ტომ ჰარდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტომ ჰარდი Tom Hardy |
|
ჰარდი დასაწყისის პრემიერაზა ლონდონში, 2010 |
|
| დაბადების სახელი | ედვარდ ტომას ჰარდი |
| დაბადების ადგილი | ჰამერსმითი, ლონდონი, ინგლისი |
| დაიბადა | 15 სექტემბერი, 1977 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 2001 – დღემდე |
| მეუღლე(ები) | სარა უარდი (1999–2004) შარლოტ რაილი (დანიშნული) |
ედვარდ ტომას "ტომ" ჰარდი (დ. 15 სექტემბერი, 1977) — ინგლისელი მსახიობი. მისი პირველი კინოროლი იყო რიდლი სკოტის სამხედრო ფილმში „შავი ქორი ჩამოვარდა“. ჰარდი ცნობილია მთავარი პერსონაჟის განსახიერებისთვის 2009 წლის ფილმში „ბრონსონი“, ასევე კრისტოფერ ნოლანის სურათიდან „დასაწყისი“. 2012 წელს მან ითამაშა მარველის კომიქსების პერსონაჟის, ბეინის როლი კრისტოფერ ნოლანის ფილმში, „ბნელი რაინდი: აღზევება“ და ფორესტ ბონდურანტის როლი კრიმინალურ თრილერში „უკანონი“. 2014 წელს კი ის მთავარ პერსონაჟს განასახიერებს შეშლილი მაქსის ფრენჩაიზის მეოთხე ნაწილში, „შეშლილი მაქსი: მძვინვარე გზა“.
სქოლიო [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ტომ ჰარდი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)