ტერმინატორი 2: განკითხვის დღე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ტერმინატორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტერმინატორი.
ტერმინატორი 2: განკითხვის დღე

ფილმის კინოპოსტერი
რეჟისორი ჯეიმზ კამერონი
პროდიუსერი ჯეიმზ კამერონი
სცენარის ავტორი
როლებში
მუსიკა ბრედ ფიდელი
ოპერატორი ადამ გრინბერგი
მონტაჟი
კინოსტუდია
დისტრიბუტორი TriStar Pictures
გამოსვლის თარიღი
  • ივლისი 1, 1991 (1991-07-01) (პრემიერა)
  • ივლისი 3, 1991 (1991-07-03) (კინოთეატრები)
ხანგრძლივობა 139 წთ.[1][2]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $94 მილიონი
შემოსავალი $519,843,345
წინა: ტერმინატორი
შემდეგი: ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი
IMDb პროფილი

ტერმინატორი 2: განკითხვის დღე — ფანტასტიკური ჟანრის აშშ-ის ფილმი, „ტერმინატორის“ გაგრძელება. ფილმი ფართო ეკრანებზე გამოვიდა 1991 წლის 3 ივლისს. მთავარ როლებში არნოლდ შვარცენეგერი, ლინდა ჰამილტონი, ედუარდ ფურლონგი და რობერტ პატრიკი.

ფილმის გადაღება დაიწყო 1990 წლის 9 ოქტომბერს და დასრულდა 1991 წლის 4 აპრილს. სურათის გადაღება დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარი დაჯდა და იმ დროისათვის ეს რეკორდი იყო. გაქირავებაში ფილმმა 204,8 მლნ აშშ დოლარი შემოიტანა და იგი 1991 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო. თავის დროზე „ტერმინატორმა“ 1984 წელს მხოლოდ 38 მლნ აშშ დოლარი შემოიტანა კინოგაქირავებიდან (მისი გადაღება 6,5 მლნ აშშ დოლარი დაჯდა).

შინაარსი[რედაქტირება]

ათი წლის შემდეგ რას სარა კონორმა გაანადგურა ტერმინატორი რომელსაც სარას მოკვლა ჰქონდა დავალებული, ორი ახალი ტერმინატორი ჩამოდის ლონ-ანჯელესში 2029 წლის შემდეგდროინდელი მომავლიდან. ამათგან პირველი არის T-800 მოდელი 101 (არნოლდ შვარცენეგერი მის როლში) - ისეთივე კიბორგი როგორიც ადრე სარას მოსაკლავად იყო გამოგზავნილი, ხოლო მეორე T-1000 (რობერტ პატრიკი).

ჯონ კონორი (ედუარდ ფურლონგი მის როლში) ცხოვრობს მის მეურვეებთან. ის ადრე იზრდებოდა დედამისთან, სარა კონორთან ერთად რომელიც მას ეუბნებოდა რომ ჯონი ოდესმე ადამიანთა ლიდერი გახდებოდა და მათ გაუძღვებოდა მანქანების წინააღმდეგ საბრძოლველად. სარას შეხვედრამ ტერმინატორთან და რისთან იგი მკვეთრად შეცვალა. იგი უკვე აღარ არის ის სუსტი და ჩვეულებრივი ქალი, არამედ გახდა უფრო გამძლე და მტკიცე რომელმაც იცის თუ რა უნდა მოხდეს მომავალში და ამის გამო განუწყვეტლივ ტანჯავს კოშმარები. მისი პიროვნების ამგავრი ცვლილება და მისი საქციელი აფიქრებინებს მის გარშემო მყოფთ და მათ შორის მის შვილს — ჯონს რომ სარა იგი არანორმალურია. საბოლოო ჯამში სარა ხვდება პესკადეროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

ამასობაში ორივე ტერმინატორი ჯონს ეძებს. ამათგან ერთ-ერთი, T-800 რომელიც ადამიანებმა მომავალში დაიჭირეს და გადააპროგრამეს, ჯონის დასაცავადაა გამოგზავნილი მაშინ როცა მეორე ტერმინატორი-T-1000, ბევრად გაუმჯობესებული — ჯონის გასანადგურებლად არის გამოგზავნილი „სკაინეტის“ მიერ. ეს უკანასკნელი, T-1000 თხევადი ლითონებისგან არის დამზადებული და სურვილისამებრ შეუძლია ფორმის შეცვლა და ნებისმიერი საგნისადმი (რთული მანქანების გარდა) და სხვა ადამიანებისადმი დამსგავსება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Terminator 2: Judgment Day. AllRovi. Rovi Corporation. წაკითხვის თარიღი: January 11, 2012.4.5/5 stars
  2. Maslin, Janet. “Terminator 2: Judgment Day (1991)“, The New York Times. წაკითხვის თარიღი: January 24, 2011. 4.5/5 stars