დნობის კუთრი სითბო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დნობის კუთრი სითბო (ასევე: დნობის ენტალპია; ასევე არსებობს თანაბარი ცნება კრისტალიზაციის კუთრი სითბო) — სითბოს ის რაოდენობაა, რომელიც საჭიროა მიეწოდოს კრისტალური ნივთიერების წონის ერთ ერთეულს გაწონასწორებულ იზობარულ-იზოთერმულ პროცესში, რათა გადაყვანილ იქნას მყარი კრისტალური მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაზე (სითბოს იგივე რაოდენობა გამოყოფა ნივთიერების კრისტალიზაცის დროსაც).

დნობის სითბო — I ტიპის ფაზური გადასვლის სითბოს კერძო შემთხვევაა.

განასხვავებენ დნობის კუთრ სითბოს (/კგ) და მოლურს (/მოლი).

დნობის კუთრი სითბო აღინიშნება ასო ~\lambda (ბერძნული ლამბდა) დნობის კუთრი სითბოს გამოსათვლელი ფორმულაა: \lambda=\frac{Q}{m}, სადაც ~\lambda — დნობის კუთრი სითბოა, ~Q — სითბოს რაოდენობა, მიღებული ნივთიერების მიერ დნობისას (ან გამოყოფილი კრასტალიზაციისას), ~m — გასადნობი (კრისტალიზებად) ნივთიერების წონა.

იხ.ასევე: ენტალპია

ნივთიერება დნობის კუთრი სითბო (კჯ/კგ)
ალუმინი 390
რკინა 277
ოქრო 66,2
ყინული 335
სპილენძი 213
ნაფტალინი 151
კალა 60,7
პლატინა 101
ვერცხლისწყალი 12
ტყვია 25
ვერცხლი 105
თუთია 102
თუჯი (თეთრი) 14
თუჯი (ნაცრისფერი) 100

[რედაქტირება] წყაროები

  • ფიზიკის მოკლე ცნობარი. ენოხოვიჩი, ფ. 114}}
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე