პორტალი:ქიმია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nuvola apps kalzium.svg
Nuvola apps edu science.svg


ქიმიის     პორტალი



Chemicals in flasks.jpg

ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვისნახშირბადი. ორგანული ნივთიერებები ეწოდება ნახშირბადის შემცველ ნაერთებს, ხოლო არაორგანული — სხვა დანარჩენებს. ამის შესაბამისად გვაქვს ქიმიის ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია.


რედაქტირება რჩეული სტატია


Goldenwiki.png
Ag,47.jpg

ვერცხლიქიმიური ელემენტი სიმბოლოთი Ag (ტრადიციული ლათინური სიტყვის argentum შემოკლება). რბილ თეთრ მბზინვარე გარდამავალ ლითონს უმაღლესი ელექტრო და თერმული გამტარობა ახასიათებს ლითონთა შორის და გვხვდება როგორც მინერალებში, ისე თავისუფალი ფორმითაც. ვერცხლს იყენებენ მონეტებში, სამკაულებში, ჭურჭელში, ფოტოგრაფიასა და სარკეებში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებში.

ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში ეგვიპტეში, სპარსეთში, ჩინეთში. სასაქოლნო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვერცხლი ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვერცხლის თვისებებმა – ერთგვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვერცხლი მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში, ვერცხლი, როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ადრეულ საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ; XVI ს-დან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვერცხლის მოპოვების გაფართოების გამო ვერცხლი ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად იქცა.

კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეპოქაში თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობდა ვერცხლის მონომეტალიზმი და ბიმეტალიზმი. ოქროს მსოფლიო მოპოვების ზრდამ დააჩქარა მიმოქცევიდან გაუფასურებული ვერცხლის გამოდევნა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოქროს ვალუტით ვერცხლის ვალუტის გამოდევნა XX ს-ის დასაწყისისათვის დამთავრდა. მეორე მსოფლიო ომამდე მოპოვებული ვერცხლის 75%-ს მონეტების მოსაჭრელად იყენებდნენ, 1971 წლისათვის ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა

(სრულად...)


რედაქტირება რჩეული გამოსახულება


ალმასის სტრუქტურა
ალმასის სტრუქტურა


Vant Hoff.jpg

დაიბადნენ


გარდაიცვალნენ

რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება ქიმიის საერთო ცნებები და ტერმინები


TautropfenSpider1.JPG
აირები • არაორგანული ნივთიერება • ატომი • ბირთვი • ბმული • ვალენტობა • იონი • კოლოიდები • ლითონები • მარილები • მოლეკულა • მჟავები • ნეიტრონი • ორგანული ნივთიერება • პოლიმერი • პროტონი • ჟანგბადი • რეაქცია • სითხე • ფუძეები • ქიმიური ელემენტი • ქიმიური ნაერთი • ქიმიური ფორმულა • წყალი • ხსნარები
რედაქტირება ქართველი ქიმიკოსები


VarlamGvaladze.jpg
რედაქტირება მეცნიერებათაშორისი დისციპლინები
რედაქტირება გამოჩენილი ქიმიკოსები
რედაქტირება ქიმიის დარგები
რედაქტირება რჩეული ბიოგრაფია


რობერტ ბოილი

რობერტ ბოილი (Robert Boyle; დ. 25 იანვარი. 1627, ლიზმორი, ირლანდია - გ. 31 დეკემბერი, 1691, ლონდონი), ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი. 1665 მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. ლონდონის სამეფო საზოგადოების თანადამფუძნებელი.

წიგნში „ქიმიკოს-სკეპტიკოსი“ (გამოიცა 1661 ანონიმურად) ბოილი ამტკიცებდა, რომ ქიმია უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ მეცნიერებად. იგი უარყოფდა მოძღვრებას ოთხი სტიქიის (ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა) შესახებ. ილაშქრებდა პარაცელსის 3 საწყისის (გოგირდი, ვერცხლისწყალი, მარილი) წინააღმდეგ, რომლებისგანაც თითქმის ყველა ბუნებრივი სხეული შედგებოდა. ბოილი ელემენტებად თვლიდა მარტივ სხეულებს, რომელთა მიღება სხვა სხეულიდან შეუძლებელი იყო.

ბოილი ექსპერიმენტულ კვლევაში ფართოდ იყენებდა თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს. დამოუკიდებლად მიიღო ფოსფორი და აღწერა მისი თვისებები. მან ჩამოაყალიბა ქიმიური ელემენტების პირველი მეცნიერული განმარტება, შემოიტანა ქიმიაში ექსპერიმენტული მეთოდი. საფუძველი ჩაუყარა ქიმიური ანალიზის სველ მეთოდს. (...სრულად)


რედაქტირება ახალი სტატია


თუ თქვენ შექმენით ახალი სტატია ქიმიის შესახებ, გთხოვთ დაამატოთ ამ ჩამონათვალს დასაწყისში