ნეპტუნიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეპტუნიუმი
93Np
[237]
5f4 6d1 7s2
ნეპტუნიუმი, 93Np
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ვერცხლისებრი ბზინვარების რბილი ლითონი
მასური რიცხვი 237
ნეპტუნიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Pm

Np

(Uqs)
ურანინეპტუნიუმიპლუტონიუმი
ატომური ნომერი (Z) 93
პერიოდი 7 პერიოდი
ბლოკი f-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Rn] 5f4 6d1 7s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 22, 9, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
639±3 °C ​(912±3 K, ​​1182±5 °F)
დუღილის
ტემპერატურა
4174 °C ​(4447 K, ​​7545 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 20.45 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 5.19 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 336 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 29.46 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 2194 2437
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი +2, +3, +4, +5, +6, +7
ელექტროდული პოტენციალი Np←Np4+ −1.30
Np←Np3+ −1.79
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.36
იონიზაციის ენერგია
  • 1: 604.5 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 155 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 190±1 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
(+4e) 95 (+3e) 110 პმ
მოლური მოცულობა 21.1 სმ3/მოლი

ნეპტუნიუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება დაშლის შედეგად
მესრის სტრუქტურა ორთორომბული
მესრის პერიოდი 4.887 Å
თერმული გაფართოება 6.3 µმ/(მ·K) (25 °C)
ხვედრითი თბოტევადობა 29.62 /(K·მოლ)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
CAS ნომერი 7439-99-8
ისტორია
სახელწოდება მომდინარეობს პლანეტა „ნეპტუნის“ სახელის მიხედვით
აღმომჩენია ე. მაკმილანი და ფ. ეიბლსონი (1940)
ნეპტუნიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
235Np სინთ 396.1 დღ-ღ α 231Pa
ε 235U
236Np სინთ 1.54×105 წ ε 236U
β 236Pu
α 232Pa
237Np კვალი 2.144×106 წ α 233Pa
239Np კვალი 2.356 დღ-ღ β 239Pu

ნეპტუნიუმი[1][2] (ლათ. Neptunium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 93. tდნ — 639±3 °C, tდუღ — 4174 °C, სიმკვრივე — 20.45 გ/სმ3. ვერცხლისებრი ბზინვარების რბილი ლითონი. 1940 წელს აღმოაჩინეს ამერიკელმა მეცნიერებმა ე. მაკმილანმა და ფ. ეიბლსონმა. 1973 წლისათვის მიღებული იყო ნეპტუნიუმის 15 იზოტოპი. ყველაზე მდგრადია (T1/2=2.144×106 წ). ნეპტუნიუმი ქიმიური თვისებებით ემსგავსება ურანსა და პლუტონიუმს. ნაერთებში მისი ჟანგვის ხარისხი+2-დან +7-მდეა. ხსნარებში წარმოქმნის , , (ყველაზე მდგრადი), და იონებს. ნეპტუნიუმი ბუნებაში აღმოჩენილია უმნიშვნელო რაოდენობით. ღებულობენ ხელოვნურად. ნეპტუნიუმს (განსაკუთრებით β-რადიოაქტიურ იზოტოპს ) ძირითადად იყენებენ სამედიცინო კვლევისათვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატომის ბირთვის დაშლის თეორიის მიღებამდე, რომელმაც დაასაბუთა სინთეზირებული ხოლო მოგვიანებით რეალურად ასეთი ელემენტის არსებობა, სამჯერ იქნა განცხადებული 93-ე ელემენტის აღმოჩენა რომელიც აღმოჩნდა შეცდომა: აუსონიუმი (Ausonium) იტალიაში (ენრიკო ფერმი) და ბოჰემიუმი (Bohemium) ჩეხოსლოვაკიაში 1934 წ. და სექვანიუმი (Sequanium) რუმინეთში 1939 წ.

ნეპტუნიუმი პირველად მიღებულ იქნა ედვინ მატისონ მაკმილანის და ფილიპ ჰაუგე აბელსონის მიერ 1940 წელს.

სინთეზის რეაქცია: 238U(n,γ)239U(β)239Np.

სახელწოდების წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპტუნიუმის სახელი მოდის პლანეტა ნეპტუნის სახელწოდებიდან.

ბუნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპტუნიუმის ბუნებრივ წყაროებს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ააქვს. ნეპტუნიუმს მიიღებენ ურანის დიდი ხნით დასხივების პროდუქტებიდან ბირთვულ რეაქტორებში როგორც პლუტონიუმის მიღების თანაური პროდუქტი.

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპტუნიუმს იღებენ ნეპტუნიუმის ფტორიდის აღდგენით ბარიუმის ორთქლით 1600 К ტემპერატურაზე:

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელემენტარული ნეპტუნიუმი — ჭედადი, შედარებით რბილი ლითონია მოვერცხლისფრო ბზინვარებით.

ნაერთებში ავლენს +2-დან +7-მდე ჟანგვის ხარისხს. ხსნარებში ნეპტუნიუმი წარმოქმნის იონებს Np3+, Np4+, NpO2+, NpO22+ და NpO53−.

ნეპტუნიუმის იონებს აქვთ მიდრეკილებაჰიდროლიზისაკენ და კომპლექსწარმოქმნისკენ.

იზოტოპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპტუნიუმის ზოგიერთი იზოტოპის რადიოაქტიური თვისებები:

მასური რიცხვი ნახევარდაშლის პერიოდი დაშლის ტიპი
231 50 წთ. α
232 13 წთ. ელექტრ. მიტაცება
233 35 წთ α (1 %), ელექტრონ. მიტაცებაт (99 %)
234 4,4 დღე α (1 %), ელექტრონ. მიტაცება (99 %)
235 410 დღე β+ (1 %), ელექტრონ. მიტაცება (99 %)
236 5000 წელი α
237 2,20×106 წელი α
238 2,1 დღე β
239 2,33 დღე β
240 7,3 წთ. β
241 16 წთ. β

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოიყენება პლუტონიუმის მისაღებად.

ფიზიოლოგიური ქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოაქტიური დაშლისას ნეპტუნიუმი უშვებს მაღალენერგეტიკულ α-ნაწილაკებს და საშუალო ენერგიის β-ნაწილაკებს. ნეპტუნიუმის ფიზიოლოგიური ქმედება დამოკიდებულია მის ვალენტურ მდგომარეობაზე და ორგანიზმში მოხვედრის გზაზე. ნეპტუნიუმის 60—80 % გროვდება ძვლებში, ხოლო ნეპტუნიუმის ორგანიზმიდან რადიობიოლოგიური ნახევრადგამოყვანის პერიოდი შეადგენს 200 წელს. ეს იწვევს ძვლოვანი ქსოვილის სერიოზულ რადიაციულ დაზიანებას.

ნეპტუნიუმის რადიოაქტიურობა უფრო დაბალია ვიდრე პლუტონიუმისა, ნაკლები კუთრი აქტივობის გამო.

ორგანიზმში ნეპტუნიუმის იზოტოპების ზღვრული დასაშვები რაოდენობაა: 237Np — 0,06 მკკიური (100 მკგ), 238Np, 239Np — 25 მკკიური (10−4 მკგ).

237Np-სათვის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია სამუშაო შენობების ჰაერში არის 2,6×10−3 ბკ/მ³.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]