ინსომნია (2002 წლის ფილმი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ინსომნია | |
|---|---|
კინოფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი | კრისტოფერ ნოლანი |
| პროდიუსერი | ჯორჯ ქლუნი სტივენ სოდერბერგი ემა თომასი ბროდერიკ ჯონსონი პოლ იუნგერ უიტი ენდრუ კოსოვე ედუარდ მაკდონელი |
| სცენარის ავტორი | ერიკ სკოლდბერგი ნიკოლაი ფრობენიუსი (1997 წლის სცენარი) ჰილარი ზაიცი |
| როლებში | ალ პაჩინო რობინ უილიამსი ჰილარი სუონკი |
| კომპოზიტორი | დევიდ ჯულიანი |
| მონტაჟი | დოდი დორნი |
| სტუდია | Alcon Entertainment Section Eight |
| დისტრიბუტორი | Warner Bros. (აშშ) Buena Vista International (დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია) |
| გამოსვლის თარიღი | 24 მაისი 2002 |
| ხანგრძლივობა | 118 წთ. |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $46 million |
| შემოსავალი | $113,714,830[1] |
| IMDb პროფილი | |
ინსომნია — 2002 წლის ამერიკული თრილერი, რომლის რეჟისორია კრისტოფერ ნოლანი. ის არის 1997 წლის ამავე სახელწოდების ნორვეგიული ფილმის ამერიკული რემეიქი. სურათი მოგვითხრობს ორი დეტექტივის შესახებ, რომლებიც ჩადიან ალასკაში ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მკვლელობის გამოსაძიებლად. გამოძიება მიმდინარეობს ალასკას „მზიანი“ სეზონის განმავლობაში, რის გამოც ფილმის პროტაგონისტი (ალ პაჩინო) ვერ ახერხებს დაძინებას მუდმივ სინათლეში. სურათში ასევე მონაწილეობენ რობინ უილიამსი და ჰილარი სუონკი.
ფილმის პრემიერა შედგა 2002 წლის 24 მაისს. Rotten Tomatoes-ის მიხედვით კინოკრიტიკოსთა 92% მას დადებითად აფასებს.[2] სურათი მიჩნეულია ევროპული ფილმის კარგ ამერიკულ რემეიქად, რაც იშვიათობას წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- (ინგლისური) ინსომნია — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- ინსომნია — Allmovie-ზე
- ინსომნია — Box Office Mojo-ზე
- ინსომნია — Rotten Tomatoes-ზე
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Insomnia. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 2009-08-05.
- ↑ Insomnia (2002). Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: 2009-05-26.
|
|||||||||||