ელენ პეიჯი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელენ პეიჯი
Ellen Page
Ellen Page at TIFF 2009 cropped.jpg
პეიჯი 2009 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაბ. სახელი ელენ ფილპოტს-პეიჯი
დაბ. ადგილი ჰალიფაქსი, ნოვა სკოტია, კანადა
დაბ. თარიღი 21 თებერვალი, 1987
საქმიანობა მსახიობი
წლები 1997 – დღემდე

ელენ ფილპოტს-პეიჯი (ინგლ. Ellen Page დ. 21 თებერვალი, 1987; ცნობილი, როგორც ელენ პეიჯი) — კანადელი მსახიობი. მთავარი პერსონაჟის განსახიერებისთვის 2007 წლის ფილმში „ჯუნო“, მან მიიღო ნომინაციები ოქროს გლობუსსა და ოსკარზე. ასევე ზედიზედ ორჯერ მოიგო ოსტინის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის „ჯუნოთი“ და „კარამელით“ (2005). ის ცნობილია თავისი როლებისთვის ფილმებში „დასაწყისი“(2010), „სუპერი“ (2010), „ჭკვიანი ხალხი“ (2008) და „იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა“ (2006).

2008 წელს, პეიჯი ნომინირებული იყო „ტაიმის“ 100 ყველაზე გავლებიანი ადამიანის სიაზე[1] და იკავებდა 86–ე ადგილს FHM–ის მსოფილოში ყველაზე სექსუალურ ქალთა სიაში.[2] 2010 წლისთვის მან 70–ე ადგილზე გადაინაცვლა.[3] 2008 წლის ივნისში, Entertainment Weekly–მ პეიჯი შეიყვანა მომავალი ა–კლასის ვარსკვლავთა სიაში.[4]

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2005 კარამელი Hard Candy ჰეილი სტარკი
2006 იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა X-Men: The Last Stand კიტი პრაიდი
2007 ჯუნო Juno ჯუნო მაკგაფი
2008 ჭკვიანი ხალხი Smart People ვანესა ვეზერჰოლდი
2010 დასაწყისი Inception არიადნა
2010 სუპერი Super ლიბი
2012 სიყვარულით რომში To Rome with Love მონიკა
2014 იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები X-Men: Days of Future Past კიტი პრაიდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Ellen Page“, Time, April 1, 2008. წაკითხვის თარიღი: May 1, 2010. 
  2. 100 Sexiest Women 2008 – the results.
  3. 100 Sexiest Women in the World 2010.
  4. Ellen Page | 15 to Watch: Hollywood's Next A-List.