კატა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: კატა
ლათინური სახელი
Felis
სახეობა

კატა (Felis), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად პატარა (ტყის, ველის კატა) ან საშუალო და მოზრდილი (ფოცხვერი, პუმა) ცხოველებია. აქვთ ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. კატა აერთიანებს 29 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4. იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, ზოგჯერ თავს ესხმიან ირემსაც. ერთგვარ ზიანს აყენებენ სანადირო მეურნეობას და მესაქონლეობას. სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 430, თბ., 1980
მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90"-დან
პირადი ხელსაწყოები