კადმიუმი
| კადმიუმი / Cadmium (Cd) |
|
|---|---|
| ელემენტის რიგითი ნომერი | 48 |
| მარტივი ნივთიერების გამოსახულება | გარდამავალი, მოვერცხლისფრო რუხი, რბილი, ჭედადი ლითონი |
| ატომის თვისებები | |
| ატომური მასა (მოლური მასა) |
112,411 მ. ა. ე. (გ/მოლი) |
| ატომის რადიუსი | 154 პმ |
| იონიზაციის ენერგია (პირველი ელექტრონი) |
1): 867,2 (8,99) 2): 3): კჯ/მოლი (ევ) |
| ელექტრონული კონფიგურაცია | [Kr] 4d10 5s2 |
| ქიმიური თვისებები | |
| კოვალენტური რადიუსი | 148 პმ |
| იონური რადიუსი | (+2e) 97 პმ |
| ელექტროუარყოფითობა (პოლინგის თანახმად) |
1,69 |
| ელექტროდული პოტენციალი | −0,403 |
| ჟანგვის ხარისხი | 2 |
| მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები | |
| ნივთიერების სიმკვრივე | 8,65 გ/სმ³ |
| ხვედრითი თბოტევადობა | 26,0[1] ჯ/(კ·მოლი) |
| თბოგამტარობა | 96,9 ვტ/(მ·კ) |
| დნობის ტემპერატურა | 594,1 კ |
| დნობის სითბო | 6,11 კჯ/მოლი |
| დუღილის ტემპერატურა | 1 038 კ |
| აორთქლების სითბო | 59,1 კჯ/მოლი |
| მოლური მოცულობა | 13,1 სმ³/მოლი |
| მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი | |
| მესრის სტრუქტურა | ჰექსაგონალური |
| მესრის პერიოდი | Å |
| შეფარდება | 1,886n/ |
| დებაის ტემპერატურა | 209 კ |
| Cd | 48 |
| 112,411 | |
| [Kr] 4d10 5s2 | |
| კადმიუმი | |
კადმიუმი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მეორე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერია 48. აღინიშნება სიმბოლოთი Cd (ლათ. Cadmium). მარტივი ნივთიერება კადმიუმი (CAS-ნომერია: 7440-43-9) ნორმალურ პირობებში — რბილი ჭედადი წელვადი გარდამავალი ლითონია, აქვს მოვერცხლისფრო-თეთრი რუხი ფერი. მშრალ ჰაერზე მდგრადია, ტენიან ჰაერზე მასზე ჩნდება კადმიუმის ოქსიდის თხელი ფენა, რომელიც ხელს უშლის მის შემდგომ ჟანგვას.
სექციების სია |
[რედაქტირება] აღმოჩენის ისტორია
აღმოჩენილია გერმანელი პროფესორის ფრიდრიხ შტომეიერის მიერ 1817 წ. მაგდებურგის პროვიზორებმა თუთიის ოქსიდის ZnO შესწავლისას იეჭვიანეს მასში დარიშხანის მინარევის არსებობა. შტრომეიერმა გამოჰყო ZnO-საგან მუქი-ყავისფერი ოქსიდი, წყალბადით აღადგინა ის და მიიღო მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონი, რომელმაც მიიღო სახელწოდება - კადმიუმი.
[რედაქტირება] სახელწოდების წარმომავლობა
შტრომაიერმა კადმიუმი დაარქვა მადნის ბერძნული სახელწოდების მიხედვით, საიდანაც გერმანიაში მოიპოვებდნენ თუთიას, — καδμεία. თავის მხრივ, მადანმა სახელწოდება მიიღო კადმის ძველბერძნული მითოლოგიის გმირის საპატივცემლოდ.
[რედაქტირება] ბუნებაში
კადმიუმის საშუალო შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს 130 მგრ/ტ, ზღვის წყალში 0,11 მკგ/ლ. კადმიუმი მიეკუთვნება იშვიათ, გაბნეულ ელემენტებს: მას ბევრი მინერალი შეიცავს იზომორფული მინარევის სახით და ყოველთვის იმყოფება თუთიის მადნებში. ცნობილია მხოლოდ კადმიუმის 6 მინერალი. კადმიუმის ძალიან იშვიათ მინერალებს წარმოადგენენ გრინოკიტი CdS (77,8% Cd), ჰოულიიტიт, ოტავიტი CdCO3, მონტემპონიტი CdO (87,5% Cd), კადმოსელიტი CdSe (47% Cd), ქსანტოხროიტი CdS(H2O)х (77,2% Cd). კადმიუმის ძირითადი მასა გაბნეულია ბევრ მინერალებში (50-ზე მეტი), უპირატესად თუთიის, ტყვიის, სპილენძის, რკინის, მანგანუმის და ვერცხლისწყლის სულფიდებში. კადმიუმის მაქსიმალური კონცეტრაცია შეინიშნება თუთიის მინერალებში და პირველ რიგში სფალერიტში (5%-მდე). უმეტეს შემთხვევაში კი კადმიუმის შემცველობა სფალერიტში არ აღემატება 0,4 – 0,6%. სხვა სულფიდებში, მაგალითად, სტანინში კადმიუმი არის მიახლოებით 0,003 – 0,2%, გალენიტში 0,005 – 0,02%, ჰალკოპირიტში 0,006 – 0,12%; ამ სულფიდებიდან კადმიუმს ჩვეულებრივ არ გამოყოფენ.
კადმიუმი არ წარმოქმნის დამოუკიდებელ საბადოებს, და შედის სხვა ლითონების საბადოების შემადგენლობაში. კადმიუმის შემცველობა შედარებით მაღალია საშუალოტემპერატურულ ტყვია-თუთიის საბადოებში და ნაწილობრივ სპილენძ-კოლჩედანის საბადოებში .
[რედაქტირება] მიღება
ერთადერთი მინერალი, რომელიც საინტერესოა კადმიუმის მისაღებად არის - გრინოკიტი, ეგრეთ წოდებული "კადმიუმის მატყუარა». მას მოიპოვებენ სფალერიტთან ერთად თუთიის მადნების გადამუშავებისას. გადამუშავებისას კადმიუმი გროვდება პროცესის თანაურ პროდუქტებში, საიდანაც შემდეგ მას გამოჰყოფენ. ეხლა წელიწადში ხდება 10³ ტონაზე მეტი კადმიუმის წარმოება.
[რედაქტირება] ფიზიკური თვისებები
კადმიუმი — მოვერცხლისფრო-თეთრი რბილი ლითონია რომელსაც ჰექსაგონალური კრისტალური მესერი აქვს. თუკი კადმიუმის ჯოხს მოვღუნავთ, მაშინ გავიგებთ გაბზარვის ხმას - ეს ლითონის მიკროკრისტალები ეხახუნებიან ერთმანეთს (ასევე ხმაურობს კალას ჯოხიც).
[რედაქტირება] ქიმიური თვისებები
კადმიუმი პერიოდულ სისტემაში იმავე ჯგუფშია სადაც, თუთია და ვერცხლისწყალი, და უჭირავს შუალედური ადგილი მათ შორის, ამიტომაც ამ ელემენტების ზოგი ქიმიური თვისებები მსგავსია. ამ ელემენტების სულფიდები და ოქსიდები წყალში პრაქტიკულად უხსნადია. კადმიუმი ნახშირბადთან არ ურთიერთქმედებს და არ წარმოქმნის კარბიდებს[2].
[რედაქტირება] გამოყენება
[რედაქტირება] შენადნობები
კადმიუმი გამოიყენება როგორც მაგარი სარჩილავების კომპონენტი (შენადნობები ვერცხლის, სპილენძის და თუთიის საფუძველზე) მათი დნობის ტემპერათურის დასაწევად. წარმოებული კადმიუმის მიახლოებით 10 % არის — საიუველირო შენადნობის და ადვილადლღვობადი შენადნობების კომპონენტი. კადმიუმისა და ოქროს შენადნობს აქვს მომწვანო ფერი[3][4].
[რედაქტირება] დამცავი საფარები
წარმოებული კადმიუმის 40 % გამოიყენება ლითონებზე ანტიკოროზიული საფარის დასატანებლად.
[რედაქტირება] დენის ქიმიური წყაროები
კადმიუმის მიახლოებით 20 % მიდის კადმიუმიანი ელექტროდების დასამზადებლად, რომლებიც გამოიყენება აკუმულატორებში (ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორი და ვერცხლი-კადმიუმის აკუმულატორი), ვესტონის ნორმალურ ელემენტებში, სარეზერვო ბატერეებში (ტყვია-კადმიუმის ელემენტი, ვერცხლისწყალი-კადმიუმის ელემენტი) და სხვა.
[რედაქტირება] პიგმენტები
კადმიუმის მიახლოებით 20 % გამოიყენება არაორგანულ საღებავ ნივთიერებებში (სულფიდები და სელენიდები, არეული მარილები, მაგალითად, კადმიუმის სულფიდი — ლიმონის კადმიუმი).
[რედაქტირება] მედიცინა
- ზოგჯერ კადმიუმი გამოიყენება ექსპერიმენტარულ მედიცინაში.
კადმიუმი გამოიყენება ჰომეოპატიურ მედიცინაში.
- ბოლო წლებში კადმიუმს გამოიყენებენ ახალი სიმსივნის საწინააღმდეგო ნანო-მედიკამენტების წარმოებაში სსრკ-ში 1950--ან წლებში ჩატარებული იქნა პირველი წარმატებული ექსპერიმენტები, რომელიც დაკავშირებული იყო სიმსივნის საწნააღმდეგო მედიკამენტების შემუშავებასთან, კადმიუმის ნაერთების საფუძველზე.
[რედაქტირება] ღირებულება
კადმიუმზე ფასი 2011 წელს შეადგინა მიახლოებით 3$ - 1 კგ.
[რედაქტირება] გამოყენების სხვა სფეროები
- კადმიუმის სულფიდი გამოიყენება აპკურ მზის ბატარეებში რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტია მიახლოებით 10—16 %, ასევე როგორც ძალიან კარგი თერმოელექტრული მასალა.
- კადმიუმი გამოიყენება როგორც ნახევარგამტარი მასალების და ლუმინოფორების კომპონენტი.
- კადმიუმი ძალიან კარგად იტაცებს სითბურ ნეიტრონებს და გამოიყენებენ ატომური რეაქტორების რეგულირებადი ღერძის დასამზადებლად ასევე როგორც ნეიტრონებისაგან დასაცავად. ზოგჯერ ეს თვისებები გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის ექსპერიმენტალურ მოდელებში Neutron Capture Therapy
- კადმიუმის ფტორობორატი — მნიშვნელოვანი ფლუსია, გამოიყენება ალუმინისა და სხვა ლითონების რჩილვის დროს.
- კადმიუმის თბოგამტარობა აბსოლუტურ ნულთან ყველა ლითონს შორის ყველაზე მაღალია, ამიტომაც კადმიუმს ზოგჯერ გამოიყენებენ კრიოგენული ტექნიკისათვის.
[რედაქტირება] ფიზიოლოგიური ქმედება
კადმიუმის ნაერთები საწამლავია. განსაკუთრებულად საშიშია მისი ოქსიდის ორთქლის შესუნთქვა (CdO)[5]. ჰაერის შესუნთქვა 1 წთ-ის განმავლობაში რომელიც შეიცავს კადმიუმის ოქსიდს 2,5 გრ/მ3, ან 30 წმ-ის განმავლობაში სადაც კონცენტრაციაა 5 გრ/მ3 წარმოადგენს მომაკვდინებელს. [6] კადმიუმი წარმოადგენს კანცეროგენს[7].
პირველადი დახმარება მწვავე კადმიუმით მოწამვლისას არის სუფთა ჰაერი, სრული სიმშვიდე, გაცივების თავიდან აცილება. სასუნთქი გზების გაღიზიანებისას — თბილი რძე სოდით, ინგალაცია 2 %-იანი NaHCO3-ის სხნარით. ძლიერი ხველებისას — კოდეინი, დიონინი, მდოგვის საფენები მკერდზე, საჭიროა ექიმის დახმარება. კადმიუმის მარილებით მოწამვლისას მის ანტიდოტს წარმოადგენს ალბუმინი ნატრიუმის კარბონატთან. [6]
[რედაქტირება] მწვავე ტოქსიკურობა
კადმიუმის და ყველა მისი ნაერთის ორთქლი ტოქსიკურია, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, მის თვისებასთან დააკავშიროს გოგირდშემცველი ფერმენტები და ამინომჟავები.
კადმიუმის მარილებით მწვავე მოწამვლის სიმტომებია — ღებინება და კრუნჩხვები.
[რედაქტირება] ქრონიკული ტოქსიკურობა
კადმიუმი — კუმულატიური საწამლავია (აქვს თვისება ორგანიზმში დაგროვებისა).
[რედაქტირება] სანიტარულ-ეკოლოგიური ნორმატივები
სასმელ წყალში კადმიუმის ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა 0,001 მგრ/დმ³ (СанПиН 2.1.4.1074-01).
[რედაქტირება] ტოქსიკური ზემოქმედების მექანიზმი
კადმიუმის ტოქსიკური ზემოქმედების მექანიზმი ალბათ მდგომარეობს, კარბოქსილების, ამინების და განსაკუთრებულად ცილების მოლეკულების სულფჰიდრიდული ჯგუფების შეკავშირებასთან, რის შედეგად ქვეითდება ფერმენტული სისტემების აქტივობა[6]. კადმიუმის ხსნადი ნაერთები სისხლში მოხვედრის შემდეგ აავადდება ცენტრალური ნერვიული სისტემა, ღვიძლი და თირკმლები, ირღვევა ფოსფორ-კალციუმის მიმოცვლა. ქრონიკული მოწამლვა იწვევს ანემიას და ძვლების დაშლას.
კადმიუმი ნორმალური, მცირე რაოდენობით არის ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. კადმიუმი ადვილად გროვდება მზარდ უჯრედებში (მაგალითად სიმსივნის ან სასქესო). ის უკავშირდება უჯრედების ციტოპლაზმატურ და ბირთვულ მასალას და აზიანებს მას. ის ცვლის ჰორმონებისა და ფერმენტების აქტიურობას. ეს განპირობებულია მისი თვისებით დააკავშიროს სულფჰიდრილური (-SH) ჯგუფები.
[რედაქტირება] იზოტოპები
კადმიუმის არსებული რვა ბუნებრივი იზოტოპიდან ექვსი სტაბილურია, ორ იზოტოპზე აღმოჩენილია რადიოაქტიურობა. ესენია 113Cd (იზოთოპური გავრცობადობა 12,22 %, ბეტა-დაშლა ნახევარდაშლის პერიოდით 7,7×1015 წელი) და 116Cd (იზოთოპური გავრცობადობა 7,49 %, ორმაგი ბეტა-დაშლა ნახევარდაშლის პერიოდით 3,0×1019 წელი).
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ბმულები
- კადმიუმი chemistry.ge-ზე
- კადმიუმი Webelements-ზე
- კადმიუმი ქიმიური ელემენტების პოპულარულ ბიბლიოთეკაში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ რედკოლ.:ზეფიროვი (მთ. რედ.) ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად. — მოსკოვი: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1990. — ტომი: 2. — გვ. 671. — 50 000 ეგზ. — ISBN 5—85270—039—8
- ↑ კადმიუმის ქიმია. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-05-16.
- ↑ ოქრო - რომელი ფერია მოდაში
- ↑ საიუველირო საქმე» ძვირფასი ლითონების შენადნობები
- ↑ კადმიუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-05-16.
- ↑ 6.0 6.1 6.2 კადმიუმისა და მისი ნაერთების ტოქსიკურობა :: შრომის დაცვა მეტალურგიაში
- ↑ McDonald‘s იბრუნებს 12 მლნ. ჭიქას კადმიუმის მინარევის გამო. ინტერფაქსი (4 ივნისი 2010). წაკითხვის თარიღი: 2010-06-04.
| პერიოდული ცხრილი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| H | He | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| Li | Be | B | C | N | O | F | Ne | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| Na | Mg | Al | Si | P | S | Cl | Ar | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| K | Ca | Sc | Ti | V | Cr | Mn | Fe | Co | Ni | Cu | Zn | Ga | Ge | As | Se | Br | Kr | ||||||||||||||||||||||||
| Rb | Sr | Y | Zr | Nb | Mo | Tc | Ru | Rh | Pd | Ag | Cd | In | Sn | Sb | Te | I | Xe | ||||||||||||||||||||||||
| Cs | Ba | La | Ce | Pr | Nd | Pm | Sm | Eu | Gd | Tb | Dy | Ho | Er | Tm | Yb | Lu | Hf | Ta | W | Re | Os | Ir | Pt | Au | Hg | Tl | Pb | Bi | Po | At | Rn | ||||||||||
| Fr | Ra | Ac | Th | Pa | U | Np | Pu | Am | Cm | Bk | Cf | Es | Fm | Md | No | Lr | Rf | Db | Sg | Bh | Hs | Mt | Ds | Rg | Cn | Uut | Uuq | Uup | Uuh | Uus | Uuo | ||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

