უცხო (1979 წლის ფილმი)
| უცხო | |
|---|---|
| რეჟისორი | რიდლი სკოტი |
| პროდიუსერი | გორდონ კეროლი დევიდ გილერი უოლტერ ჰილი |
| სცენარის ავტორი | დენ ო'ბენონი დევიდ გილერი (არ არის მითითებული) უოლტერ ჰილი (არ არის მითითებული) |
| ისტორია | დენ ო'ბენონი რონალდ შასეტი |
| როლებში | ტომ სკერიტი სიგურნი უივერი ვერონიკა კარტრაიტი ჰარი დინ სტენტონი ჯონ ჰერტი იენ ჰოლმი იაფეტ კოტო |
| კომპოზიტორი | ჯერი გოლდსმითი |
| ოპერატორი | დერეკ ვანლინტი |
| მონტაჟი | ტერი როულინგზი |
| კინოსტუდია | Brandywine Productions |
| დისტრიბუტორი | 20th Century Fox |
| გამოსვლის თარიღი |
|
| ხანგრძლივობა | 117 წთ.[1] |
| ქვეყანა | აშშ ბრიტანეთი |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $11 მილიონი |
| შემოსავალი | $104,931,801 |
უცხო (ინგლ. Alien) — რეჟისორ რიდლი სკოტის 1979 წლის, საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი. წარმოადგენს რიგით პირველ ფილმს უცხოს ფრენჩაიზიდან. ფილმში როლებს ასრულებენ ტომ სკერიტი, სიგურნი უივერი, ვერონიკა კარტრაიტი, ჰარი დინ სტენტონი, ჯონ ჰერტი, იენ ჰოლმი და იაფეტ კოტო.
ფილმის სახელწოდება მომდინარეობს მთავარი პერსონაჟისგან, მეტად აგრესიული უცხო რასის წარმომადგენელი არსებისგან, რომელიც დაძრწის და კლავს კოსმოსური ხომალდის გუნდს. დენ ო'ბენონის სცენარი დაიწერა რონალდ შასეტის მიერ მოთხრობილი ისტორიის მიხედვით, სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ფილმების ჟანრების გავლენით. ფილმის წარმოება მოხდა კომპანიის Brandywine Productions მეშვეობით. მისი დისტრიბუტორია 20th Century Fox, რომლის მიერ მოვლენილმა პროდიუსერებმა, დევიდ გილერმა და უოლტერ ჰილმა სცენარში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს. უცხოს სათაური და დამატებითი ელემენტები შექმნილი იქნა შვეიცარიელ სიურელიასტ ჰ.რ. გიგერის მიერ. მხატვრებმა რონ კობმა და კრის ფოსმა შექმნეს ადამიანთა სამყაროს ელემენტების დიზაინი.
უცხომ მიიღო კრიტიკული აღიარება და წარმატება კინოგაქირავებაში, რასაც დაემატა ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის, [2][3] Saturn-ის ჯილდო საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, საუკეთესო რეჟისურისათვის - რიდლი სკოტისათვის და საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლი - კარკტრაიტისათვის,[4] და ჰიუგოს ჯილდო საუკეთესო დრამატული თამაშისათვის, ისევე როგორც ბევრი სხვა ნომინაცია.[5] შემდგომ ათწლეულებში მას კვლავ დიდ შეფასებას აძლევდნენ. ფილმი 2002 წელს შეყვანილი იქნა კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნული ფილმების რეესტრში, აღიარებული „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიურად მნიშვნელოვან“ ნამუშევრად. [5] 2008 წელს ამერიკული ფილმების ინსტიტუტის მიერ იგი აღნიშნული იქნა, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სიის რიგით მეშვიდე საუკეთესო ფილმი, ხოლო ჟურნალმა Empire მას ყველა დროის უდიდესი ფილმების სიაში რიგით 33-ე ადგილი მიანიჭა. [6]
„უცხოს“ წარმატებას მოჰყვა ფრენჩაიზი, რომელშიც შედის რომანები, კომიქსები, ვიდეო თამაშები, სათამაშოები, ისევე როგორც ფილმის სამი შემდგომი ნაწილი და ორი წინაისტორია. ამ ფილმში სიგურნი უივერის მიერ მიღებული იქნა პირველი წამყვანი როლი. დაიწყო მისი წარმატებული სამსახიობო კარიერაც, ისევე როგორც მისი პერსონაჟის, ელენ რიპლის ამბავი, რომელიც გრძელდება შემდეგ ფილმებში, უცხოები (1986), უცხო 3 (1992) და უცხოს აღდგომა (1997).[7] ფილმებში უცხო მტაცებლის წინააღმდეგ (2004) და უცხო მტაცებლის წინააღმდეგ: რექვიემი (2007) ეს თემა აღარ გამოიყენება, ვინაიდან ყურადღება გადატანილია გამოგონილ ჯვარედინ ისტორიაზე, რომელშიც უცხოს გარდა წამყვანი პერსონაჟი მტაცებელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ინგლისური) Alien — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Alien. British Board of Film Classification.
- ↑ Awards database. Academy of Motion Picture Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან 21 September 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-09-06.
- ↑ Alien: Awards. წაკითხვის თარიღი: 2011-07-02.
- ↑ Past Saturn Awards. The Academy of Science Fiction, Fantasy, & Horror Films. დაარქივებულია ორიგინალიდან 14 September 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-09-06.
- ↑ 5.0 5.1 Alien (1979) - Awards. Internet Movie Database. წაკითხვის თარიღი: 2008-09-06.
- ↑ Empire's The 500 Greatest Movies of All Time. Empire magazine (2008-09-25). წაკითხვის თარიღი: 2010-12-01.
- ↑ Ebert, Roger (2003-10-26). Great Movies: Alien (1979). Chicago Sun-Times. წაკითხვის თარიღი: 2008-07-14.