ტანტალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანტალი (Tantalum), Ta - ელემენტი; ატომური ნომერი - 73, ატომური მასა 180,948, დნობის ტემპერატურა - 2996 °C, დუღილისა - 5300 °C.სიმკვრივე 16600 კგ/მ³. გვხვდება მდგრადი 181Ta (99,99%) და რადიოაქტიური 180Ta (0,01%, T½=10¹² წ) იზოტოპების სახით. ხელოვნურად მიღებულია ტანტალის რადიოაქტიური იზოტოპი.

ისტორია[რედაქტირება]

ტანტალი აღმოაჩინა 1802 წელს შვედმა ქიმიკოსმა ა. ეკებერგმა (სახელწოდება შეარქვეს ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირის, ტანტალოსის სახელის მიხედვით) დედამიწის ქერქში ტანტალის საშუალო შემცველობა მასის მიხედვით 2,5 · 10-4%-ია.