დევნა (ფილმი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევნა
კინოფილმის პოსტერი
კინოფილმის პოსტერი
რეჟისორი:

კრისტოფერ ნოლანი

პროდიუსერი:

ემა თომასი
ჯერემი თეობალდი
კრისტოფერ ნოლანი
პიტერ ბროდერიკი

სცენარის ავტორი:

კრისტოფერ ნოლანი

მთავარ როლებში:

ჯერემი თეობალდი
ალექს ჰაუ
ლუსი რასელი
ჯონ ნოლანი

კომპოზიტორი:

დევიდ ჯულიანი

ოპერატორი:

კრისტოფერ ნოლანი

მონტაჟი:

კრისტოფერ ნოლანი
გარეთ ჰილი

კინოსტუდია:

Syncopy Films
Next Wave Films

დისტრიბუტორი:

Zeitgeist Films (აშშ)
Momentum Pictures (დიდი ბრიტანეთი)

გამოსვლის თარიღი:

12 სექტემბერი, 1998 (ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი)
2 აპრილი, 1999 (ნიუ-იორკი)
5 ნოემბერი, 1999 (UK)

ხანგრძლივობა:

69 წთ.

ქვეყანა:

დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო

ენა:

ინგლისური

ბიუჯეტი:

$6,000[1]

შემოსავალი:

$48,482[1]

IMDb პროფილი

დევნა — 1998 წლის ბრიტანული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარისტია კრისტოფერ ნოლანი. ის არის ნოლანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. სურათი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც უთვალთვალებს ჩვეულებრივ გამვლელებს ლონდონის ქუჩებში.

სექციების სია

[რედაქტირება] მსახიობები

  • ჯერემი თეობალდი - ახალგაზრდა მამაკაცი
  • ალექს ჰაუ - კობი
  • ლუსი რასელი - ქერათმიანი
  • ჯონ ნოლანი - პოლიციელი
  • დიკ ბრედსელი - მელოტი ბიჭი
  • გილიან ელ-კადი - სახლის მეპატრონე
  • ჯენიფერ ენჯელი - მიმტანი
  • ნიკოლას კარლოტი - ბარმენი
  • დარენ ორმანდი - ბუღალტერი
  • გაი გრინუეი - Heavy #1
  • ტასოს სტივენსი - Heavy #2
  • ტრისტან მარტინი - კაცი ბარში
  • რებეკა ჯეიმზი - ქალი ბარში
  • პოლ მეისონი - სახლის მეპატრონის მეგობარი
  • დევიდ ბოვილი - სახლის მეპატრონის მეუღლე

კამეოები აქვთ ასევე ფილმის პროდიუსერ ემა თომასს და კომპოზიტორს, დევიდ ჯულიანს.

[რედაქტირება] გადაღება

დევნის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი ასევე არის ფილმის სცენარისტი, ოპერატორი, მემონტაჟე და ერთ-ერთი პროდიუსერი. გამომდინარე იქიდან, რომ ნოლანმა ფილმი გადაიღო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კინოსაზოგადოების დახმარებით, ფილმი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო დაბალ-ბიუჯეტიან სურათად. მისი ბიუჯეტი მხოლოდ $6,000-ს შეადგენდა.

გადაღებები მიმდინარეობდა ლონდონში. ძირითადი სცენები გადაიღეს ნოლანის მეგობრების და მშობლების სახლებში. გადაღებების მიმდინარეობის დროს მისი მშობლების სახლი გაქურდეს და რამდენიმე ნივთი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ფილმში დაიკარგა, სინამდვილეშიც მოიპარეს. საერთო ჯამში სურათის გადაღებას მთელი წელიწადი დასჭირდა, რადგან გადაღების შესაძლებლობა მხოლოდ შაბათობით ჰქონდათ.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 Following (1999). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 19 July 2009.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე