იტერბიუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტერბიუმი / Ytterbium (Yb) Yb-TableImage.png
ელემენტის რიგითი ნომერი 70
მარტივი ნივთიერების გამოსახულება
Ytterbium 1-croprotated.jpg
ჭედადი, ბლანტი, პრიალა მოვერცხლისფრო ფერის ლითონი, მიეკუთვნება იშვიათმიწა ელემენტებს
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
173,04 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 194 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 603,0 (6,25) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f14 6s2
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 170 პმ
იონური რადიუსი (+3e) 85.8 (+2e) 93 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
1,1
ელექტროდული პოტენციალი Yb←Yb3+ -2,22 ვ
Yb←Yb2+ -2,8
ჟანგვის ხარისხი 3, 2
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 6,9654 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 26,7[1] /(·მოლი)
თბოგამტარობა (34,9) ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 1 097
დნობის სითბო 3,35 კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 1 466
აორთქლების სითბო 159 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 24,8 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა კუბური წახნაგცენტრირებული
მესრის პერიოდი 5,490 Å
შეფარდება n/
დებაის ტემპერატურა


იტერბიუმის ატომის სქემა
Yb 70
173,04
[Xe] 4f14 6s2
იტერბიუმი

იტერბიუმიდიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის მეასამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერით 70. აღინიშნება სიმბოლოთი Yb (ლათ. Ytterbium). მიეკუთვნება იშვიათმიწა ელემენტებს (იტერიუმის ქვეჯგუფს).

მარტივი ნივთიერება იტერბიუმი (CAS-ნომერი: 7440-64-4) — მოვერცხლისფრო მოთეთრო-რუხი ფერის ლითონია. რსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციით: α-Yb სპილენძის ტიპის კუბური მესერით და β-Yb α-Fe ტიპის კუბურ წახნაგცენტრირებული მესერით, გადასვლის ტემპერატურა α↔β 792 °C.

სახელწოდების წარმომავლობა[რედაქტირება]

კიდევ სამ ელემენტთან (ტერბიუმის, იტრიუმის, ერბიუმის) ერთად მიიღო სახელწოდება სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ რესარიოზე არსებული სოფლის იტერბიუს პატივსაცემად, სადაც ნაპოვნი იქნა მინერალი საიდანაც იქნა აღმოჩენილი ეს ელემენტი.

ბუნებაში[რედაქტირება]

დედამიწის ქერქში მისი კლარკია (ტეილორის მიხედვით) 0,33 გრ/ტ, ოკეანის წყალში მისი შემცველობა 2×10−6[2].

მიღება[რედაქტირება]

იტერბიუმის მიღების ძირითადი მეთოდებია იტერბიუმის(III) ოქსიდის აღდგენა ვაკუუმში ნახშირბადთან ან ლანთანთან ერთად, ასევე ქლორიდის YbCl3 განალღვობის ელექტროლიზით.

ღირებულება[რედაქტირება]

99-99,9 %-იანი სიწმინდის ლითონური იტერბიუმის ფასი 2006 წელს შეადგენდა 260—420 დოლარს 1 კგ-ზე.

გამოყენება[რედაქტირება]

ლაზერული მასალები[რედაქტირება]

იტერბიუმის იონები გამოიყენებიან ლაზერული გამოსხივების გენერაციისათვის გამოსხივების ტალღის სიგრძით 1,06÷1,07 მკმ, ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში, და იტერბიუმის ოქსიდის სახით გამოიყენება მძლავრი ბოჭკოვანი ლაზერის წარმოებაში. ჰოლმიუმის იონებით ლეგირებული ბარიუმის ფტორიდი-იტერბიუმის ფტორიდის მონოკრისტალური შენადნობი, გამოიყენება როგორც ძლიერი და ტექნოლოგიური ლაზერული მასალა.

თერმოელექტრული მასალები[რედაქტირება]

იტერბიუმის მონოტელურიდი წარმოადგენს პერსპექტიულ თერმოელექტრულ მასალას (თერმო-ე.მ.ძ. 680 მკვ/К).

მაგნიტური მასალები[რედაქტირება]

იტერბიუმის საფუძველზე იწარმოება სხვადასხვაგვარი მაგნიტური შენადნობები.

ბირთვული ენერგეტიკა[რედაქტირება]

იტერბიუმის ბორატი ნახულობს გამოყენებას ატომურ ტექნიკაში (სპეციალური მინანქარი და მინა).

ელექტრონიკა[რედაქტირება]

იტერბიუმის ოქსიდი გამოიყენება როგორც დიელექტრიკი სილიციუმის ტრანზისტორის წარმოებაში.

სპეციალური ბირთვული კვლევები[რედაქტირება]

ატომურ რეაქტორში იტერბიუმის ნეიტრონებით დასხივებისას ნაწილობრივ გარდაიქმნება იზომერში ჰაფნიუმ-178 — 178m2Hf. არსებობს წინადადება ამ იზომერის როგორც ენერგიის აკუმულატორის გამოყენებისა, თუმცა ეს პროექტი მხოლოდ კვლევის სტადიაშია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. რედკოლ.:კნუნიანცი (მთ. რედ.) ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად. — მოსკოვი: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1990. — ტომი: 2. — გვ. 671.
  2. J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965