ჰანს ციმერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჰანს ფლორიან ციმერი (დ. 12 სექტემბერი, 1957) — გერმანელი კომპოზიტორი, ოსკარის მფლობელი ფილმებში მიღწეული წარმატებისთვის.
მის მუსიკას უმეტესად ორკესტრი ასრულებს.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ჰანს ციმერი დაიბადა ფრანკფურტში. ბავშვობაშივე წავიდა ლონდონში. სწავლობდა ჰარტვუდის სკოლაში.
კომპოზიტორია ფილმების „გლადიატორი“, „ჰანიბალი“, „უკანასკნელი სამურაი“, „მეფე არტური“, „კარიბის ზღვის მეკობრეები“, „და ვინჩის კოდი“, „შავი ქორის დაცემა“. „ბნელი რაინდი“, „დასაწყისი“. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „Now We Are Free“ „გლადიატორიდან“, რომელიც ლიზა ჯერარდთან ერთად დაწერა.
ჯილდოები [რედაქტირება]
1995 წელს ჰანს ციმერმა მოიპოვა ოსკარი და ოქროს გლობუსი „მეფე ლომის“ მუსიკისათვის, ხოლო 2001 წელს ოქროს გლობუსი „გლადიატორისათვის“.