| Lr |
103 |
| 262 |
| 5f14 7s2 7p1 |
| ლოურენსიუმი |
ლოურენსიუმი (ლათ. Lawrencium), Lr, ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, მიეკუთვნება აქტინოიდებს, ატომური ნომერი 103. სტაბილური იზოტოპები არ აქვს. ამ ელემენტის სინთეზის პირველი ცდები ჩაატარა (1961) ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა ალბერტ გიორსოს მეთაურობით. (ლოურენსიუმი უწოდეს ერნესტ ლორენსის პატივსაცემად). სინთეზირებულია ლოურენსიუმის იზოტოპები, რომელთა მასური რიცხვია 255-260. ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს იზოტოპ260Lr, რომლის ნახევრად დაშლის პერიოდი T½ ≈ 3 წთ.
[რედაქტირება] გამოყენებული ლიტერატურა