იზოტოპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარცხენა ქვემო კუთხეში, ნეონი 20 და 22.

იზოტოპები ეწოდებათ ერთი და იგივე ელემენტის ატომთა სახესხვაობებს, რომელთაც აქვთ პროტონების ერთნაირი რიცხვი ატომბირთვში და ელექტრონული გარსის ერთნაირი აღნაგობა, მაგრამ განსხვავდებიან ნეიტრონების რიცხვით, ე.ი. მასური რიცხვით.

დახასიათება[რედაქტირება]

იზოტოპები ხასიათდებაინ ორი სიდიდით: მასური რიცხვით და ატომური ნომრით; მაგალითად, ქლორის ბუნებრივი იზოტოპებია 3517Cl da 3717Cl. მხოლოდ წყალბადის იზოტოპებს აქვთ საკუთარი სახელწოდებები და სიმბოლოები: პროთიუმი - 11H, დეიტერიუმი - D (21H ), ტრითიუმი T (31H ). მასებს შორის დიდი განსხვავების გამო ამ იზოტოპების თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ქიმიური ელემენტების უმეტესობა სხვადასხვა იზოტოპების ნარევს წარმოადგენს. თუ ელემენტი მხოლოდ რადიოაქტიური იზოტოპებისაგან შედგება, მას რადიოაქტიური ელემენტი ეწოდება. ასეთებია, ტექნეციუმი (z=43), პრომეთიუმი ( z=61) და z=84-107. იზოტოპის მასის გასათვლელად უნდა შეჯამდეს მის შედგენილობაში შემავალი პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონების მასები. მას ფარდობით იზოტოპურ მასას უწოდებენ და იგი უგანზომილებო სიდიდეა. ქიმიური ელემენტის ფადობითი ატომური მასა იზოტოპური შემცველობის გათვალისწინებით გამოთვლილი ფარდობითი იზოტოპური მასების საშუალო სიდიდეა. იგი გამოითვლება თითოეული იზოტოპის ფადობითი იზოტოპური მასის იზოტოპურ შემცველობაზე ნამრავლთა შეჯამებით. მაგალითად: Ar (Cl)=34.97 0.7553+36.95 0. 2447=35.45, სადაც 34.97 და 36.95 არის Ar (Cl)-ის და 37Cl -ის ფარდობითი იზოტოპური მასები, ხოლო 0.7553 და 0.2447, შესაბამისად, მათი შემცველობა ( მასური წილი).

იზობარა[რედაქტირება]

ატომებს, რომელთაც აქვთ ერთნაირი მასური რიცხვები, მაგრამ პროტონებისა და ნეიტრონების განსხვავებული რაოდენობა, იზობარები ეწოდებათ. მაგალითად, 4018Ar , 4019K და 4020Ca.

იზოტონი[რედაქტირება]

ატომებს, რომელთაც ბირთვში აქვთ ნეიტრონების ერთნაირი რაოდენობა, მაგრამ განსხვავდებიან პროტონების რიცხვით ( ე.ი. ბირთვის მუხტით ), იზოტონები ეწოდებათ. მაგალითად: 13654Xe, 13856Ba, 13957La ( ნეიტრონების რაოდენობა სამივე ატომის ბირთვში 82-ის ტოლია).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]