სამეცნიერო ფანტასტიკა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟურნალები

სამეცნიერო ფანტასტიკა (იგივე სამეცნიერო ფიქცია (ინგლ. Science fiction )) მხატვრული ლიტერატურის (და კინოხელოვნების) ვრცელი დარგია, რომელიც თანამედროვე ცოდნაზე (სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ეთნოლოგიური, სოციოლოგიურო და ა.შ.) დაყრდნობით აგებული ჰიპოთეზების მოშველიებით გვიხატავს შესაძლო მომავალს ან/და უცნობ სამყაროებს (შორეულ პლანეტებს, პარალელური სამყაროებს და ა.შ.). სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნევა აგრეთვე უქრონია ანუ ალტერნატიული ისტორია.

სამეცნიერო ფანტასტიკა განსხვავდება ფანტასტიკისა და ფანტაზიისაგან. სამეცნიერო ფანტასტიკა ფანტასტიკისაგან განსხვავებით არ შეიცავს აუხსნად ელემენტებს, ხოლო ფანტაზიისაგან განსხვავებით მასში არ არის ჯადოსნურ ელემენტები და სამყაროები.

სექციების სია

[რედაქტირება] ტერმინის ისტორია

ქართული ტერმინი სამეცნიერო ფანტასტიკა უეჭველად შესაბამისი რუსული ტერმინის (რუს. Научная фантастика) კალკია, რომლის ავტორადაც ითვლება რუსი, საბჭოთა, მეცნიერი, მეცნიერების პოპულარიზატორი და მწერალი იაკობ პერელმანი.

სამეცნიერო ფანტასტიკის შესატყვისი დასავლურ ევროპულ ენებში არის სამეცნიერო ფიქცია, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა ინგლისურ ენაში 1851 წელს.

[რედაქტირება] სამეცნიერო ფანტასტიკის განმარტება და ქვეჟანრები

სამეცნიერო ფანტასტიკა იმდენად ვრცელი ჟანრია, რომ ძალიან ძნელია მისი მოკლე და ზუსტი განმარტება. გავრცელებული შეხედულების თანახმად სამეცნიერო ფანტასტიკა მოგვითხრობს მოვლენებს რომლებიც არ მომხდარა ან რომელთა მოხდენაც შეუძლებელია ცოდნის თანამედროვე დონეზე, თუმცაღა ეს მოვლენები შეესაბამება სამომავლო ცოდნასა და აღმოჩენებს და ამდენად შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა მოგვითხრობს შესაძლო მოვლენების შესახებ.

ეს აღწერა ერთობ ზოგადია იგი მრავალ ქვეჟანრს მოიცავს :

[რედაქტირება] ხისტი ანუ ჩვეულებრივი სამეცნიერო ფანტასტიკა

ხისტ ანუ ჩვეულებრივ სამეცნიერო ფანტასტიკაში (ინგლ. Hard science fiction) განვითარებული მოვლენები არ არღვევენ მეცნიერების ცნობილ კანონებს, ეყრდნობიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მონაპოვრებს და არც სცდება მათ მიერ დადგენილი შესაძლებლის ჩარჩოებს.

[რედაქტირება] უქრონია ანუ ალტერნატიული ისტორია

უქრონია (ანუ ალტერნატიული ისტორია) — რეალობას წარმოგვიჩენს ისეთს, როგორიც იგი შეიძლებოდა ყოფილიყო თუკი ისტორია ერთ-ერთ საკვანძო მომენტში განსხვავებულად წარიმართებოდა. ალტერნატიული ისტორია არ უნდა აგვერიოს ალტერნატიულ ისტორიულ თეორიებში ანუ რევიზიონიზმში, რომლის თანახმადაც ისტორიული მეცნიერებების მიერ წარმოდგენილი სურათი მცდარია.

[რედაქტირება] კიბერპანკი

კიბერპანკი — აღწერს არცთუ შორეულ მომავალს, რომელშიც მაღალი ტექნოლოგიები (ქსელები, ხელოვნური გონება და ა.შ.) ერწყმის ცივილიზაციის დაცემას ან მის რადიკალურ ცვლილებებს.

[რედაქტირება] კოსმოსური ოპერა

კოსმოსური ოპერა — სათავგადასავლო სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია, რომლის მოქმედებაც სხვა პლანეტებზე ან კოსმოსურ სივრცეში პირობით-წარმოსახვით გარემოცვაში ხდება.

[რედაქტირება] დროში მოგზაურობა

დროში მოგზაურობა — სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია, რომელშიც მოქმედება წარსულსა თუ მომავალში გადაადგილებას ეფუძნება. დროში მოგზაურობის მოთხრობები როგორც წესი გართულებულია ლოგიკური პრობლემებით სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია, რომლის. დროში მოგზაურობის მოთხრობებს წინამორბედები მე-18 საუკუნიდან უჩნდებათ, მათ პოპულარობას ხელი შეუწყო ჰერბერტ ჯორჯ უელსის ნოველამ დროის მანქანა.

[რედაქტირება] ზეადამიანი

ამ ტიპის სამეცნიერო ფანტასტიკა იხილავს ზეადამიანს — ადამიანს რომლის უნარები და შესაძლებლობები აღემატება თანამედროვე ადამიანის ბუნებრივ შესაძლებლობებს.

[რედაქტირება] სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ მწერლობაში

ქართული მწერლობა არ გამოირჩევა სამეცნიერო ფანტასტიკური ტიპის ნაწარმოებთა სიუხვით. ქართველ ფანტასტებად შეიძლება ჩავთვალოთ ალექსანდრე აბაშელი (ქალი სარკეში) და გურამ ფანჯიკიძე (სპირალი).

[რედაქტირება] გამოჩენილი ფანტასტები

სამეცნიერო ფანტასტიკის სივრცისა და პოპულარობის წყალობით ძალიან ბევრ მწერალსა თუ ავტორს მოუსინჯავს თავისი კალამი სამეცნიერო ფანტასტიკის სარბიელზე, ამიტომ ფაქტობრივ შეუძლებელია მათი ამომწურავი სიის შედგენა. სწორედ ამიტომ ქვემოთ შემოვიფარგლებით თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ისეთი ფიგურებით, რომლებმაც წარუშლელი კვალი დაამჩნიეს ამ დარგს.

[რედაქტირება] კარლ ჩაპეკი

კარლ ჩაპეკი სიტყვა „რობოტის“ გამომგონებელი და მათ შესახებ პირველი მოთხრობის — „როსუმის უნივერსალური რობოტების“ ავტორია;

[რედაქტირება] აიზეკ აზიმოვი

აიზეკ აზიმოვი რობოტიკის ფუძემდებელია, მის კალამს ეკუთვნის სამეცნიერო ფანტასტიკის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა „თავად ღმერთები“, „მარადისობის აღსასრული“, აგრეთვე გალაქტიკის ისტორიის ციკლში გაერთიანებული მოთხრობები: „მე, რობოტი...“, „ფოლადის მღვიმეები“, „აისის რობოტები“ და ა.შ. აზიმოვმა მოიგონა სახელგანთქმული რობოტიკის სამი კანონი, რომლის როლის გადაჭარბებული შეფასება სამეცნიერო ფანტასტიკაში შეუძლებელია;

[რედაქტირება] სერი ართურ ჩარლზ კლარკი

სერი ართურ ჩარლზ კლარკი კოსმოსური სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, მის ნაწარმოებთა შორის ყველაზე უფრო ცნობილია ციკლი კოსმოსური ოდისეა;

[რედაქტირება] რეი დუგლას ბრედბერი

რეი დუგლას ბრედბერი ავტორია ისეთი საყოველთაოდ ცნობილი დისტოპიური ჟანრის მოთხრობისა, როგორიცაა 451º ფარენჰაიტით, მისსავე კალამს ეკუთვნის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი მარსის ქრონიკები.

[რედაქტირება] კლიფორდ დონალდ საიმაკი

კლიფორდ საიმაკი ნაწარმოებები სამეცნიერო ფანტასტიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს, მათგან ყველაზე უფრო ცნობილია „ქალაქი“, „რგოლი მზის ირგვლივ“, „ისინი ადამიანებივით დააბიჯებდნენ“... შეიძლება ითქვას, რომ საიმაკი იმ გამონაკლის მწერლებს ეკუთვნის, რომელთა ფრთა უბიწოდ აჯვარებს ფანტაზიას ხისტ სამეცნიერო ფანტასტიკასთან ისე რომ ამ უკანასკნელის მოყვარულთა გაღიზიანებას არ იწვევს (მაგ., „გობლინების ნაკრძალი“).

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები