ბნელი რაინდი (ფილმი)
| ბნელი რაინდი | |
კინოფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: |
კრისტოფერ ნოლანი |
| სცენარის ავტორი: |
სცენარი: |
| მთავარ როლებში: |
კრისტიან ბეილი |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| მონტაჟი: | |
| კინოსტუდია: |
DC კომიქსები |
| დისტრიბუტორი: | |
| გამოსვლის თარიღი: |
ივლისი 16, 2008 |
| ხანგრძლივობა: |
152 წთ. |
| ქვეყანა: | |
| ენა: | |
| ბიუჯეტი: |
$185 მილიონი[1] |
| შემოსავალი: |
$1,001,921,825[1] |
| წინა: | |
| შემდეგი: | |
ბნელი რაინდი — 2008 წლის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც დაფუძნებულია DC კომიქსების პერსონაჟ ბეტმენზე. ფილმის რეჟისორი და ძმასთან, ჯონათან ნოლანთან ერთად ერთ-ერთი სცენარის ავტორია კრისტოფერ ნოლანი. ფილმი არის ნოლანის ბეტმენის ფილმების სერიის ნაწილი და ბეტმენი: დასაწყისის გაგრძელება.
მთავარ როლებს ასრულებენ კრისტიან ბეილი (ბრიუს ვეინი/ბეტმენი), აარონ ეკჰარტი (ჰარვი დენტი), მეგი ჯილენჰალი (რეიჩელ დოუსი) და გერი ოლდმენი (კომისარი ჯეიმს გორდონი). მთავარი ანტაგონისტი ჯოკერის როლს ასრულებს ჰით ლეჯერი.
ფილმი დაფუძნებულია 1940 წლის ჯოკერის სადებიუტო კომიქსებზე და 1996 წლის კომიქსების სერიის გრძელ ჰელოუინზე, რომელიც მოგვითხრობს ჰარვი დენტის ორსახოვანად გარდაქმნის შესახებ. ბნელი რაინდის გადაღებები ძირითადად ჩიკაგოში მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე სცენა გადაიღეს სხვადასხვა ადგილებზე აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჰონგკონგში. ნოლანმა ზოგიერთი მომენტის, მათ შორის ჯოკერის პირველი გამოჩენის გადასაღებად გამოიყენა IMAX კამერა. 2008 წლის 22 ინვარს, როდესაც ფილმის გადაღებები უკვე დასრულებული იყო გარდაიცვალა მსახიობი ჰით ლეჯერი. ვარსკვლავის სიკვდილმა დიდი ინტერესი გამოიწვია პრესასა და კინოსამყაროში.
ფილმის პრემიერა თავდაპირველად ავსტრალიაში შედგა 16 ივლისს, სამხრეთ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში კი შესაბამისად 18 და 24 ივლისს. ამერიკასა და კანადაში პრემიერამდე უკვე დაიჯავშნა ბილეთბის რეკორდული რაოდენობა და ასევე დადებითი შეფასებები დაიმსახურა კინოკრიტიკოსებისგან. ფილმმა წარმოუდგენელ კომერციულ წარმატებას მიაღწია ჩრდ. ამერიკაში და გახდა მეორე ფილმი, რომლის სალარომაც იქ $500 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს მასშტაბით კი ბნელი რაინდი არის იმ 6 ფილმს შორის, რომელთა შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა და ამ ცხრილში მეექვსე პოზიცია უკავია. [2] ფილმმა დაიმსახურა რამდენიმე ნომინაცია სხვადასხვა დაჯილდოვებებზე და ორი ოსკარი[3] ხმის მონტაჟისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის სახით. ეს უკანასკნელი ჰით ლეჯერის შესრულებამ დაიმსახურა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 The Dark Knight. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 2010-01-19.
- ↑ All Time Worldwide Box Office Grosses. Boxofficemojo.com. წაკითხვის თარიღი: May 31, 2010.
- ↑ Oscar – 81st Annual Acedemy Award nominees.
|
|||||||||||

