ჰოლმიუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰოლმიუმი / Holmium (Ho) Ho-TableImage.png
ელემენტის რიგითი ნომერი 67
მარტივი ნივთიერების გამოსახულება
Holmium2.jpg
შედარებით რბილი პრიალა, ჭედადი მოვერცხლისფრო ფერის ლითონი, მიეკუთვნება იშვიათმიწა ელემენტებს
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
164,93032 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 179 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 574,0 (5,95) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f11 6s2
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 158 პმ
იონური რადიუსი (+3e) 89,4 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
1,23
ელექტროდული პოტენციალი Ho←Ho3+ -2,33
ჟანგვის ხარისხი 3
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 8,795 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 27,15[1] /(·მოლი)
თბოგამტარობა (16,2) ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 1 747
დნობის სითბო კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 2 968
აორთქლების სითბო 301 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 18,7 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა ჰექსაგონალური
მესრის პერიოდი 3,577 Å
შეფარდება 1,570n/
დებაის ტემპერატურა



ჰოლმიუმის ატომის სქემა


Ho 67
164,93032
[Xe] 4f11 6s2
ჰოლმიუმი

ჰოლმიუმი — ლანთანოიდების ჯგუფის ქიმიური ელემენტია, რომლის ატომური ნომერია 67, აღინიშნება სიმბოლოთი Ho.

ისტორია[რედაქტირება]

1879 წელს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა და ფიზიკოსმა ჯ. ლ. სორემ "ერბიუმის მიწის" სპექტრალური ანალიზის მეთოდით აღმოაჩინა ახალი ელემენტი.

სახელწოდების წარმომავლობა[რედაქტირება]

ელემენტს სახელწოდება მისცა შვედმა ქიმიკოსმა პ. ტ. კლევემ სტოკჰოლმის პატივსაცემად (მისი ძველი ლათინური სახელწოდება Holmia), ის მინერალი საიდანაც კლევემ გამოჰყო 1879 წელს ახალი ელემენტის ოქსიდი, ნაპოვნი იყო შვედეთის დედაქალაქთან ახლოს.

ბუნებაში[რედაქტირება]

დედამიწის ქერქში ჰოლმიუმის შემცველობა მასის მიხედვით არის 1,3×10−4 %, ზღვის წყალში 2,2×10−7 %. სხვა იშვიათმიწა ლითონებთან ერთად შეიცავს მინერალები მონაციტი, ბასტენეზიტი, ევქსენიტი, აპატიტი და გადოლინიტი.

კოსმოსურ ობიექტებს შორის ჰომიუმის ანომალურად მაღალი შემცველობით გამოირჩევა პშიბილსკის ვარსკვლავი.

საბადოები[რედაქტირება]

ჰოლმიუმი შედის ლანთანოიდების შემადგენლობაში, რომლებიც გვხვდება აშშ, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სკანდინავიაში.

მიღება[რედაქტირება]

მიიღებენ ჰოლმიუმის ფტორიდის HoF3-ის აღდგენით კალციუმით.

ღირებულება[რედაქტირება]

99-99,99 % სიწმინდის ჰოლმიუმის ოქსიდის ფასები 2006 წელს შეადგინა 120—191 დოლარი 1 კგ.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება]

ჰოლმიუმი ნელა იჟანგება ჰაერზე, Ho2O3-ის წარმოქმნით. ურთიერთქმედებს მჟავეებთან (HF-ის გარდა), და წარმოქმნის მარილებს Ho3+. გახურებისას რეაგირებს ქლორთან, ბრომთან, აზოტთან, და წყალბადთან. მდგრადია ფტორის ზემოქმედების მიმართ.

გამოყენება[რედაქტირება]

ჰოლმიუმი მონოიზოტოპური ელემენტია (ჰოლმიუმ-165).

ზეძლიერი მაგნიტური ველების მიღება[რედაქტირება]

ზეწმინდა ჰოლმიუმი გამოიყენება ზეგამტარი მაგნიტების პოლუსის ბუნიკების დასამზადებლად ზემძლავრი მაგნიტური ველების მიღებისათვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე ჰოლმიუმ-ერბიუმის შენადნობი.

იზოტოპები[რედაქტირება]

ჰომიუმის რადიოაქტიური იზოტოპი — ჰოლმიუმ-166 გამოიყენება ანალიტიკურ ქიმიაში როგორც რადიოაქტიური ინდიკატორი.

მეტალურგია[რედაქტირება]

ჰოლმიუმის დამატება ალუმინის შენადნობებში მკვეთრად ამცირებს მათში აირების შემცველობას.

ლაზერული მასალები[რედაქტირება]

ჰოლმიუმის იონები გამოიყენება ლაზერული გამოსხივების გენერაციისათვის სპექტრის ინფრაწითელ სეგმენტში, ტალღების სიგრძე — 2,05 მკ.

თერმოელექტრული მასალები[რედაქტირება]

ჰოლმიუმის მონოტელურიდის თერმო-ე.მ.ძ შეადგენს 40 მკვ/К.

ბირთვული ენერგეტიკა[რედაქტირება]

ჰოლმიუმის ბორატი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. რედკოლ.:კნუნიანცი (მთ. რედ.) ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად. — მოსკოვი: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1988. — ტომი: 1. — გვ. 623. — 100 000 ეგზ.