მარიონ კოტიარი
| მარიონ კოტიარი | |
| დაბადების სახელი | მარიონ კოტიარი |
| დაბადების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
| დაიბადა | 30 სექტემბერი, 1975 (33 წლის) |
| შემოქმედების წლები | 1993-დან დღემდე |
| აკადემიის ჯილდოები | |
|---|---|
| საუკეთესო მსახიობი ქალი 2007 - ცხოვრება ვარდისფერ ფერებში |
|
მარიონ კოტიარი (ფრანგ. Marion Cotillard; დ. 30 სექტემბერი, 1975) — ფრანგი კინომსახიობი, რომელიც თითქმის 40 კინო და სატელევიზიო ფილმში გამოჩნდა 1993 წლიდან.
მარიონი დაიბადა მსახიობთა ოჯახში. მან სენაზე თამაში ბავშვობიდან დაიწყო, თინეიჯერობის პერიოდში კი ტელეფილმებიდან კინოში გადავიდა. 1990–იანი წლების დასასრულს მან, როგორც ფრანგმა კინომსახიობმა, წარმატებას მიაღწია ფილმებით: "ჩემი სექსუალური ცხოვრება... ანუ როგორ ჩავერთე კამათში" (1996) და ტაქსი (1998), ასევე, ის უფრო ფართო აუდიტორიამ ნახა ფილმებში: დიდი თევზი (2003), ძალიან გრძელი ნიშნობა (2004), რომლისთვისაც მან სეზარის პრემია დაიმსახურა, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა მეორეხარისხოვან როლში და კარგი წელიწადი (2006).
მისი მიერ შექმნილმა ედიტ პიაფის პორტრეტმა ფილმში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ (2007) მას საერთაშორისო აღიარება და მრავალი ჯილდო მოუტანა, მათ შორის: ბაფტა, სეზარის პრემია, ოქროს გლობუსი და სწორედ ამ ფილმით ის პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც აიღო ოსკარი ფრანგულენოვანი როლის შესრულებისათვის.
მარიონმა ინტერესი გარემოს საქმეებშიც გამოავლინა და გრინპისის ორატორადაც იმსახურა. ის თავის კომპანიონ მსახიობ და რეჟისორ გიიომ კანესთან ერთად ცხოვრობს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) მარიონ კოტიარი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
|
|||||