მემენტო (ფილმი)
| მემენტო | |
![]() კინოფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: |
ჯენიფერ ტოდი |
| სცენარის ავტორი: |
კრისტოფერ ნოლანი |
| ნაწარმოები: | |
| მთავარ როლებში: | |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| მონტაჟი: | |
| კინოსტუდია: |
Newmarket Capital Group |
| დისტრიბუტორი: |
Summit Entertainment (აშშ) |
| გამოსვლის თარიღი: |
5 სექტემბერი 2000 |
| ხანგრძლივობა: |
113 წთ. |
| ქვეყანა: | |
| ენა: | |
| ბიუჯეტი: |
$5 მილიონი |
| შემოსავალი: |
$39,723,096 |
| ვებგვერდი: | |
მემენტო — კრისტოფერ ნოლანის 2000 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი. მისი სცენარი, რომელიც დაწერა ასევე კრისტოფერ ნოლანმა ადაპტირებულია მისი უმცროსი ძმის ჯონათან ნოლანის მოთხრობიდან „Memento Mori“. მთავარ როლს ასრულებს გაი პირსი, რომელიც თამაშობს ლეონარდ შელბის, ანტეროგრადიული ამნეზიით დაავადებულ ადამიანს. საწყის სცენებში, რომელიც სიუჟეტის დასასრულს გვიჩვენებს, ნაჩვენებია თუ როგორ კლავს ლეონარდი ტედს (ჯო პანტოლიანო).
მემენტო არის მაგალითი ისეთი ფილმებისა, რომელთა სიუჟეტი და თხრობის მსვლელობა განსხვავებულია. მოთხრობილი ისტორია იყოფა ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი ნაჩვენიბია ფერადი გამოსახულებით, ხოლო მეორე შავ-თეთრით. ეს უკანასკნელი დალაგებულია ქრონოლოგიურად და ასახავს ლეონარდს, რომელიც ესაუბრება უცნობ გმირს ტელეფონით სასტუმროს ოთახში. ლეონარდის გამოძიება ცოლის მკვლელობის შესახებ კი მოთხრობილია ფერად ნაწილში უკუქრონოლოგიურად. ყოველი ფრაგმენტის დაწყების დროს, მაყურებელმა არ იცის წინამდებარე მოვლენების შესახებ, რაც მათ ლეონარდის მსგავს გაურკვევლობაში აგდებს. სრული სიუჟეტი აშკარავდება მხოლოდ ფილმის ბოლოს, როდესაც სიუჟეტის ორივე ნაწილი ერთიანდება.
მემენტოს პრემიერა შედგა 5 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მან დაიმსახურა კინოკრიტიკოსების მოწონება. მსგავსი გამოხმაურება მიიღო მან ოქტომბერში ევროპის თეატრებში გამოჩენის შემდეგ. კრიტიკოსებმა განსაკუთრებით მოიწონეს მისი უნიკალური, არასწორხაზოვანი თხრობის სტილი და მეხსიერების, გარემოს აღქმის შურისძიების თემა. ფილმმა წარმატებას მიაღწია კინოგაქირავებაში. მან დაიმსახურა მრავალი ჯილდო, მათ შორის აკადემიის ჯილდო ორიგინალური სცენარისა და მონტაჟისთვის.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) მემენტო — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- მემენტო — Rotten Tomatoes-ზე
- ოფიციალური ვებსაიტი
|
|||||||||||
