პოლარული ნივთიერებები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყლის მოლეკულის დიპოლური მომენტის მიზეზი

პოლარული ნივთიერება ქიმიაში — არის ნივთიერება, რომელთა მოლეკულებს გააჩნიათ ელექტრონული დიპოლური მომენტი. პოლარული ნივთიერებებისთვის, პოლარულ ნივთიერებებთან შედარებით, დამახასიათებელია მაღალი ფარდობითი დიელექტრიკული შეღწევადობა (თხევად ფაზაში 10-ზე მეტი), მაღალი დუღილის ტემპერატურა და დნობის ტემპერატურა.

დიპოლური მომენტი ჩვეულებრივ წარმოიქმნება მოლეკულის შემადგენელი ატომების სხვადასხვა ელექტროუარყოფითობით, რის გამოც მოლეკულაში ქიმიური კავშირი იძენენ ქიმიური კავშირის პოლარულობას. მაგრამ, დიპოლური მომენტის შესაძენად საჭიროა არა მარტო კავშირის პოლარულობა, არამედ შესაბამისად მათი სივრცეში განლაგება. მოლეკულები რომლებსაც აქვთ მეთანის ან ნახშირორჟანგის მოლეკულების მსგავსი ფორმა, წარმოადგენენ არაპოლარულს.

პოლარული გამხსნელები ყველაზე უფრო ხსნიან პოლარულ ნივთიერებებს, ასევე გააჩნიათ იონების სოლვატაციის უნარი. პოლარული გამხსნელების მაგალითებია წყალი, სპირტები, და სხვა ნივთიერებები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]