ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
კინოფილმის პოსტერი
კინოფილმის პოსტერი
რეჟისორი:

რიჩარდ მარკუანდი

პროდიუსერი:

ჰოვარდ კაზანიჯანი
რობერტ უოტსი
ჯორჯ ლუკასი
რიკ მაკ-კალუმი
(სპეციალური გამოცემა)

სცენარის ავტორი:

ჯორჯ ლუკასი, ლოურენს კესდენი

მთავარ როლებში:

მარკ ჰემილი
ჰარისონ ფორდი
კერი ფიშერი
ბილი დი უილიამსი
ენტონი დენიელსი

კომპოზიტორი:

ჯონ უილიამსი

დისტრიბუტორი:

20th Century Fox
Lucasfilm

ხანგრძლივობა:

ორიგინალური ვერსია:
134 წთ.
სპეციალური გამოცემა:
135 წთ.

ქვეყანა:

დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ

ენა:

ინგლისური

ბიუჯეტი:

32.5 მილიონი აშშ დოლარი

შემოსავალი:

475,106,177 აშშ დოლარი

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება (ინგლ. Star Wars Episode VI: Return of the Jedi) — 1983 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რიგით მესამე ფილმი ციკლიდან ვარსკვლავური ომები.

[რედაქტირება] სიუჟეტი

გალაქტიკაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. აჯანყებულები წინააღმდეგობას უწევენ იმპერიულ ძალებს, რომელთა მმართველია სითჰების მბრძანებელი იმპერატორი პალპატინი (დართ სიდიუსი). პრინცესა ლეია ორგანა ჯაშუშებისგან შეიტყობს, რომ იმპერიამ შექმნა ახალი სიკვდილის ვარსკვლავი, გიგანტური პლანეტა-ბაზა. აჯანყებულთა ალიანსმა ნებისმიერი ფასით უნდა გაანადგუროს ის. მაგრამ ახალი საფრთხე უკვე მზადდება ასამოქმედებლად. თავდაპირველად მასზე დართ ვეიდერი, შემდეგ კი თავად იმპერატორი ჩამოდიან.

ლუკ სკაიუოკერი ამასობაში პლანეტა ტატუინზე ჩადის, რათა ჯაბა ჰატის ტყვეობისგან იხსნას გაყინული ჰენ სოლო. თავდაპირველად ის ჯაბას საჩუქრის სახით გაუგზავნის დროიდებს C3PO და R2D2. ლეიას, ლენდო კალრისიანისა და ჩუბაკას დახმარებით იგი იხსნის ჰენს და ანადგურებს ჯაბას მთელ ბაზას. ამ ბრძოლის დროს ლეია თავად ახრჩობს საზარელ ჯაბას, ხოლო უდაბნოს არსება ზონაკი ყლაპავს დაქირავებულ მკვლელ ბობა ფეტს.

შემდეგ გმირების გზები იყოფა. ლეია, ჰენი და ლენდო სისტემა სოლუსტოში მიფრინავენ, სადაც აჯანყებულთა ახალი ფლოტი იკრიბება. ლუკი უბრუნდება იოდას, რომელმაც მას ბოლომდე უნდა შეასწავლოს ჯედაის ხელოვნება. მაგრამ იოდა დასუსტებულია და კვდება. სიკვდილის წინ ის აიმედებს ლუკს, რომ ჯედაის ხელოვნება ბოლომდე აქვს შესწავლილი, მაგრამ ნამდვილ ჯედაის რაინდად იქცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც დართ ვეიდერს შეერკინება. მას შემდეგ, რაც იოდა კვდება, ჩნდება ობი-ვან კენობის აჩრდილი და ლუკს შეატყობინებს, რომ დართ ვეიდერი ნამდვილად მისი მამაა, ხოლო ლეია - სინამდვილეში მისი და, რომელსაც ასევე გააჩნია ჯედაის ძალა.

ამასობაში აჯანყებულები გეგმავენ, თუ როგორ გაანადგურონ სიკვდილის ვარსკვლავი - სანამ მასზე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი აღჭურვილობა. ამისათვის აუცილებელია მისი ენერგიული არის გათიშვა, რომელსაც პლანეტა ენდორიდან მართავს სპეციალური პულტი. შენობაში შეღწევა შესაძლოა მხოლოდ იმპერიული შატლით, რომლის კომპიუტერი ფლობს საიდუმლო კოდს. ამ კოდის გარეშე სიკვდილის ვარსკვლავთან მიახლოება შეუძლებელია. შატლის მართვას თავის თავზე ჩუბაკა და ჰენი იღებენ. ლუკი და ლეია უერთდებიან მათ და ენდორზე მიემართებიან.

პლანეტაზე ისინი შეხვდებიან მშვიდობისმოყვარე დათუნიების მსგავს არსებათა ტომს, ევოკებს. რატომღაც ისინი C3PO-ს საკუთარი ტომის ღვთაებად აღიქვამენ და ამიტომ მის მეგობრებსაც პატივს სცემენ. ლუკი უამბობს ლეიას, რომ იგი მისი დაა და მას ვეიდერთან შეხვედრა სურს. ლუკი იქაურობას ტოვებს, მაგრამ ჰენმა, რომელიც შეყვარებულია პრინცესაზე, სიმართლე ჯერ კიდევ არ იცის.

ლუკი ჩაბარდება ვეიდერს და მას მიჰყვება სიკვდილის ვარსკვლავზე. იქ იგი შეიტყობს, რომ მის მეგობრებს ელოდება ხაფანგი, რომელშიც მონაწილეობენ იმპერიის საუკეთესო თავდამსხმელები. პლანეტის დამცავი არე არ გათიშულა, ყველა აჯანყებული აყვანილია ტყვედ. უფრო მეტიც - სიკვდილის ვარსკვლავიდან გაშვებულია გამანადგურებელი სხივები, ალიანსის ხომალდები კი გარშემორტყმულია იმპერიული ძალების მიერ.

ლუკი შეერკინება დართ ვეიდერს. გამოუვალი მდგომარეობის გამო ალიანსი წინააღმდეგობას უწევს იმპერიულ ფლოტს. გაუგებრობის ფონზე ენდორზე მყოფი გაერთიანება ანადგურებს იქ ჩასულ იმპერიულ ჯარებს, ხოლო ჰენი და ლეია თიშავენ სიკვდილის ვარსკვლავის დაცვას.

ლუკი მოჰკვეთს ხელს ვეიდერს, მაგრამ არ სურს მისი მოკვლა. იგი ეუბნება დართ სიდიუსს, რომ ჯედაია და არ სურს საკუთარი მამის მოკვლა. იმპერატორი ცდილობს სკაიუოკერის თავისი ძალებით განადგურებას, მაგრამ ვეიდერი უეცრად იცვლის პოზიციას, იჭერს იმპერატორს და მას სავენტილაციო გვირაბში აგდებს.

სიკვდილის წინ ლუკი ხსნის ვეიდერს ნიღაბს, რათა მან შვილს საკუთარი თვალებით შეხედოს. ლუკი ასაფლავებს მას და ბრუნდება ენდორზე. მთელი გალაქტიკა ზეიმობს იმპერიის დამარცხებას. ლეია როგორც იქნა, ეუბნება სოლოს, რომ ლუკი მისი ძმაა. ლუკი კი ხედავს იოდას, ობი-ვანისა და ენეკინ სკაიუოკერის, იგივე დართ ვეიდერის აჩრდილებს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე