გამა-გამოსხივება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამა-გამოსხივება, γ-გამოსხივება, მოკლეტალღიანი ელექტრომაგნიტური გამოსხივება. გამა-გამოსხივებას მეტად მცირე ტალღის სიგრძე (λ≤10−8 სმ) და ამის გამო მკვეთრად გამოსახული კორპუსკულური თვისებები აქვს.

გამა-გამოსხივება წარმოიქმნება რადიოაქტიურო ბირთვებისა და ელემენტარული ნაწილაკების დაშლისას, ნაწილაკ-ანტინაწილაკის წყვილის ანიჰილაციისას, აგრეთვე სწრაფი დამუხტული ნაწილაკების გავლისას ნივთიერებაში.

რადიოაქტიური ბირთვების დაშლის დროს გამა-გამოსხივება მიიღება ბირთვის აგზნებული დონიდან ძირითად ან დაბალ აგზნებულ დონეზე გადასვლისას ენერგიის ისეთ არეში, სადაც ბირთვიდან ნუკლონების გამოტყორცნა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში γ - კვარნტის გამოსხივება ბირთვის A მასური რიცხვის და Z ატომური ნომრის შეუცვლელად ხდება. გამა-გამოსხივების ენერგეტიკული სპექტრი ხაზოვანია ბირთვის დონეთა დისკრეტულობის გამო. ზოგიერთი ელემენტარული ნაწილაკის დაშლისას გამოსხივდება დიდი ენერგიის γ-კვანტები.

γ-გამოსხივების ურთიერთქმედება მატერიასთან[რედაქტირება]

γ-ნაწილაკის შეღწევადობა მატერიაში, ენერგიის კლება e-ფუნქციის მაგვარია

რადგანაც ფოტონები (ამ შემთხვევაში საუბარია γ-ნაწილაკებზე) მუხტს არ ატარებენ, ამიტომ ისინი მატერიაში შეღწევისას ცოტათი ნაკლებად ურთიერთქმედებენ ატომებთან და მათ ელექტრონებთან შესაბამისათ მათ გააჩნიათ დიდი შეღწევადობა ვიდრე α-ს ან β-ნაწილაკს (იგულისხმება α ან β გამოსხივება). პატარა ენერგიებისას გამა გამოსხივების გამჭოლუნარიანობა არის მატერიაზე დამოკიდებული (დაახ.: Eγ < 0.2 მეგაელეკტრონულივოლტი). სწორედ გამა კვანტის ენერგია განსაზღვრავს დომინირებად ურთიერთქმედებით პროცესს როგორებიცაა: