელი იყო, ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმის, თეიმურაზ I–ს ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი. მაგრამ, სულ რამდენიმე თვეში, მისივე ბრძანებით, ბაგრატი დააბრმავეს და ტახტიდან გადააყენეს, თვითონ დარეჯანი კი ვახტანგ ბაგრატიონს, ზედწოდებით ჭუჭუნიაშვილს მისთხოვდა. ვახტანგი მეფედ გამოაცხადეს.

ბაგრატის მომხრეებმა დახმარებისთვის ახალციხის ფაშას, ასლანს მიმართეს, რომელსაც დადიან–გურიელიც მიემხრნენ და იმერეთში ჯარით შემოვიდნენ; დარეჯანი, ვახტანგი და ქეთევანი შეიპყრეს. ვახტანგს თვალები დასთხარეს და ახალციხეში წაიყვანეს, იქიდან კი ოლთისში გაამგზავრეს.

ბაგრატ IV-ის მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფეოდალურ შინაომების გაღრმავებას, გაძლიერდა იმერელ ფეოდალთა და გურია-სამეგრელოს მთავართა თვითნებობა, გახშირდა „ტყვის სყიდვა“. ბაგრატ IV-ს სამჯერ ჩამოართვეს მეფობა. მეფობის პერიოდშიც მას ფაქტობრივად მხოლოდ სამეფო დომენი ემორჩილებოდა. სახლთუხუცესმა სეხნია ჩხეიძემ ქუთაისის ციხე ორჯერ (1666, 1668) გადასცა ოამალებს. ბაგრატ IV-მ შეძლო მისი დაბრუნება, მაგრამ 1674 იძულებული გახდა თვითონ გადაეცა ის ოსმალებისათვის.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩხატარაიშვილი ქ., ქსე, ტ. 2, გვ. 129, თბ., 1977
წინამორბედი:
როსტომი
იმერეთის მეფე
1660 - 1681
შემდეგი:
როსტომი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე