იურული პარკი (ფილმი)
| იურული პარკი | |
ფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: | |
| სცენარის ავტორი: | |
| ნაწარმოები: | |
| მთავარ როლებში: |
სემ ნილი |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| მონტაჟი: | |
| კინოსტუდია: | |
| დისტრიბუტორი: | |
| გამოსვლის თარიღი: |
ივნისი 11, 1993 |
| ხანგრძლივობა: |
127 წთ. |
| ქვეყანა: | |
| ენა: |
ინგლისური, ესპანური |
| ბიუჯეტი: |
$63,000,000[1] |
| შემოსავალი: |
$914,691,118 |
იურული პარკი (ინგლ. Jurassic Park) — 1991 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი[2], გადაღებული რეჟისორ სტივენ სპილბერგის მიერ. იგი ეფუძნება მაიკლ კრიქტონის ამავე სახელწოდების რომანს. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები სემ ნილი, ლორა დერნი, ჯეფ გოლდბლუმი, რიჩარდ ეტენბოროუ, ჯოზეფ მაზელო, არიანა რიჩარდსი, სემუელ ლ. ჯექსონი, ბობ პეკი, მარტინ ფერერო და უეინ ნაიტი. სიუჟეტი მიმოიხილავს კოსტა რიკასთან მდებარე გამოგონილ კუნძულ ისლა ნუბლარის ამბავს, სადაც მილიარდერმა ფილანტროპმა და გენეტიკოს მეცნიერთა გუნდმა შექმნეს გასართობი პარკი კლონირებული დინოზავრებით.
კრიქტონის წიგნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე სტუდიას გადაღება უკვე დაგეგმილი ჰქონდა. სპილბერგმა, კომპანიის Universal Studios მხარდაჭერით მოიპოვა უფლებები 1990 წელს რომანის გამოქვეყნებამდე და კრიქტონი დამატებითი 500.000 დოლარის ანაზღაურებით მუშაობდა მისი სცენარის სახით ადაპტირებაზე. საბოლოო ვერსია დაწერა დევიდ კეპმა. მასში არ იქნა შეტანილი რომანში ნახსენები ძალადობის ზოგიერთი სცენა და ვრცელი შესავალი. პერსონაჟთა ნაწილი ასევე განსხვავდება. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა ჰავაისა და კალიფორნიაში.
იურული პარკი ითვლება ღირსშესანიშნავ ეტაპად კომპიუტერით გენერირებულ სანახაობათა სფეროში და კრიტიკოსთა უმეტესობამ მას უმაღლესი შეფასებები მიანიჭა. გამოსვლის წელს მან შემქმნელებს მსოფლიო მასშტაბით 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა და იქცა იმ დროისათის ყველაზე წარმატებულ ფილმად. ამჟამად იგი ყველა დროის შემოსავლიან ფილმთა სიაში 20-ე ადგილს იკავებს. ფინანსურად იგი Universal-ისა და სპილბერგის ყველაზე წარმატებული ნამუშევარია. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი ხმის საუკეთესო მიქსისათვის, ხმის საუკეთესო მონტაჟისათვის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის.
ფილმის წარმატების შემდეგ გადაღებული იქნა ორი შემდეგი ფილმი, დაკარგული სამყარო: იურული პარკი (23 მაისი 1997) და იურული პარკი III (28 ივლისი 2001). ამჟამად დაგეგმილია მეოთხე ფილმის გადაღება, რომელიც 2013 წელს გამოვა.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Jurassic Park (1993). Box Office Mojo (1993-09-23). წაკითხვის თარიღი: 2010-06-26.
- ↑ AllRovi — Movie and Music