ასტატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასტატი / Astatium (At) At-TableImage.png
ელემენტის რიგითი ნომერი 85
მარტივი ნივთიერების გამოსახულება მოშავო-მოლურჯო კრისტალები
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
209,9871 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 145 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 916,3 (9,50) 2): 3): კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f14 5d10 6s2 6p5
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი (145) პმ
იონური რადიუსი (+7e) 62 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
2,5
ელექტროდული პოტენციალი At2→2At0,2
ჟანგვის ხარისხი 7, 5, 3, 1, −1
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე ა/მ /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა ა/მ /(·მოლი)
თბოგამტარობა (0,45) ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 517
დნობის სითბო ა/მ(I—I) კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 582
აორთქლების სითბო ა/მ (I—I) კჯ/მოლი
მოლური მოცულობა ა/მ სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა
მესრის პერიოდი Å
შეფარდება n/
დებაის ტემპერატურა


ასტატის ატომის სქემა
At 58
209,9871
[Xe] 4f14 5d10 6s2 6p5
ასტატი

ასტატი (ძვ. ბერძნ. ἄστατος — «არამდგრადი») — პერიოდული სისტემის მე-6 პერიოდის, მე-17 ჯგუფის ქიმიური ელემენტი (მოკლე ძველი ფორმის მიხედვით VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტი), ატომური ნომერით 85[1]. აღინიშნება სიმბოლოთი At (ლათ. Astatium). ის რადიოაქტიურია. მარტივი ნივთიერება ასტატი (CAS-ნომერი: 7440-68-8) ნორმალურ პირობებში — არასტაბილური მუქი-ლურჯი ფერის კრისტალებია. ასტატის მოლეკულა, როგორც ჩანს, ორატომიანია (ფორმულა At2).

ისტორია[რედაქტირება]

დიმიტრი მენდელეევის მიერ ნაწინასწარმეტყველები იყო როგორც «ეკა-იოდი». 1931 წელს ფრედ აპლისონმა თანამშრომლებთან ერთად (ალაბამის პოლიტექნიკური ინსტიტუტი) განაცხადეს ამ ახალი ელემენტის აღმოჩენის შესახებ ბუნებაში და მისთვის შესთავაზეს სახელი «ალაბამინი» (Ab)[2][3], თუმცა ეს შედეგი ვერ დამტკიცდა. პირველად ასტატი მიღებულ იქნა ხელოვნურად 1940 წელს დეილ რაიმონდ კორსონის, კენეტ როს მაკენზის და ემილიო ჯინო სერგეს მიერ (ბერკლში კალიფორნიის უნივერსიტეტი). 211At-ის იზოტოპის სინთეზისათვის ბისმუტს ასხივებდნენ ალფა-ნაწილაკებით.

1943—1946 წლებში ასტატის იზოტოპები აღმოჩენილ იქნა ბუნებრივი რადიოაქტიური რიგების შემადგენლობაში (იხ. ქვემოთ).

რუსულ ტერმინოლოგიაში 1962 წლამდე უწოდებმდნენ «ასტატინს».

ასევე სურდათ ეწოდებინათ «გელვეტინი» (გელვეციის საპატივცემლოდ — შვეიცარიის ძველი სახელწოდება) და «ლეპტინი» (ბერძნ. «სუსტი, მორყეული»).

ბუნებაში[რედაქტირება]

ასტატი წარმოადგენს ყველაზე იშვიათ ელემენტს ბუნებაში აღმოჩენილ ყველა ელემენტებს შორის. დედამიწის ქერქის ზედა ფენაში რომლის სისქეა 1,6 კმ შეიცავს მხოლოდ 70 მგრ ასტატს. ასტატის მუდმივი არსებობა დაკავშირებულია იმასთან, რომ მისი მცირედ მცხოვრები რადიონუკლიდები (215At, 218At და 219At) შედიან რადიოაქტიური რიგების შემადგენლობაში 235U და 238U. მათი წარმოქმნის სიჩქარე მუდმივია და ტოლია მათი რადიოაქტიური დაშლის სიჩქარეს, ამიტომ დედამიწის ქერქი შეიცავს ასტატის იზოტოპების შედარებით მუდმივ გაწონასწორებლ რაოდენობას.

მიღება[რედაქტირება]

ასტატს მიიღებენ მხოლოდ ხელოვნურად. ძირითადად ასტატის იზოტოპს მიიღებენ ლითონური ბისმუტის ან თორიუმის მაღალი ენერგიის α-ნაწილაკებით დასხივებით და ასტატის შემდგომი გამოყოფით ექსტრაციით, ქრომატოგრაფიით ან დისტილაციით.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება]

შესასწავლად მისი მცირე რაოდენობით ხელმისაწვდომლობის გამო, ამ ნივთიერების ფიზიკური თვისებები ცუდადაა შესწავლილი და, როგორც წესი აგებულია უფრო ხელმისაწვდომი ელემენტების ანალოგიაზე.

ასტატი — მყარი მოლურჯო-მოშავო ფერის ნივთიერებაა, გარეგნულად გავს იოდს[4]. მისთვის დამახასიათებელია არალითონების (ჰალოგენების) და ლითონების (პოლონიუმი, ტყვია და სხვა) თვისებები. როგორც იოდი, ასტატი კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში და მათი კარგად ექსტრაგირდება. აქროლადობით იოდს ცოტათი ჩამოუვარდება[4]. თუმცა ადვილად ორთქლდება[4]. დნობის ტემპერატურაა 302 °C, დუღილის (აორთქლების) 337 °C.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება]

ჰალოგენი. ასტატი დაჟანგვის დადებით ხარისხში წარმოქმნის ჟანგბადშემცველ ფორმას, რომელსაც პირობითად აღნიშნავენ როგორც Atτ+ (ასტატ-ტაუ-პლუს).

ასტატის წყლის ხსნარზე წყალბადით ქმედებით რეაქციის მომენტში წარმოიქმნება აირადი ასტატწყალბადი HAt. ასტატი წყლის ხსნარში აღდგება SO2 და იჟანგება Br2. ასტატს, როგორც ლითონს, გარს აკრავს მარილმჟავის ხსნარები გოგირდწყალბადი (H2S). ძევდება ხსნარიდან თუთიის მიერ (ლითონის თვისება).

ცნობილია ასტატის ჰალოგენებშორისი შენაერთი — ასტატის იოდიდი AtI და ასტატის ბრომიდი AtBr. ასევე იქნქ მიღებული ასტატწყალბადი HAt.

მაგრამ წყალბადისა და ასტატის ერთნაირი ელექტროუარყოფითობის გამო ასტატწყალბადი უკიდურესად არამდგრადია, ხოლო წყალხსნარებში არსებობს არამარტო პროტონები, არამედ იონებიც At+, რაც არ აქვთ სხვა ჰალოგენწყალბად მჟავეებს.[5]

ასტატი ლითონებთან წარმოქმნის შენაერთებს, რომლებიც ამჟღავნებენ −1 დაჟანგვის ხარისხს, როგორც ყველა დანარჩენი ჰალოგენები (NaAt-ს, მაგალითად, ეწოდება ნატრიუმის ასტატიდი). სხვა ჰალოგენების მსგავსად ასტატიდს შეუძლია ჩაანაცვლოს წყალბადი მეთანის მოლეკულაში ტეტრაასტატმეთანის წარმოქმნამდე CAt4. ამასთან პირველად წარმოიქმნება ასტატმეთანი, დიასტატმეთანი, ასტატოფორმები.

გამოყენება[რედაქტირება]

მეტად პერსპექტიულია ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების სამკურნალოდ 211At. არის ცნობები, რომ ასტატის α-ნაწილაკების რადიობიოლოგიური ქმედება ფარისებრ ჯირკვლებზე 2,8-ჯერ უფრო ძლიერია იოდ-131-ის β-ნაწილაკზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ როდანიდის იონის დახმარებით საიმედოდ შეიძლება ასტატის ორგანიზმიდან გამოყვანა.

ბიოლოგიური როლი[რედაქტირება]

იოდის მსგავსად, ასტატი ტოქსიკურია. ორგანიზმში მოხვედრისას კონცენტრირდება ღვიძლში. როგორც იოდი, ასტატი ასევე გროვდება ფარისებრ ჯირკვლებში. ასტატის α-გამოსხივება აზიანებს ახლომდებარე ქსოვილებს, შლის მათ ფუნქციებს პერსპექტივაში კი — წარმოქმნის სიმსივნეს. ამას გარდა, ასტატის ნაწილობრივ კონცენტრაცია შეიმჩნევა სარძევე ჯირკვლებში.

იზოტოპები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ასტატის იზოტოპები.

2003 წლისათვის ცნობილი იყო ასტატის 33 იზოტოპი, ასევე 23 მეტასტაბილური აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ასტატის ბირთვი. ყველა ისინი რადიოაქტიურია. მათ შორის ყველაზე მდგრადია ( 207At-დან 211At-მდე) ისინი რომლებსაც ნახევარდაშლის პერიოდი ერთ საათზე მეტი (შედარებით სტაბილურია 210At, T1/2=8,1 საათი); თუმცა სამი ბუნებრივი იზოტოპის ნახევარდაშლის პერიოდი არ აღემატება წუთს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მენდელეევის ცხრილი საიტზე ИЮПАК
  2. Education: Alabamine & Virginium — TIME
  3. elements.vanderkrogt.net
  4. 4.0 4.1 4.2 სასკოლო ენციკოპედია. ქიმია. მოსკოვი, 2003 წ.
  5. Advances in Inorganic Chemistry, Volume 6 by Emeleus, p.219, Academic Press, 1964 ISBN 0-12-023606-0