Syncopy Films
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Syncopy Films | |
|---|---|
| დაფუძნდა: | ლონდონი, ინგლისი |
| მდებარეობა: | ბერბანკი, კალიფორნია, აშშ |
| წამყვანი: | კრისტოფერ ნოლანი ემა თომასი |
| დარგი: | მხატვრული ფილმი |
Syncopy Films (ასევე ცნობილი როგორც სინკოპი) — ბრიტანულ/ამერიკული კინოკომპანია, რომელიც დააარსა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა კრისტოფერ ნოლანმა თავის მეუღლესთან ემა თომასთან ერთად. სინკოპის ეკუთვნის კრისტოფერ ნოლანის ყველა ფილმი გარდა სურათებისა ინსომნია და მემენტო, ასევე ზაკ სნაიდერის ფოლადის ადამიანი, რომელიც 2013 წელს გამოვა.
ფილმები [რედაქტირება]
| წელი | ფილმი | რეჟისორი | სხვა სტუდიები |
|---|---|---|---|
| 1998 | დევნა | კრისტოფერ ნოლანი | |
| 2005 | ბეტმენი: დასაწყისი | კრისტოფერ ნოლანი | Legendary Pictures და DC კომიქსები |
| 2006 | პრესტიჟი | კრისტოფერ ნოლანი | Newmarket Films |
| 2008 | ბნელი რაინდი | კრისტოფერ ნოლანი | Legendary Pictures და DC კომიქსები |
| 2010 | დასაწყისი | კრისტოფერ ნოლანი | Legendary Pictures |
| 2012 | ბნელი რაინდი: აღზევება | კრისტოფერ ნოლანი | Legendary Pictures და DC კომიქსები |
| 2013 | ფოლადის ადამიანი | ზაკ სნაიდერი | Legendary Pictures, Cruel and Unusual Films და DC კომიქსები |