ჯოზეფ გორდონ-ლევიტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჯოზეფ გორდონ-ლევიტი Joseph Gordon-Levitt |
|
გორდონ–ლევიტი ზაფხულის (500) დღის მხარდამჭერ საღამოზე |
|
| დაბადების სახელი | ჯოზეფ ლეონარდ გორდონ-ლევიტი |
| დაბადების ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
| დაიბადა | 17 თებერვალი, 1981 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1988 – დღემდე |
ჯოზეფ ლეონარდ გორდონ-ლევიტი (დ. 17 თებერვალი, 1981) — ამერიკელი მსახიობი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული სატელევიზიო და კინო ფილმებში. ის ცნობილია თავისი როლებით 2009 წლის დამოუკიდებელ ფილმში ზაფხულის (500) დღე და კრისტოფერ ნოლანის სამეცნიერო ფანტასტიკაში დასაწყისი. ამ უკანასკნელისთვის ის ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე. სარეკლამო რგოლებსი შესრულებული როლების შემდეგ, 1992 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში ბეთჰოვენი. გორდონ–ლევიტმა ითამაშა სატელევიზიო სიტკომში მესამე პლანეტა მზიდან (1996–2001). 2001 წელს მან მიატოვა სატელევიზიო კარიერა და ითამაშა რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმში, მათ შორის სურათებში მანიაკური (2001), იდუმალი კანი (2004) და აგური (2005). ის ფლობს ონლაინ საპროდუქციო კომპანიას HitRECord.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ჯოზეფ გორდონ–ლევიტი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: