ბეტმენი: დასაწყისი
| ბეტმენი: დასაწყისი | |
ფილმის ოფიციალური პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: |
ემა თომასი |
| სცენარის ავტორი: |
დევიდ გოიერი |
| ნაწარმოები: | |
| მთავარ როლებში: |
კრისტიან ბეილი |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| მონტაჟი: | |
| კინოსტუდია: |
DC Comics |
| დისტრიბუტორი: | |
| გამოსვლის თარიღი: |
ივნისი 10, 2005 (რუსეთი) |
| ხანგრძლივობა: |
139 წთ. |
| ქვეყანა: | |
| ენა: |
ინგლისური |
| ბიუჯეტი: |
150 მილიონი აშშ დოლარი |
| შემოსავალი: |
372,710,015 მილიონი აშშ დოლარი[1] |
| შემდეგი: | |
ბეტმენი: დასაწყისი — რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის 2005 წლის ფილმი. იგი ეფუძნება კომპანიის DC Comics პერსონაჟ ბეტმენის ისტორიებს. ფილმში მონაწილეობენ: კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გერი ოლდმენი, ლაიემ ნისონი, კეტი ჰოლმსი, კილიენ მერფი, მორგან ფრიმენი, ტომ უილკინსონი და რუტგერ ჰაუერი.
ფილმის სიუჟეტი ძირითადად წარმოადგენს ბეტმენზე ფილმების სერიის ერთგვარ გადატვირთვას. მას შემდეგ, რაც ფილმი ბეტმენი და რობინი წარუმატებელი გამოდგა, 2003 წელს ნოლანმა და გოიერმა დაიწყეს ახალ სცენარზე მუშაობა, რომელსაც უფრო რეალისტური ტონი ექნებოდა, ჰუმანურ საკითხებსა და რეალიზმზე ყურადღების გამახვილებით. ამოცანას წარმოადგენდა მაყურებლის მხრიდან როგორც ბეტმენისადმი, ასევე მისი რეალური მხარის, ბრიუს უეინისადმი თანარგძნობის გამოწვევა. ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იქნა ინგლისსა და ჩიკაგოში. გადაღებებისას გამოიყენებოდა როგორც ტრიუკები, ასევე ობიექტების გადიდებული მოდელები. მინიმალური რაოდენობით იქნა ინტეგრირებული კომპიუტერული გრაფიკა. ფილმისათვის სპეციალურად შეიქმნა ახალი ბეტმობილი და ბეტმენის ახალი ჩაცმულობა.
კრიტიკული და კომერციული თვალსაზრისით, ფილმმა დიდი წარმატება იქონია. 2005 წლის 15 ივნისს შედგა მისი პრემიერა აშშ-სა და კანადაში. გამოსვლიდან პირველივე კვირის ბოლოს მან შექმნელებს 48 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა, შემდგომში კი 372 მილიონამდე გაიზარდა. რესურსმა Rotten Tomatoes მას 84%-იანი რეკომენდაცია მიანიჭა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ფილმის ძირითადი თემა არის შიში და მას უფრო ბნელი ტონი აქვს, ვიდრე ბეტმენის შესახებ წინა ფილმებს. 2008 წლის ივლისში გამოვიდა მისი გაგრძელება ბნელი რაინდი, რომლის რეჟისორი ასევე კრისტოფერ ნოლანია. [2]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Batman Begins at Box Office Mojo
- ↑ Lee's Movie Info - DVD Sales Chart. Leesmovieinfo.net (2005-04-19). წაკითხვის თარიღი: 2011-01-02.
[რედაქტირება] ბმულები
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- (ინგლისური) ბეტმენი: დასაწყისი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- ბეტმენი: დასაწყისი — Allmovie-ზე
- ფილმის სცენების თანმიმდევრული ანოტაციები
|
|||||||||||
სტატიის