გოგირდწყალბადი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოგირდწყალბადი
გოგირდწყალბადი: ქიმიური ფორმულა
გოგირდწყალბადი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდება წყალბადის სულფიდი
ქიმიური ფორმულა H2S
მოლური მასა 34.082 /მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა −82.30 °C
დუღილის ტემპერატურა −60.28 °C
კლასიფიკაცია
CAS 7783-06-4
უსაფრთხოება
NFPA 704 Hazard F.svg

Hazard TT.svg

Hazard N.svg

გოგირდწყალბადი — H2S გოგირდის ნაერთი წყალბადთან. უფერო აირი, აქვს ლაყე კვერცხის სუნი. წყალში კარგად იხსნება. მისი წყალხსნარი სუსტი მჟავაა. გოგირდწყალბადი ძლიერი აღმდგენელია. ძლიერი დამჟანგველები გოგირდწყალბადს გოგირდმჟავად ჟანგავენ. ჰაერზე ნელა იჟანგება, გაცხელებისას იწვის და იძლევა გოგირდოვან აირს და წყალს. ბუნებაში მოიპოვება ვულკანურ აირებში, გოგირდოვან მინერალურ წყლებში (მაგალითად თბილისში). წარმოიქმნება ცილოვან ნივთიერებათა დაშლის დროს. მიიღება 200-400°C-ზე გოგირდისა და წყალბადის ურთიერთქმედებისას, სულფიდებზე განზავებული მჟავას მოქმედებით და სხვა. გოგირდწყალბადი ნერვულ სისტემაზე მოქმედი საწამლავია. წარმოებაში მისი ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ჰაერში არის 0,01 მგ/ლ.

ლიტერატურა[რედაქტირება]