შურისმაძიებლები (2012 წლის ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შურისმაძიებლები
რეჟისორი ჯოს უიდონი
პროდიუსერი კევინ ფეიჯი
სცენარის ავტორი ჯოს უიდონი
ნაწარმოები შურისმაძიებლები, ავტორი:
სტენ ლი
ჯეკ კირბი
ისტორია
როლებში
მუსიკა ალან სილვესტრი
ოპერატორი შიმუს მაკ-გერვი
მონტაჟი
კინოსტუდია Marvel Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
გამოსვლის თარიღი
  • აპრილი 11, 2012 (2012-04-11) (მსოფლიო პრემიერა)
  • მაისი 4, 2012 (2012-05-04) (აშშ)
ხანგრძლივობა 143 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 220 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 1,511,757,910
აშშ დოლარი [2]
IMDb პროფილი

შურისმაძიებლები (ინგლ. The Avengers) — 2012 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელიც Marvel Studios-მა გადაიღო. მას დისტრიბუციას უწევს Walt Disney Pictures. ფილმი ეფუძნება კომპანიის Marvel Comics მიერ გამოცემული სუპერგმირების გუნდ „შურისმაძიებლების“ თავგადასავლებს. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჯოს უიდონი. მთავარ როლებს მასში ასრულებენ რობერტ დაუნი უმცროსი, კრის ევანსი, მარკ რუფალო, კრის ჰემსუორთი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯერემი რენერი, ტომ ჰილდსტონი და სემუელ ლ. ჯექსონი.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ორგანიზაციის S.H.I.E.L.D. ლიდერი ნიკ ფიური (სემუელ ლ. ჯექსონი) რკინის კაცს, ჰალკსა, თორს და კაპიტან ამერიკას აერთიანებს ერთ გუნდში, რომელსაც „შურისმაძიებლები“ ეწოდება. ჯგუფმა უნდა შეაჩეროს ლოკის, თორის ძმის ქმედებები, რომლებიც მიმართულია დედამიწის განასადგურებლად.

ფილმზე მუშაობა დაიწყო, როდესაც მერილ ლინჩი 2005 წლის აპრილში Marvel Comics-ის ერთ-ერთი მეწილე გახდა. ფილმის „რკინის კაცი“ 2008 წლის წარმატების შემდეგ Marvel Studios-ისგან ცნობილი გახდა, რომ „შურისმაძიებლები“ 2011 წლის ივლისში გამოვიდოდა. 2009 წლის მარტში გუნდს შეუერთდა სკარლეტ იოჰანსონი. ფილმის დასრულება 2012 წლისათვის გადაიდო. უიდონი კოლექტივს 2010 წლის აპრილში შეუერთდა და შეცვალა სცენარი, რომლის ავტორი სინამდვილეში ზეკ პენი იყო. ფილმის წარმოება დაიწყო 2011 წლის აპრილში, ნიუ-მექსიკოში გადაღებებით და 2011 წლის აგვისტოში გადაინაცვლა კლივლენდის ტერიტორიაზე. 2011 წლის სექტემბერში გადაღებები ნიუ-იორკში მიმდინარეობდა. პოსტ-წარმოების პერიოდში ფილმი 2D ფორმატიდან 3D-ში იქნა გადაყვანილი.

„შურისმაძიებლების“ პრემიერა შედგა ჰოლივუდში (კალიფორნია, აშშ), თეატრში El Capitan, 2012 წლის 11 აპრილს. დღეისათვის იგი 1 მილიარდი დოლარის შემოსავლის ზღვარის გადალახვის მხრივ რეკორდსმენია და ყველა დროის შემოსავლიანი ფილმების სიაში რიგით მესამე ადგილი უკავია.

ფილმის შემდგომი ნაწილის წარმოება 2012 წლის მაისში დაიწყო.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ასგარდელი ლოკი ხვდება ჩიტაურების სახელით ცნობილი უცხო რასის მეთაურს. ტესერაქტის სანაცვლოდ უცხოპლანეტელი ლოკის სთავაზობს ჩიტაურელთა დიდ არმიას, რომელიც დედამიწის დაპყრობაში დაეხმარება. ნიკ ფიური, სააგენტო S.H.I.E.L.D.-ის უფროსი და აგენტი მარია ჰილი ეწვევიან კვლევით ცენტრს, სადაც ერიკ სელვიგი მართავს ტესერაქტის კვლევის პროცესს. ფილ კოულსონი განმარტავს, რომ ტესერაქტი გამოჰყოფს ენერგიის დიდ რაოდენობას. მოულოდნელად ტესერაქტი აქტიური ხდება და ხსნის პორტალს, საიდანაც ჩნდება ლოკი. იგი ტესერაქტს იპარავს და თავისი კვერთხით სელვიგსა და სხვა აგენტებს (მათ შორის, ქორისთვალსაც (კლინტ ბერტონი) იმორჩილებს.

პასუხად ამაზე ფიური თავს უყრის სუპერგმირებს: რკინის კაცი (ტონი სტარკი), კაპიტანი ამერიკა (სტივ როჯერსი), ჰალკი (ბრიუს ბანერი) და შავი ქვრივი (ნატალია რომანოვა). ქორისთვალი იპარავს ირიდიუმს, რომელიც ხელს უწყობს ტესერაქტის ძალის სტაბილიზებას, ხოლო ლოკი შტუტგარტშია, სადაც უპირისპირდება როჯერსს, სტარკსა და რომანოვას. ლოკის იჭერენ და S.H.I.E.L.D.-ის შტაბ-ბინაში გადაჰყავთ, მაგრამ ამ დროს ჩნდება მისი ძმა, თორი და მის გათავისუფლებას ცდილობს - იმ იმედით, რომ ლოკი საკუთარ გეგმებს შეცვლის და ასგარდში დაბრუნდება. სტარკი და როჯერსი ერთმანეთს უპირისპირდებიან. თორი თანხმდება ლოკის S.H.I.E.L.D.-ს საფრენ ბაზაზე, ჰელიკარიერზე გადაყვანაზე. იქ ლოკი გამოკეტილია და ბანერისა და სტარკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. S.H.I.E.L.D. ცდილობს ტესერაქტის ადგილსამყოფელის დადგენას.

შურისმაძიებელთა გუნდი იშლება, ვინაიდან ერთსულოვნებას ლოკის საკითხის შესახებ ადგილი არ აქვს. გარდა ამისა ცნობილი ხდება, რომ S.H.I.E.L.D.-ს სურს ტესერაქტის უცხო რასების წინააღმდეგ გამოყენება. მათი კამათისას ხომალდს თავს ესხმიან ბერტონი და სხვა აგენტები. მათი მხრიდან საფრენი მექანიზმების შეფერხების შემდეგ ბანერი, მიღებული ტკივილების გამო, ჰალკად გარდაიქმნება. სტარკი და როჯერსი ცდილობენ მექანიზმების ამუშავებას, ხოლო თორი - ჰალკის აგრესიის შეჩერებას. რომანოვა ბერტონს ებრძვის და უკანასკნელი უგონოდ ეცემა. ლოკი გამოდის დამცავი კაბინიდან, კლავს კოულსონს და თორს, რომელსაც თავისივე კაბინაში ჩაკეტავს, ბაზიდან აგდებს. ჰალკი ეცემა მიწაზე. ფიური კოულსონის სიკვდილს იყენებს შურისმაძიებელთა გაერთიანების მორიგ საბაბად. სტარკისა და როჯერსის აზრით, ლოკის გეგმებში მხოლოდ მათი დამარცხება არ შედის, მას სურს დედამიწაზე ბატონობა. ლოკი იყენებს ტესერაქტს და სტარკის კოშკიდან პორტალს აღებს. ჩიტაურები ამ პორტალით ნიუ-იორკში უზარმაზარი ფლოტით შემოდიან.

შურისმაძიებლები ერთიანდებიან ქალაქის დასაცავად. მაგრამ ერთი-მეორეს შემდეგ, ჩნდება ჩიტაურთა ახალ-ახალი რაზმები. როჯერსი, სტარკი და თორი მოსახლეობას გონს მოსული ბერტონის დახმარებით ევაკუციას უტარებენ. ბანერი იქცევა ჰალკად და ლოკის ეძებს, რომელსაც საბოლოოდ უგონოდ ძირს დასცემს. რომანოვა პორტალის კონტროლს უახლოვდება. სელვიგი, რომელსაც ლოკი აღარ აკონტროლებს, მას უამბობს, რომ ლოკის კვერთხი შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც პორტალის საკეტი. ამასობაში ფიურიზე მაღლა მდგომი პირები გადაწყვეტენ უცხო რასასთან ბირთვული იარაღით გამკლავებას და მანჰეტენზე ბირთვული რაკეტების გაშვებას. სტარკი იჭერს რაკეტას და მას პორტალში აგდებს. იგი ანადგურებს დამპყრობელთა მთავარ ხომალდსაც და მათ მიერ დედამიწაზე კონტროლი აღიკვეთება. სტარკის კოსტუმში ილევა ენერგია და იგი ეცემა პორტალიდან. მას ჰალკი გადაარჩენს. რომანოვა კეტავს პორტალს. თორი შემდგომში ლოკისა და ტესერაქტს ასგარდში აბრუნებს. ფიური აღნიშნავს, რომ შურისმაძიებლები დაბრუნდებიან მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება.

ფილმის დასასრულს, პერსონაჟების ტიტრების შემდეგ ნაჩვენებია ორი დამატებითი სცენა: ჩიტაურთა მეთაური ესაუბრება თავის მბრძანებელს, თანოსს. ისინი საუბრობენ დედამიწაზე თავდასხმის შესახებ. მეორე სცენაში შურისმაძიებლები სხედან რესტორანში და შაურმას მიირთმევენ.

როლები[რედაქტირება]

ფილმის პერსონაჟების როლების შემსრულებელი მსახიობები სან-დიეგოში გამართული ფესტივალის Comic-Con ფარგლებში, ჯოს უიდონთან და კევინ ფეიჯთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Breznican, Anthony (September 30, 2011). „'The Avengers': Your First Look at the Dream Team!“. Entertainment Weekly (1175). “At risk is not only the movie's estimated $220 million budget, but also one of the most promising tent pole franchises in Hollywood.” 
  2. http://boxofficemojo.com/movies/?id=avengers11.htm