ბნელი რაინდი: აღზევება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბნელი რაინდი: აღზევება

კინოფილმის პოსტერი
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი კრისტოფერ ნოლანი
ემა თომასი
ჩარლზ როვენი
სცენარის ავტორი სცენარი:
კრისტოფერ ნოლანი
ჯონათან ნოლანი
ისტორია:
დევიდ გოიერი
კრისტოფერ ნოლანი
კომიქსი:
ბობ კეინი
ბილ ფინგერი
როლებში კრისტიან ბეილი
მაიკლ კეინი
ტომ ჰარდი
გერი ოლდმენი
ენ ჰეთეუეი
მორგან ფრიმენი
მარიონ კოტიარი
ჯოზეფ გორდონ-ლევიტი
კომპოზიტორი ჰანს ციმერი
ოპერატორი უოლი პფისტერი
მონტაჟი ლი სმითი
კინოსტუდია DC კომიქსები
Syncopy Films
Legendary Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი ივლისი 20, 2012 (2012-07-20)
ხანგრძლივობა 165 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $250 მილიონი[1]
შემოსავალი $1,084,439,099[2]
წინა: ბნელი რაინდი
IMDb პროფილი

ბნელი რაინდი: აღზევება (ინგლ. The Dark Knight Rises) — რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ფილმი, რომლის სცენარიც დაწერა ძმა, ჯონათან ნოლანთან, ხოლო ისტორია დევიდ ს. გოიერთან ერთად. ფილმი დაფუძვნებულია DC კომიქსების პერსონაჟ ბეტმენზე და არის გაგრძელება ფილმების „ბეტმენი: დასაწყისი“ და „ბნელი რაინდი“. ბნელი რაინდი: აღზევება არის ნოლანის ბეტმენის ფილმების სერიის დასასრული. მასში მონაწილეობენ მსახიობები კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გერი ოლდმენი და მორგან ფრიმენი. ფილმში მოქმედება ხდება ფილმ „ბნელი რაინდის“ მოვლენებიდან რვა წლის შემდეგ. ფილმში არის ორი ბოროტმოქმედი ბეტმენის მითოლოგიიდან, სელინა კაილი (ენ ჰეთეუეი) და ბეინი (ტომ ჰარდი).[3]

ნოლანი მერყეობდა, დაბრუნებოდა თუ არა ფილმს კიდევ ერთხელ, მაგრამ დათანხმდა მას შემდეგ რაც ძმა, ჯონათან ნოლანთან და დევიდ ს. გოიერთან ერთად დაწერა ისტორია რომელიც იქნებოდა ბეტმენის სერიების დასასრული. ფილმში გამოყენებულია ბეტმენის კომიქსების სერიები რაინდის დაცემა (1993), სადაც შედგა პერსონაჟ ბეინის დებიუტი. „ბნელი რაინდი ბრუნდება“ (1986) სადაც ბეტმენი ბრუნდება გოთემში ათწლიანი პაუზის შემდეგ და „არავის ტერიტორია“ (1999) სადაც გოთემს კრიმინალები დაიპყრობენ.

ფილმის გადაღება მიმდინარეობდა სხვადასხვა ადგილებში, ინდოეთის, ლონდონის, ნოტინგემის, გლაზგოს, ლოს ანჯელესის, ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის და პიტსბურგის ჩათვლით. ნოლანმა გამოიყენა IMAX კამერები გამოსახულების მაღალი ხარისხისთვის. ვირუსულმა მარკეტინგმა, ბნელი რაინდის შემთხვევის მსგავსად მოახდინა რეკლამირებისთვის ხელისშეწყობა. გადაღებების დასრულების შემდეგ კომპანიამ Warner Bros. აჩვენა ფილმის პირველი ექვსი წუთი. ბნელი რაინდი: აღზევება-ს პრემიერა შედგა გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში და კანადაში 2012 წლის 20 ივლისს[4][5]

მსახიობები[რედაქტირება]

ტომ კონტის და ჯოი კინგს ასევე აქვთ როლები.[14][17]

შექმნა[რედაქტირება]

ლოს-ანჯელეს თაიმსთან მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე გადაიღებდა თუ არა ბეტმენის მესამე ფილმს, ნოლანმა განაცხადა, რომ შესაბამისი სიუჟეტის გამოჩენის შემთხვევაში ის გადაიღებდა მესამე სურათს, თუმცა თან კითხვა დასვა თუ რამდენი კარგი მესამე სერიის დასახელება იყო შესაძლებელი.[18] 2009 წლის სან-დიეგოს საერთაშორისო კომიკ-კონზე დასწრებისას გერი ოლდმენმა დაადასტურა, რომ ნოლანი მესამე სერიას გადაიღებდა და სავარაუდოდ გადაღებები მომავალ წელს დაიწყებოდა.[19]

ნოლანმა თქვა, რომ მესამე სურათში რობინი არ გამოჩნდებოდა.[20] კრისტიან ბეილმაც განაცხადა, რომ ის დატოვებდა ფილმს, იმ შემთხვევაში თუ მასში რობინი გამოჩნდებოდა.[21] ნოლანის თქმით უარყოფით გმირად პინგვინი არ მოგვევლინებოდა, რადგან მისი აზრით ძნელი იქნებოდა ამ პერსონაჟის მორგება რეალური ბეტმენის ვერსიაზე, როგორსაც ის იღებდა.[22] მან ასევე უარყო ფილმში მისტერ ფრიზის გამოჩენა.[23]

ნოლანმა დაადასტურა, რომ პირველი ორი ფილმიდან ძირითადი მსახიობები დაბრუნდებიან მესამე ფილმში საკუთარი გმირების განსასახიერებლად.[7] 2011 წლის 19 იანვარს Warner Bros.-ის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად ენ ჰეთეუეი ასრულებს სელინა კაილის, ტომ ჰარდი კი ბეინის როლს.[24] ჰარდისთან ერთად, ნოლანის წინა სურათის დასაწყისის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ჯუნო ტემპლი შეუერთდნენ მსახიობთა ჯგუფს.[25] მალევე სტუდიამ ოფიციალურად დაასახელა ლევიტის როლი და ასევე გამოაცხადა, რომ ფილმში მარიონ კოტიარიც ითამაშებდა. გორდონ–ლევიტი კომისარ გორდონთან მომუშავე პოლიციელის ჯონ ბლეიკის როლს ასრულებს, ხოლო კოტიარი Wayne Enterprises–ის დირექტორთა საბჭოს წევრს, მირანდა ტეიტს თამაშობს.[26]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Barnes, Brooke. “Batman Sales High Despite Shootings“, The New York Times. წაკითხვის თარიღი: July 22, 2012. 
  2. The Dark Knight Rises (2012). Box Office Mojo (December 14, 2012). წაკითხვის თარიღი: December 14, 2012.
  3. "http://www.empireonline.com/news/story.asp?NID=32527"
  4. Itzkoff, Dave (June 30, 2010). "A Man and His Dream: Christopher Nolan and 'Inception'". The New York Times. Retrieved June 12, 2010. WebCitation archive.
  5. McNary, Dave (May 3, 2010). "Batman sets date". Variety. Retrieved July 26, 2010. WebCitation archive.
  6. Chang, Charlene. “Christian Bale talks 'Dark Knight' follow-up and 'Terminator Salvation'“, 2008-06-30. წაკითხვის თარიღი: 2008-07-01. დაარქივებულია ორიგინალიდან 2008-07-03-ში. 
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Boucher, Geoff. (2010-03-10)Christopher Nolan takes flight with Superman: 'We have a fantastic story' [UPDATED]. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: July 5, 2010.
  8. 8.0 8.1 Jensen, Jeff. (January 19, 2011)'The Dark Knight Rises' scoop: Anne Hathaway, Tom Hardy join cast. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: January 19, 2011.
  9. Jett. (April 19, 2011)WB Reveals TDKR Roles of Cotillard & JGL. წაკითხვის თარიღი: April 29, 2011.
  10. Status Update: Marion Cotillard and Joseph Gordon-Levitt in The Dark Knight Rises. Blogger. წაკითხვის თარიღი: 20 April 2011.
  11. Kit, Borys. “'Social Network' Actor Lands Role in 'Dark Knight Rises' (Exclusive)“, The Hollywood Reporter, April 8, 2011. წაკითხვის თარიღი: April 9, 2011. 
  12. Lee, Ann. “The Dark Knight Rises: Liam Neeson spotted filming in London“, Metro.co.uk, 2011-06-16. წაკითხვის თარიღი: 2011-070-15. 
  13. Mayor Garcia set to return in TDKR
  14. 14.0 14.1 Sneider, Jeff. (May 20, 2011)Joker in 'Dark Knight'? Sort of .... Variety. წაკითხვის თარიღი: May 21, 2011.
  15. Two More Go Into 'DARK KNIGHT'. Variety (May 23, 2011). წაკითხვის თარიღი: May 24, 2011.
  16. Schrader, Chris. “'The Dark Knight Rises' Updates: New Cast Member, Set Pic & Budget Info“, Screen Rant, May 13, 2011. წაკითხვის თარიღი: May 13, 2011. 
  17. Joey King tweet: "Another one of my secrets revealed". Twitter (May 20, 2011). წაკითხვის თარიღი: May 20, 2011. WebCitation archive.
  18. Boucher, Geoff. “Christopher Nolan on 'Dark Knight' and its box-office billion: 'It's mystifying to me'“, Los Angeles Times, 2008-10-27. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30. 
  19. Brevet, Brad. “Comic Con 2009: Gary Oldman Says 'Batman 3' Expected to Begin Filming in 2010“, Ropeofsilicon, 2009-07-24. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30. 
  20. Nolan on Robin in Batman Sequels“, SuperheroHype.com, 2005-06-23. წაკითხვის თარიღი: 2006-07-31. 
  21. Batman Bale Says No To Robin.
  22. Belloni, Matthew. “Q+A: Christopher Nolan“, Esquire, November 2006. წაკითხვის თარიღი: 2006-10-13. 
  23. Fischer, Russ. “Christopher Nolan Talks Superman: “We Know the Genre and How to Get it Done Right”; Jonathan Nolan at Work on Batman 3“, Slashfilm, 2011-01-19. წაკითხვის თარიღი: 2011-02-02. 
  24. Goldberg, Matt. “Anne Hathaway Cast as Selina Kyle (aka Catwoman) in THE DARK KNIGHT RISES; Tom Hardy to Play Bane“, Collider, 2011-03-10. წაკითხვის თარიღი: 2011-01-30. 
  25. Kroll, Justin. “Temple officially joins 'Dark Knight'“, Variety, 2011-03-24. წაკითხვის თარიღი: 2011-03-26. 
  26. Jett. (April 19, 2011)WB Reveals TDKR Roles of Cotillard & JGL. წაკითხვის თარიღი: April 29, 2011.