ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
| ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება | |
ფილმის კინოპოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: | |
| სცენარის ავტორი: |
ჯორჯ ლუკასი |
| მთავარ როლებში: |
იუენ მაკ-გრეგორი |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| მონტაჟი: | |
| კინოსტუდია: | |
| დისტრიბუტორი: | |
| გამოსვლის თარიღი: |
მაისი 15, 2005 (კანის კინოფესტივალი) |
| ხანგრძლივობა: |
140 წთ. |
| ქვეყანა: | |
| ენა: |
ინგლისური |
| ბიუჯეტი: |
$113 მილიონი |
| შემოსავალი: |
$848,754,768 |
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება (ინგლ. Star Wars Episode III: Revenge of the Sith) — ამერიკული და ავსტრალიური ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჯორჯ ლუკასი. ეს არის დღეისათვის მეექვსე და უკანასკნელი ფილმი, გამოშვებული ფილმების სერიაში „ვარსკვლავური ომები“. გარდა ამისა, მოვლენათა ქრონოლოგიის მიხედვით იგი არის რიგით მესამე ფილმებს შორს.
ფილმში მოქმედება მიმდინარეობს კლონების ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ. ჯედაის რაინდები მოგზაურობენ გალაქტიკაში და სეპარატისტების წინააღმდეგ გამოყვანილ საბრძოლო კლონებს ხელმძღვანელობენ. ჯედაის საბჭოს დავალებით ობი-ვან კენობი, ჯედაის ხელოვნების ერთ-ერთი ოსტატი, ბოროტ გენერალ გრივუსის, სეპარატისტთა არმიის მეთაურის ლიკვიდაციას ცდილობს. ამასობაში ჯედაის რაინდი, ანაკინ სკაიუოკერი, რომელიც კენობისგან ცალკე მოქმედებს, პალპატინის, გალაქტიკური იმპერიის კანცლერის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც სითების ფარული მრძანებელია. მათი მეგობრობა სრულდება ანაკინის ძალის ბნელ მხარეს მოქცევით. ანაკინი იქცევა დართ ვეიდერად და გალაქტიკის ბედი სამუდამოდ იცვლება.
ლუკასმა ფილმის სცენარზე მუშაობა დაიწყო ფილმზე „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა თავდასხმა“ მუშაობამდე. გადაღება დაიწყო ავსტრალიაში. დამატებითი სცენები გადაღებული იქნა ტაილანდსა და იტალიაში და სამ თვეზე მეტი გასტანა. ფილმი კინოთეატრებში 2005 წლის 19 მაისს გამოვიდა და წინა ფილმებთან შედარებით ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო.
ფილმმა კინოთეატრებში დემონსტრირებისას რამდენიმე რეკორდი დაამყარა და გამოსვლიდან პირველი კვირის ბოლოს მსოფლიო მასშტაბით 848 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა, რამაც იგი „ვარსკვლავური ომების“ ფილმებს შორის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიან ფილმად აქცია. იგი აშშ-ში ასევე იყო 2005 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და მსოფლიო მასშტაბით - რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიანი, ფილმის „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“ შემდეგ. დღეისათვის „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება“ არის ფილმების სერიის „ვარსკვლავური ომები“ ერთადერთი ნაწილი, რომელიც MPAA-ს მიერ PG-13 რეიტინგით, ACB-ს მიერ M რეიტინგით, ხოლო BBFC-ს მიერ - 12A რეიტინგით იქნა შეფასებული.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება საიტზე StarWars.com
- (ინგლისური) ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება — Allmovie-ზე
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება — Rotten Tomatoes-ზე
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება — Box Office Mojo-ზე
|
|||||||||||||||||||||||||

