ზღვის კომბოსტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზღვის კომბოსტო, ლამინარიას გვარის ზღვის წაბლა წყალმცენარეების სარეწაო სახელი. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივი და ზომიერად ცივი ზღვების ყველაზე გავრცელებული წყალმცენარეებია. ქმნიან შალდამებს, რომელთა ბიომასა 1 მ2-ზე 5-10 კგ-ზე მეტია. განსაკუთრებით ფასობს Laminaria japonica, რომელიც იზრდება წყნარი ოკეანის აზიის სანაპიროზე; რუსეთში — იაპონიის ზღვაში, სახალინისა და კურილის კუნძულების სამხრეთ სანაპიროსთან. იყენებენ საჭმელად, აგრეთვე იოდის, მანიტის და სხვ. მისაღებად. მედიცინაში იყენებენ Laminaria saccharina-ს საფაღარათო საშუალებად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 550, თბ., 1979