ირიდიუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირიდიუმი / Iridium (Ir)Ir-TableImage.png
ელემენტის რიგითი ნომერი 77
მარტივი ნივთიერების გამოსახულება
Iridium-2.jpg
მოვერცხლისფრო ლითონი
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
192,22 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 136 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 868,1 (9,00) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f14 5d7 6s2
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 127 პმ
იონური რადიუსი (+4e) 68 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
2,20
ელექტროდული პოტენციალი Ir←Ir3+ 1,00
ჟანგვის ხარისხი 6, 4, 3, 2, 1, 0, −1
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 22.65±0.01[1], 22,65[2] /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 25,1[3] /(·მოლი)
თბოგამტარობა 147 ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 2447
დნობის სითბო 26,0 კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 4380
აორთქლების სითბო 610 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 8,54 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა კუბური წახნაგცენტრირებული
მესრის პერიოდი 3,840 Å
შეფარდება n/
დებაის ტემპერატურა 430,00


ირიდიუმის ატომის სქემა
Ir 77
192,22
[Xe] 4f14 5d7 6s2
ირიდიუმი

ირიდიუმი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია 77, და აღინიშნება სიმბოლოთი Ir (ლათ. Iridium). ირიდიუმი - ძალიან მაგარი, ძნელადდნობადი, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის გარდამავალი ლითონია პლატინის ჯგუფიდან, რომელსაც აქვს მაღალი სიმკვრივე და ამ პარამეტრით შეედრება მხოლოდ ოსმიუმს ( Os და Ir სიმკვრივე პრაქტიკულად ტოლია გამოთვლითი ცდომილების გათვალისწინებით)[4]. აქვს მაღალი კოროზია მედეგობა 2000 °C-ზეც კი.

ისტორია[რედაქტირება]

ირიდიუმი აღმოჩენილ იქნა 1803 წელს ინგლისელი ქიმიკოსის სმიტსონ ტენანტის მიერ ოსმიუმთან ერთად[5], რომლებიც როგორც მინარევები იყვნენ ბუნებრივ პლატინაში, რომელიც ჩამოტანილია იყო სამხრეთ ამერიკიდან. სახელწოდება (ძვ. ბერძნ. ἶρις — ცისარტყელა) მიიღო მისი მარილების სხვადასხვა შეფერილობის გამო.

ბუნებაში[რედაქტირება]

ირიდიუმის შემცველობა დედამიწის ქერქში ძალიან უმნიშვნელოა (მასის 10−7 %). ის გვხვდება უფრო იშვიათად ვიდრე ოქრო და პლატინა. გვხვდება როდიუმთან, რენიუმთან და რუთენიუმთან ერთად. მიეკუთვნება ყველაზე ნაკლებად გავრცელებულ ელემენტებს. ირიდიუმი შედარებით ხშირად გვხვდება მეტეორიტებში. არა არის გამორიცხული, რომ პლანეტაზე ლითონის რეალური შემცველობა გაცილებით მეტი იყოს: მის მაღალ სიმკვრივეს და რკინასთან ძლიერ მსგავსებას (სიდეროფილურობა) შეიძლება გამოეწვია ირიდიუმის არევა დედამიწის სიღრმეში, პლანეტის ბირთვში,გადანადნობიდან მისი ფორმირების პროცესში .

ირიდიუმი შედის ისეთი მინერალების შემადგენლობაში როგორიცაა, ნევიანსკიტი, სისერტსკიტი და აუროსმირიდი.

საბადოები[რედაქტირება]

ოსმიუმიანი ირიდიუმის ძირეული საბადოები მდებარეობენ ძირითადად პერიტიტოვური სერპენტინიტების მდებარეობის რაიონებში (სარ, კანადაში, აშშ, ახალ გვინეაში)[6].

მიღება[რედაქტირება]

ირიდიუმის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს — სპილენძ-ნიკელის წარმოების ანოდური დანალექი წიდა. პლატინის ჯგუფის ლითონების კონცენტრატებიდან გამოყოფენ Au, Pd, Pt და სხვას, ნარჩენები, რომელიც შეიცავს Ru, Os და ირიდიუმს, შეადნობენ KNO3 და КОН-თან, შენადნობს გამოატუტებენ წყლით, ხსნარს ჟანგავენ O2, აცილებენ OsO4 და RuO4, ხოლო ნალექს, რომელიც შეიცავს ირიდიუმს, შეადნობენ Na2O2 და NaOH, შენადნობს ამუშავებენ სამეფო წყალით და NH4Cl ხსნარითსადაც ირიდიუმი ილექება როგორც კომპლექსური შენაერთი (NH4)2[IrCl6], რომელსაც შემდეგ ახურებენ (ავარვარებენ), ლითონ - ირიდიუმის მიღებამდე. პერსპექტიულია ირიდიუმის გამოყოფა ექსტრაქციის მეთოდით. ირიდიუმის გამოყოფისათვის არაკეთილშობილი ლითონებისაგან პერსპექტიულია იონური ცვლის გამოყენება. ოსმიუმიანი ირიდიუმის ჯგუფის მინერალებიდან ირიდიუმის გამოყოფისათვის მინერალებს შეადნობენ ბარიუმის ოქსიდთან, ამუშავებენ ქლორწყალბადით და სამეფო წყალით, აცილებენ OsO4 და ლექავენ ირიდიუმს (NH4)2[IrCl6]-ის სახით.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება]

მძიმე მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი, საკუთარი სიმაგრის გამო ძნელად ხდება მისი მექანიკური დამუშავება. კრისტალური სტრუქტურა აქვს — კუბურ წახნაგცენტრირებული, პერიოდით а0=0,38387 ნმ; ელექტრული წინაღობა — 5,3×10−8ომ·მ (0 °C-ზე); სითბური გაფართოების კოეფიციენტია — 6,5×10−6 გრად; ნორმალური დრეკადობის მოდულია — 52,029×106 კგ/მმ²; სიმკვრივე — 22,65 გრ/სმ³.

სტაბილურს წარმოადგენენ იზოტოპები 191Ir და 193Ir. ნახევარდაშლის პერიოდია 192Ir — 74 დღე.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება]

ირიდიუმი მდგრადია ჰაერში ჩვეულებრივი ტემპერატურის პირობებში და გახურებისას, ფხვნილის გავარვარბისას ჟანგბადის ჭავლში 600—1000 °C-ზე ირიდიუმი ქმნის უმნიშვნელო რაოდენობით IrO2. 1200 °C-ზე ზევით ნაწილობრივ ორთქლდება IrO3 სახით. კომპაქტური ირიდიუმი 100 °C-მდე არ რეაგირებს ყველა ცნობილ მჟავასთან და მათ ნარევებთან. ახლადდალექილი შავი ირიდიუმი ნაწილობრივ იხსნება სამეფო წყალში Ir(III)-სა და Ir(IV) წარმოქმნით. ირიდიუმის ფხვნილი შეიძლება გაიხსნას ქლორირებით ტუტე ლითონების ქლორიდების თანდასწრებით 600-900 °C-ზე ან Na2O2 ან BaO2-თან შედნობით შემდეგ მჟავეებში გახსნით. ირიდიუმი ურთიერთქმედებს F2 400—450 °C-ზე, ხოლო Cl2-თან და S-თან რეაგირებს წითელი გავარვარების ტემპერატურაზე.

ორ ვალენტიანი ირიდიუმის ნაერთები[რედაქტირება]

  • IrCl2 — ბრჭყვიალა მუქი-მწვანე ფერის კრისტალები. ცუდად იხსნებიან მჟავეებში და ტუტეებში. გახურებისას 773 °C-მდე იშლება IrCl და ქლორად, ხოლო 798 °C-ის ზევით — იშლება შემადგენელ ელემენტებად. მიიღებენ ლითონური ირიდიუმის გახურებით ან IrCl3 ქლორის დენში 763 °C-ზე.
  • IrS — ბრჭყვიალა მუქი-ლურჯი მაგარი ნივთიერება. ნაკლებად იხსნება წყალში და მჟავეებში. იხსნება კალიუმის სულფიდში. მიიღებენ ლითონური ირიდიუმის გოგირდის ორთქლში გახურებით.

სამ ვალენტიანი ირიდიუმის ნაერთები[რედაქტირება]

  • Ir2O3 — მაგარი მუქი-ლურჯი ნივთიერება. ნაკლებად ხსნადია წყალში და ეთანოლში. იხსნება გოგირდმჟავაში. მიიღებენ ირიდიუმის სულფიდის (III) სუსტი გავარვარებით .
  • IrCl3 — ზეთის ხილის-მომწვანო ფერის აქროლადი ნაერთი. სიმკვრივეა — 5,30 გრ/სმ³. ნაკლებადხსნადია წყალში, ტუტეებში და მჟავეებში. 765 °C-ზე იშლება IrCl2-ად და ქლორად, გახურებისას 773 °C-მდე იშლება IrCl და ქლორად, ხოლო 798 °C-ზე ზევით — იშლება შემადგენელ ელემენტებად. მიიღებენ ქლორის მოქმედებით 600 °C-მდე გახურებულ ირიდიუმზე.
  • IrBr3 — ზეთის ხილის-მომწვანო ფერის კრისტალები. იხსნება წყალში, ნაკლებად იხსნება სპირტში. დეჰიდრატირებს 105—120 °C-მდე გახურებისას. ძლიერი გახურებისას იშლება ელემენტებად. მიიღებენ IrO2-სა და ბრომწყალბადმჟავის ურთიერთქმედებით.
  • Ir2S3 — მყარი ყავისფერი ნივთიერებაა. იშლება ელემენტებად 1050 °C-ზე ზევით გახურებისას. ნაკლებად იხსნება წყალში. იხსნება აზოტმჟავაში და კალიუმის სულფიდის ხსნარში. მიიღებენ ირიდიუმის(III) ქლორიდზე გოგირდწყალბადის ზემოქმედებით ან ფხვნილისმაგვარი ლითონური ირიდიუმის გახურებით გოგირდთან ერთად არაუმეტეს 1050 °C-ისა ვაკუუმში.

ოთხ ვალენტიანი ირიდიუმის ნაერთები[რედაქტირება]

  • IrO2 — შავი ტეტრაგონალური კრისტალები. სიმკვრივეა — 3,15 გრ/სმ³. ნაკლებადხსნადია წყალში, ეთანოლში და მჟავეებში. ღდგება ლითონამდე წყალბადით. გახურებისას თერმულად დისოციირებს ელემენტებამდე. მიიღებენ ფხვნილისმაგვარი ირიდიუმის გახურებით ჰაერზე ან ჟანგბადში 700 °C-ზე, IrO2*nН2О-ის გახურებით.
  • IrF4 — ყვითელი ზეთოვანი სითხე, რომელიც იშლება ჰაერზე და ჰიდროლიზდება წყლით. tпл 106 °C. მიიღებენ IrF6-ის გახურებით ირიდიუმის ფხვნილთან ერთად 150 °C-ზე.
  • IrCl4- ჰიგროსკოპული ყავისფერი მყარი ნივთიერება. იხსნება ცივ წყალში და იშლება თბილ წყალში. მიიღებენ ლითონური ირიდიუმის გახურებით (600—700 °C) ქლორთან ერთად მომატებული წნევის პირობებში.
  • IrBr4 — ჰაერზე დნობადი ლურჯი ნივთიერება. იხსნება ეთანოლში; წყალში (დაშლით), გახურებისას დისოცირდება ელემენტებად. მიიღებენ IrO2-ის ურთიერთქმედებით ბრომწყალბადმჟავასთან დაბალი ტემპერატურის პირობებში.
  • IrS2 — მყარი ყავისფერი ნივთიერება. ნაკლებადხსნადია წყალში. მიიღებენ ირიდიუმის (IV) მარილებში გოგირდწყალბადის გატარებით ან ლითონური ირიდიუმის გახურებით გოგირდთან ერთად ჰაერის გარეშე გარემოში ვაკუუმში.

ექვს ვალენტიანი ირიდიუმის ნაერთები[რედაქტირება]

  • IrF6 — ყვითელი ტეტრაგონალური კრისტალები. tდნ 44 °C, tდუღ 53 °C, სიმკვრივე — 6,0 გრ/სმ³. ლითონური ირიდიუმის ზემოქმედებით გარდაიქმნება IrF4-ად, ღდგება წყალბადით ლითონურ ირიდიუმის წარმოქმნამდე. მიიღებენ ირიდიუმის გახურებით ფტორის ატმოსფოროში ფლუორიტის მილაკში. ძალიან ძლიერი მჟანგავი, რომელსაც შეუძლია წყლის დაჟანგვაც კი:

2IrF6 + 10H2O = 2Ir(OH)4 + 12HF + O2, ან NO:
NO + IrF6 = NO+[IrF6]

  • IrS3 — რუხი, წყალში ნაკლებადხსნადი ფხვნილი. მიიღებენ ლითონური ირიდიუმის ფხვნილის გახურებით გოგირდთან ერთად ვაკუუმში. ანუ არ წარმოადგენს ექვს ვალენტიანი ირიდიუმის შენაერთს, რადგანაც აქვს S-S ბმა.
  • Ir(OH)4 (IrO2*2H2O) წარმოიქმნება ქლოროირიდატების (IV) ხსნარების ნეიტრალიზაციის დროს მჟანგავების თანდასწრებით. ნალექი Ir2O3*nН2О ილექება ტუტეებით ქლოროირიდატების (III) ნეიტრალიზაციის დროს და ადვილად იჟანგება ჰაერზე IrO2-მდე. პრაქტიკულად არ იხსნება წყალში.

გამოყენება[რედაქტირება]

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მისი ბირთვული იზომერი ირიდიუმ-192m2 (ნახევარდაშლის პერიოდი 241 წელი), როგორც ელექტროენერგიის წყარო.

მისი შენადნობი W და Th — არის თერმოელექტრული გენერატორების მასალა, Hf-თან — საწვავის ავზების მასალა კოსმოსურ აპარატებში, Rh-თან, Re-თან, W-თან — არის თერმოწყვილების მასალა, რომლებსაც იყენებენ 2000 °C-ზე ზევით, ხოლო La და Се-თან — თერმოემისიური კათოდების მასალა.

ირიდიუმი გამოიყენება ასევე საწერ კალმებში. ირიდიუმის მცირე ბურთულა შეიძლება ვნახოთ საწერ კალმების წვერში, განსაკუთრებულად კარგად ჩანს ოქროს კალმებში, სადაც ის ფერით განსხვავდება კალამისაგან.

ირიდიუმი პალეონტოლოგიაში და გეოლოგიაში წარმოადგენს ფენის ინდიკატორს, რომელიც ფორმირდა უცებვე მეტეორიტის ჩამოვარდნისთანავე.

ირიდიუმი, სპილენძთან და პლატინასთან ერთად გამოიყენება შიგა წვის ძრავის აალების სანთლებში როგორც ელექტროდების დასამზადებელი მასალა, ასეთ სანთლებს განსაკუთრებულად უხანგრძლივდება ვადა (100—160 ათ. კმ ავტომობილის გარბენი) და ამცირებს მოთხოვნებს აალების ძაბვასთან. თავდაპირველად გამოიყენებოდა ავიაციაში და სარბოლო ავტომანქანებში, შემდგომ, თვითღირებულების შემცირებასთან ერთად, დაიწყეს გამოყენება მასიურ ავტომანქანებშიც. ახლა ასეთი სანთლები ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ძრავისათვის, თუმცა არის ყველაზე ძვირი.

ბიოლოგიური როლი[რედაქტირება]

ირიდიუმი არ თამაშობს არავითარ ბიოლოგიურ როლს. ლითონური ირიდიუმი, არატოქსიკურია, მაგრამ მისი ზოგიერთი შენაერთი, მაგალითად, მისი ჰექსაფტორიდი (IrF6), ძალიან მომწამვლელია.

ღირებულება[რედაქტირება]

მსოფლიო ბაზარზე ირიდიუმის ფასი დღეს 2012 წლისათვის შეადგენს მიახლოებით 200 დოლარს ერთ გრამზე.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

ირიდიუმი — არის ლითონი, რომელიც არ ურთიერთქმედებს მჟავეებთან და ნარევებთან (მაგალითად, სამეფო წყალი) როგორც ნორმალურ ისე მაღალი ტემპერატურების პირობებში[7].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Theoretical calculation gave the following results (The lattice parameters, densities and atomic volumes of the platinum metals. Crabtree, Robert H. Sterling Chem. Lab., Yale Univ., New Haven, CT, USA. Journal of the Less-Common Metals (1979), 64(1), P7-P9. )
  2. XuMuK.ru — ირიდიუმი — ქიმიური ენციკლოპედია
  3. რედკოლ.:კნუნიანცი (მთ. რედ.) ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად. — მოსკოვი: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1990. — ტომი: 2. — გვ. 671. — 100 000 ეგზ.
  4. ეს შედეგი მიღებულია თეორიული გამოთვლების შედეგად. The lattice parameters, densities and atomic volumes of the platinum metals. Crabtree, Robert H. Sterling Chem. Lab., Yale Univ., New Haven, CT, USA. Journal of the Less-Common Metals (1979), 64(1), стр. 7-9.
  5. Hunt, L. B. (1987). „A History of Iridium“. Platinum Metals Review 31 (1): გვ. 32–41. 
  6. http://bse.sci-lib.com/article085357.html%7Cзаглавие=Осмистый иридий|издание=3-е}}
  7. გინესის რეკორდების წიგნი ქიმიური ნივთიერებებისათვის

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
  • ქიმიური ენციკლოპედია. ტ.2, ფრ.271.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: