იოდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოდი / Iodum (I) I-TableImage.png
ელემენტის რიგითი ნომერი 53
მარტივი ნივთიერების გამოსახულება
Iod kristall.jpg
მბზინავი მუქი-რუხი ფერის არალითონი. აიროვან მდგომარეობაში — იისფერი
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
126,90447 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 136 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 1 008,3 (10,45) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Kr] 4d10 5s2 5p5
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 133 პმ
იონური რადიუსი (+7e) 50 (-1e) 220 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
2,66
ელექტროდული პოტენციალი 0
ჟანგვის ხარისხი 7, 5, 3, 1, 0, −1
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 4,93 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 54,44[1] /(·მოლი)
თბოგამტარობა (0,45) ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 113,5
დნობის სითბო 15,52 (I—I) კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 184,35
აორთქლების სითბო 41,95 (I—I) კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 25,7 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა ორთორომბული
მესრის პერიოდი Å
შეფარდება n/
დებაის ტემპერატურა


იოდის ატომის სქემა
I 53
126,90447
[Kr] 4d10 5s2 5p4
იოდი

იოდი[2] (ტრივიალური (საერთოდმიღებული) სახელწოდება — იოდი[3]; მოდის ძვ. ბერძნ. ἰώδης — «იისფერი)» — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მე-17 ჯგუფის (ძველი სისტემით VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის) ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერია 53. აღინიშნება სიმბოლოთი I (ლათ. Iodum). ქიმიურად აქტიური არალითონი, მიეკუთვნება ჰალოგენების ჯგუფს.

სახელწოდება და აღნიშვნა[რედაქტირება]

ელემენტის სახელწოდება შემოთავაზებულ იქნა გეი-ლუსაკის მიერ და მოდის ძვ. ბერძნ. ἰώδης, ιώο-ειδης (უშუალოდ «იისფერი»), რაც დაკავშირებულია ორთქლის ფერზე, რომელსაც აკვირდებოდა ფრანგი ქიმიკოსი ბერნარ კურტუა, ზღვის წყალმცენარეების ნაცრის მარილწყალის გახურებით კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში. მედიცინაში და ბიოლოგიაში მოცემულ ელემენტს და მარტივ ნივთიერებას ჩევეულებრივ უწოდებენ იოდს - Jod, მაგალითად «იოდის ხსნარი», ძველი დასახელების ვარიანტის შესაბამისად, რომელიც არსებობდა ქიმიურ ნომენკლატურაში მე-XX საუკუნის ნახევრამდის.

თანამედროვე ქიმიურ ნომენკლატურაში გამოიყენება იოდი - Iod. ასეთი მდგომარეობაა ბევრ ენაში რუსულში, გერმანულში დ.ა.შ. 1950 წელს საერთო და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის მიერ დასახელების შეცვლისთანავე შეცვლილი იქნა მისი აღნიშვნაც J შეიცვალა I.

ისტორია[რედაქტირება]

იოდი აღმოჩენილ იქნა 1811 წ. ბერნარდ კურტუას მიერ ზღვის წყალმცენარეებში, ხოლო 1815 წ. ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი მას განიხილავდა როგორც ქიმიურ ელემენტს[4].

ასევე არის ლეგენდა იმის შესახებ რომ იოდი "აღმოჩენილ" იქნა ბერნარდ კურტუას კატის მიერ, რომელმაც შემთხვევით გატეხა იატაკზე ბოთლები ზემოთ დასახელებული რეაგენტებით, შიგთავსი ერთმანეთში აირია, რის შემდეგაც დაიწყო იისფერი ორთქლის გამოყოფა.

ბუნებაში[რედაქტირება]

იოდი

იოდი საკმაოდ იშვიათი ელემენტია. მისი კლარკის რიცხვია 400 მგრ/ტ. მაგრამ იოდს აქვს ერთი თავისებურება - ის ბუნებაში მეტად გაბნეულია. თუმცა ის არაა მეტად გავრცელებული ელემენტი, იოდი არის თითქმის ყველგან. იოდიდების სახით არის ზღვის წყალში (20 — 30 მგრ ტონა წყალში). არის ცოცხალ ორგანიზმებში, ყველაზე მეტია წყალმცენარეებში (5 კგ - 1 ტონა გამხმარ ზღვის კომბოსტოში (ლამინარია)). ასევე ცნობილია ბუნებაში თავისუფალი სახით, როგორც მინერალი, მაგრამ ასეთი შემთხვევები ერთეულებია - ვეზუვის თერმული წყალროები და კუნძ. ვულკანოზე (იტალია). ბუნებრივი იოდიდების მარაგი შეფასებულია 15 მლნ ტ., რომლის მარაგის 99 % მდებარეობს ჩილეში და იაპონიაში. ახლა ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, მაგალითად, ჩილეს Atacama Minerals აწარმოებს 720 ტ-მდე იოდს წელიწადში. იოდის მინერალებში ყველაზე ცნობილია — ლაუტარიტი Ca(IO3)2. იოდის ზოგი მინერალი — იოდობრომიტი Ag(Br, Cl, I), ემბოლიტი Ag(Cl, Br), მაიერსიტი CuI·4AgI.

ნედლეულს იოდის სამრეწველო მიღებისათვის ნავთობიან ქვეყნებში წარმოადგენს ნავთობის ჭაბურღილის წყლები, ეს როდესაც სხვა ნავთობის არ მქონე ქვეყნებში ნედლეულად წყალმცენარეები გამოიყენება, ასევე ჩილეს (ნატრიუმიანი) სელიტრის ხსნარებისაგან[5].

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება]

იოდის ორთქლი.

ბუნებრივი იოდი შედგება მხოლოდ ერთი იზოტოპისაგან — იოდ-127. გარე ელექტრონული შრის კონფიგურაციაა 5s2p5. ნაერთებში ავლენს შემდეგ ჟანგვის ხარისხს −1, 0, +1, +3, +5 და +7 (ვალენტობა I, III, V და VII).

იოდის ნეიტრალური ატომის რადიუსი ტოლია 0,136 ნმ, იონური რაიუსები I, I5+ და I7+-თვის ტოლია, შესაბამისად, 0,206; 0,058-0,109; 0,056-0,067 ნმ. იოდის ნეიტრალური ატომის თანმიმდევრული იონიზაციის ენერგია ტოლია, შესაბამისად: 10,45; 19,10; 33 ევ. პოლინგის სკალით იოდის ელექტროუარყოფითობა ტოლია 2,66, იოდი მიეკუთვნება არალითონებს.

იოდი ჩვეულებრივ პირობებში - მყარი მოშაო-რუხი ფერის ნივთიერებაა ლითონური ბზინვარებით და სპეციფიკური სუნით. მის ორთქლს აქვს დამახასიათებელი იისფერი, ისეთივე, როგორც ორგანული არაპოლარული გამხსნელების ხსნარებს, მაგალითად ბენზოლში — რომელიც განსხვავდება პოლარული სპირტის ხსნარებისაგან. იოდი ოთახის ტემპერატურაზე წარმოადგენს მუქი-იისფერ კრისტალებს მცირედი ბზინვარებით. ატმოსფერული წნევის პირობებში გახურებისას ის სუბლიმირდება, და გარდაიქმნება იისფერ ორთქლად; გაცივებისას ორთქლი კრისტალიზირდება, თხევად მდგომრეობაში გადასვლის გარეშე. ამით პრაქტიკულად სარგრებლობენ იოდის გაწმენდისას არააქროლადი მინარევებისაგან.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება]

იოდი მიეკუთვნება ჰალოგენები ჯგუფს.

წარმოქმნის რიგ მჟავეებს: იოდწყალბადმჟავას (HI), ქვეიოდოვანი მჟავა (HIO), იოდოვანმჟავა (HIO2), ქვეიოდმჟავა (HIO3) და იოდმჟავა (HIO4).

ქიმიურად იოდი საკმაოდ აქტიურია, თუმცა უფრო ნაკლებად ვიდრე ქლორი და ბრონი.

Hg + I2 = HgI2
I2 + H2 = 2HI
I2 + H2S = S + 2HI
  • იოდი წყალში გახსნისას ნაწილობრივ რეაგირებს მასთან:
I2 + H2OHI + HIO,     pKc=15.99

იზოტოპები[რედაქტირება]

ცნობილია 37 იოდის იზოტოპი მასური რიცხვით 108-დან 144-მდე. მათ შორის მხოლოდ 127I წარმოადგენს სტაბილურს, დანარჩენი იზოტოპების ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 103 მკწმ-დან 1,57×107 წლამდე[6]; ზოგი იზოტოპი გამოიყენება თერაპიულ და დიაგნოსტიკური მიზნებით.

რადიოაქტიური ნუკლიდი 131I იშლება β-ნაწილაკების გამოსხივებით (სავარაუდოდ ყველაზე მაქსიმალური ენერგიით — 0,248, 0,334 და 0,606 მევ), ასევე γ-კვანტების გამოსხივების ენერგიით 0,08 - 0,723 მევ[7].

იოდის იზოტოპების მახასიათებლები[8]
მასური
რიცხვი
შემცველობა
ბუნებრივ ნარევებში,
%
გამოსხივების
სახეობა
ნახევარდაშლის
პერიოდი
118  — ~10 წთ
119  — β+ 18 წთ
120  — ე.მ. 1,1 სთ
121  — β+; γ 1,5 სთ
122  — β+ 3,5 წთ
123  — ე.მ.; γ 13 სთ
124  — ე.მ.; β+; γ 4,5 დღე
125  — ე.მ.; γ 60 დღე
126  — ე.მ.; β+; β-; γ 13 დღე
127 100
128  — ე.მ.; β-; γ 25 წთ
129  — β-; γ 1,72×107 წ.
130  — β-; γ 12,5 სთ
131  — β-; γ 8,05 დღე
132  — β-; γ 2,26 სთ
133  — β-; γ 20,8 სთ
134  — β-; γ 53 წთ
135  — β-; γ 6,7 სთ
136  — β-; γ 1,5 წთ
137  — β-; n 19,3 წმ
138  — β- 5,9 წმ
139  — β- 2,7 წმ

გამოყენება[რედაქტირება]

მედიცინაში[რედაქტირება]

იოდის 5 %-იანი სპირტის ხსნარი

იოდის 5-პროცენტიანი სპირტის ხსნარი გამოიყენება დაზიანებული (გახლეჩილი, გაჭრილი ან სხვა სახის დაზიანება) კანის ირგვლივ დეზინფექციისათვის, მაგრამ არ შეიძლება მისი მიღება ორგანიზმში იოდის ნაკლებობის დროს. იოდის შეერთების პროდუქტები კრახმალთან, სხვა მაღალმოლეკულარულ ნაერთებთან (ე.წ. «ლურჯი იოდი» — იოდინოლი, იოქსი, ბეტადინი და სხვა) წარმოადგენენ უფრო სუსტ ანტისეპტიკებს.

ალტერნატიულ (არაოფიციალურ) მედიცინაში მას ფართოდ უკეთებენ რეკლამას, თუმცა მისი გამოყენება ექიმის დანიშვნის გარეშე საფუძველს მოკლებულია.

როგორც ანტისეპტიკს მას უკვე გამოიყენებენ სულ უფრო იშვიათად, იოდის სპიერტის ხსნართან ერთად გამოიყენება ბრილიანტის მწვანე, ფუკორცინი, პიოქტანინი, წყალბადის ზეჟანგის ხსნარებს და სხვას.

კონტრასტული რენტგენოგრაფიაში და კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ფართოდ გამოიყენება იოდშემცველი კონტრასთული პრეპარატები.

ტექნიკაში[რედაქტირება]

შუქის წყაროები[რედაქტირება]

აკუმულატორების წარმოება[რედაქტირება]

ელექტრომობილების ლითიუმ-იოდის აკუმულატორებში იოდი გამოიყენება როგორც დადებითი ელექტროდის (მჟანგავის) კომპონენტი.

ლაზერული თერმობირთვული სინთეზი[რედაქტირება]

ზოგიერთი იოდორგანული ნაერთი გამოიყენება იოდის აღგზნებული ატომების ზეძლიერი გაზის ლაზერების წარმოებაში.

რადიოელექტრონული მრეწველობა[რედაქტირება]

ბოლო წლებში იოდზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილებამ, თხევადკრისტალური დისპლეების წარმოებასთან ერთად.

იოდის მოხმარების დინამიკა[რედაქტირება]

იოდის მსოფლიო მოხმარება 2005 წელს შეადგინა 25,5 ათასი ტონა.

ბიოლოგიური როლი[რედაქტირება]

იოდი მიეკუთვნება მიკროელემენტებს და ყველა ცოცხალ ორგანიზმშია. მისი შემცველობა მცენარეებში დამოკიდებულია მისი ნაერთების არსებობაზე წყალსა და ნიადაგში. ზოგიერთი ზღვის წყალმცენარეები (ზღვის კომბოსტო, ანუ ლამინარია, ფუკუსი და სხვა) აგროვებენ 1 %-მდე იოდს. იოდი შედის ღრუბელის ჩონჩხის ცილებში და ზღვის ჭიებში.

იოდი და ფარისებრი ჯირკვალი[რედაქტირება]

ცხოველებში და ადამიანში იოდი შედის ჰორმონის შემადგენლობაში, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი — ტიროქსინი და ტრიიოდტირონინი, რომლებიც მრავალმხრივ ზემოქმედებენ ორგანიზმის ზრდაზე, განვითარებაზე და ნივთიერებათა ცვლაზე.

ადამიანს ორგანიზმში (სხეულის წონა 70 კგ) აქვს 12-20 მგრ იოდი. ადამიანის იოდის დღეღამური მოხმარება განისაზღვრება წლოვანებით, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და სხეულის წონაზე. ნორმალური კომპლექტაციის შუა ხნის ადამიანი იოდის დღეღამური დოზა შეადგენს 0,15 მგრ.[9]

იოდის არ არსებობა ან მისი უკმარისობა რაციონში (რაც ტიპიურია ზოგიერთი ადგილმდებარეობისათვის) იწვევს დაავადებებს (ენდემური ჩიყვი, კრეტინიზმი, ჰიპოტირეოზი). ამის გამო იმ ადგილებში სადაც იოდის ბუნებრივი დეფიციტია სუფრის მარილში პროფილაქტიკური მიზნით ამატებენ კალიუმის იოდიდს, ნატრიუმის იოდიდს ან კალიუმის იოდატს (იოდირებული მარილი).

იოდის უკმარისობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას. ასევე იოდის მცირედი უკმარისობისას შეიმჩნევა დაღლილობა, თავის ტკივილი, ხასიათის დაკარგვით, ბუნებრივ სიზარმაცე, ნერვოზულობა და გაღიზიანება; სუსტდება მეხსიერება და ინტელექტი. დროთა განმავლობაში ჩნდება არითმია, იწევს მაღლა არტერიალური წნევა, სისხლში ეცემა გემოგლობინი.

ტოქსიკურობა[რედაქტირება]

Skull and crossbones.svg

იოდი ძლიერი საწამლავია. სასიკვდილო დოზა 3 г. იწვევს თირკმლების, გულ-სიხლძარღვთა სისტემის დაზიანებას. იოდის ორთქლის ჩასუნთქვისას ჩნდება თავის ტკივილები, ხველება, სურდო, შეიძლება იქნეს ფილტვების შეშუპება. თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას ჩნდება ცრემლდენა, თვალის ტკივილი და სიწითლე. შიგნით მოხვედრისას ჩნდება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, ღებინება, ფაღარათი, ენაზე მუქი საფარი, გულის ტკივილები და პულსის აჩქარება. ერთი დღის შემდეგ შარდში ჩნდება სისხლი. 2 დღის შემდეგ ჩნდება თირკმლების უკმარისობა და მიოკარდიტი. მკურნალობის გარეშე მოწამლვა შეიძლება ლეტალური შედეგით დამთავრდეს[10].

იოდის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია წყალში არის 0,125 მგრ/დმ³, ჰაერში 1 მგ/მ³.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. რედკოლ.:კნუნიანცი (მთ. რედ.) ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად. — მოსკოვი: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1990. — ტომი: 2. — გვ. 671. — 100 000 ეგზ.
  2. ტერმინის ასეთი სახელწოდება დაფიქსირებულია ქიმიური ნომენკლატურა, БСЭ და БРЭ.
  3. ასეთი ჩაწერა დაფიქსირებულია ნორმატიულ რუსული ენის ლექსიკონებში — «რუსული ენის ორფოგრაფიულ ლექსიკონში» ბ. ზ. ბუკჩინა, ი. კ. საზანოვა, ლ. კ. ჩელცოვა (6 გამოცემა, 2010; ISBN 978-5-462-00736-1) და «რუს. ენის გრამატტიკული ლექსიკონი» ზალიზნიაკი (6 გამოცემა, 2009; ISBN 978-5-462-00766-8).
  4. თარგი:ВТ-ЭСБЕ
  5. http://chls.web-box.ru/novosti/pochemu-roshal-protiv-joda
  6. თარგი:Справочник:Nubase2003
  7. WWW Table of Radioactive Isotopes. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-03-27.
  8. ქიმიკოსის ცნობარი / რედკოლ.: ნიკოლსკი ბ.პ. და სხვები.. — მე-2., გასწ. — მ.-ლ.: ქიმია, 1966. — ტომი: 1.
  9. იოდის დეფიციტი და იოდოდეფიციტური დაავადებები
  10. მავნე ქიმიური ნივთიერებები. V-VIII ჯგუფის ელემენტების არაორგანული ნაერთები / რედკოლ. ფილოვი ვლ. — მ.: ქიმია. — 33000 ეგზ. — ISBN 5-7245-0264-X
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იოდი&oldid=2742263“-დან